ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49479

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თხოვნა საზოგადოების მაღაზიაში არსებული გამოუსადეგარი წიგნების თითო ეგზემპლარის გორის ბიბლიოთეკებისთვის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, გამგეობამ დაადგინა, რომ შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს საზოგადოების წიგნების სია და საწყობი სამსონ გიორგის ძე ფირცხალავასთვის უნდა ჩაებარებინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ტომსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტ პროკოფი მუჯირს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს შიო ქუჩუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისის მიზეზად აღნიშნა, რომ მაღაზიის გარდა ბევრი სხვა საქმეც ევალებოდა და საზოგადოების გამგეობას სთხოვა, გამგედ აღდგენის შემთხვევაში მისი ხელფასიდან ყოველთვიურად გამოერიცხათ 25 მანეთი, რითიც ზარალი თანდათან დაიფარებოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი იაკობ ღულაძე და წევრები – დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, სამსონ ფირცხალავა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 ნოემბერს სასოფლო-სამეურნეო საურთიერთო ნდობის საზოგადოების მფლობელმა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 500 მანეთი გადაურიცხა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1910 წლებში თბილისის ნოტარიუსმა ილია წინამძღვრიშვილმა გიორგი ყაზბეგის მიერ შეტანილი გადასახადის (22. 70 მან.) ქვითარსა და მინაწერში აღნიშნა, რომ ნოტარიული მომსახურებისთვის გასამრჯელოს (9 მან.) აღებაზე უარი განაცხადა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა პავლე თუმანიშვილმა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს გაუგზავნა წერილი და 200 თუმნის ქვითარი. თანხიდან 100 თუმანი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის იყო განსაზღვრული, დანარჩენი კი – აკაკი წერეთლის ფონდისთვის.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 6 თებერვალს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან შემოწირული წიგნების უმეტესი ნაწილი დაურიგა სოფელ მეჯვრისხევის სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეებს, დანარჩენი კი ინახებოდა ბიბლიოთეკაში.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, გიორგი ყაზბეგის მიერ მოწვეულმა მხატვარ-ექსპერტთა ჯგუფმა განიხილა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული თიხა-თაბაშირის მოდელი და შეადგინა ოქმი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომისია იწონებდა „მგლოვიარე ქალის“ ძეგლის ჩანაფიქრსაც და შესრულების მხარესაც, ფრონტონზე მოთავსებულ პოეტის ბიუსტს კი ზედმეტად მიიჩნევდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგმა მხატვარ ჰენრიკ ჰრინევსკის სახელოსნოში (გრიბოედოვის ქუჩაზე, არშაკუნის ყოფილ სასახლეში) მიიწვია ექსპერტთა კომისიის წევრები ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული მოდელის განსახილველად.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 2 ოქტომბერს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან მიიღო წიგნი „დავითი მესხური“ ნომრით 947.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ტარას მომცემლიძის ფოტოგრაფიის გამგის თანამდებობიდან გადადგომის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი წინააღმდეგი იყვნენ საჯარო კრებაზე განეხილათ საზოგადოების წიგნის მაღაზიის რევიზიის საქმე. გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის აზრით, სხვაგვარად მაღაზიის საქმეს ვერ გადაწყვეტდნენ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიიღეს დადგენილება, საზოგადოების წიგნის მაღაზია დაუყოვნებლივ დაეკეტათ, სანამ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა არ ჩაიბარებდნენ და დროებით დანიშნულ გამგეს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს არ გადასცემდნენ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ძალაში დარჩენილიყო 21 მაისის სხდომის დადგენილება. გამგეობამ არ დააკმაყოფილა შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილის მონაწილეობით განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება წიგნების ფასების გადასინჯვის შესახებ. პრეზიდიუმმა შეადგინა სია იმ წიგნებისა, რომელთა ფასის გაზრდაც შესაძლებლად ჩათვალა. გამგეობამ დაადასტურა პრეზიდიუმის შედგენილი ახალი ფასები, ასევე ზოგიერთი წიგნის ფასის 20-30%-ით გაზრდა გადაწყვიტა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს 75 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ალექსანდრე ხახანაშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 10.88 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს მოგების წილი – 15 მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით საკანცელარიო მაღაზიას 9.17 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანაიდა გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 20 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივლისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ფალიაშვილს 10 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ლავრენტი აგლაძეს ივნისში თონეთის სკოლისთვის გაწეული სამსახურისთვის 40 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით სვანეთის საეკლესიო სკოლებში 1.48 მანეთის საკანცელარიო ნივთები გაგზავნა.