ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51696

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებას წინა წელს მოწაფეებისგან 332 მანეთი შეუგროვდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფიო ვახვახიშვილისას მიერ თელავის განყოფილებისთვის შეწირული 1 800 მანეთის ღირებულების ფასიანი ქაღალების სარგებელი, წელიწადში 76 მან. და 44 კაპ., სტიპენდიებს ხმარდებოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილება მათ ზედმეტი ყულაბების გაგზავნას სთხოვდა, რათა საზოგადოებრივ დაწესებულებებში განეთავსებინა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ხარჯი 27 754 მანეთი და 44 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ ინვენტარის შესაძენად 3635 მანეთი და 58 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ მთავარ გამგეობას ისტორიულ-ლიტერატურული სექციის დაარსებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების შესახებ ჰკითხა. წერილს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის სკოლაში 109 მოსწავლე იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის სკოლის ქირა წელიწადში 420 მანეთი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის სკოლა მძიმე მდგომარეობაში იყო, სკოლის ბიბლიოთეკა კი თითქმის არ არსებობდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის გამგეობას სთხოვა აერჩია ორი პირი, რომლებიც წიგნის მაღაზიის შემოწმებას დაესწრებოდნენ. გამგეობამ ნიკიფორე მამინაიშვილი და ივანე პაატაშვილი დაასახელა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 ივნისს სამსონ იოსების ძე ანთაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა გაეთავისუფლებინათ წევრობისგან, რადგან დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებდა თავისი მოვალეობის შესრულებას.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 მაისს პარმენ მიხეილის ძე კახიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ იმერეთში მიემგზავრებოდა, ამიტომ ვერ დაესწრებოდა საზოგადოების კრებას.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კრებაზე დაადგინა, თელავის განყოფილების გამგეობისთვის თელავის სკოლის მასწავლებელთა ჯამაგირის მომატება ეთხოვა. ანგარიშს ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კრებაზე დაადგინა, თელავის განყოფილებისთვის ეთხოვა, ყულაბების საშუალებით ფულის შეგროვება შემოეღოთ. ანგარიშს ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კრებაზე განიხილა ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების რევიზიის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს მასწავლებელმა კონსტანტინე სეხნიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო საგურამოში დარჩენას ვეღარ შეძლებდა და თანახმა იყო, თელავის ქართულ სასწავლებელში ნაკლებ ჯამაგრზე ემუშავა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კრებაზე დაადგინა, თელავის განყოფილებისთვის საწევრო გადასახადების შესაგროვებლად და წევრთა რაოდენობის გასაზრდელად აგენტურის მოწყობა ეთხოვა. ანგარიშს ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ მასპინძლის გამართულ ვახშამს ვერ დაესწრო, რადგან თავს ცუდად გრძნობდა. ექიმმა ვახტანგ ღამბაშიძემ მას რამდენიმე დღით ხმაურიდან გარიდება ურჩია.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სპეციალური კაპიტალის ანგარიშზე 7436 მანეთი და 51 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ ბიბლიოთეკების სექციას დაავალა ბიბლიოთეკების მოწყობა და სახალხო კითხვების გამართვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ სასკოლო სექციას დაავალა სკოლების მოვლა-პატრონობა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წიგნებისა და სახელმძღვანელოების საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-8 მუხლი შეცვლილი სახით: მიმდინარე წლის არაუგვიანეს 15 იანვრამდე სექციას გამგეობისთვის განსახილველად უნდა წარედგინა გასული წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციას სამოქმედო გეგმის შედგენით არ ეზღუდებოდა გამგეობისაგან დამოუკიდებლად საქმიანობის უფლება. იგი ასრულებდა გამგეობის მიერ დამტკიცებულ გეგმას და აგრძელებდა საქმიანობას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ თუ სასკოლო სექცია სამოქმედო გეგმაში შეტანილ წიგნების სიიდან რომელიმე წიგნის გამოცემას ვერ მოახერხებდა, შეეძლო სხვა წიგნით ჩაენაცვლებინა და გამგეობისთვის დასამტკიცებლად წარედგინა ცვლილების შეტანის შესახებ ანგარიში.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციას ხარჯთაღრიცხვაში გაწერილ თანხაზე მეტი არ უნდა დაეხარჯა.