ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46204

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1917

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ 1917 წლის 20 დეკემბერს სოფ. გეგუთში გახსნა საფეიქრო სკოლა, რომელმაც დანიშნულება შეასრულა. სოფელის მცხოვრებთა უმეტესობამ შეისწავლა ხელობა და სახლში საკუთარი მანქანაც ბევრმა დაიდგა. ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ყველა სამკითხველოს ეგზავნებოდა „იმერეთი და შრომა“, „სასოფლო გაზეთი“, „სახალხო გაზეთი“ და „ნაკადული“. ხელს აწერს ვარლამ იმნაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციის მიერ გამგეობისთვის საქმიანობის დეტალური გეგმის წარდგენა სექციას მუშაობაში ხელს შეუშლიდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექცია გულხელდაკრეფილი არ იყო, შეძლებისდაგვარად მუშაობდა და უფრო მეტ საქმეს გააკეთებდა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლება რომ ჰქონოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 6 მაისიდან სასკოლო სექციის თითოეული წევრი კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას. 5 წიგნი მზად ჰქონდათ გამოსაცემად, მაგრამ შეიძლება ვერ დაბეჭდილიყო ქაღალდის უქონლობისა და სიძვირის გამო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გ. მაჭავარიანმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციის მიერ გამოსაცემად შერჩეულ წიგნებს გამგეობა იწუნებდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გ. მაჭავარიანმა განაცხადა, რომ წიგნებისა და სახელმძღვანელოების საგამომცემლო ინსტრუქციის მე-8 პარაგრაფი უნდა შეცვლილიყო, მანამდე კი, სექციისთვის დამოუკიდებლად მუშაობის უფლება უნდა მიეცათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გ. მაჭავარიანმა განაცხადა, რომ გასულ წლებში გამგეობა და სასკოლო სექცია მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს და დაპირისპირებულები იყვნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წლიური ანგარიშის თანახმად, განყოფილებას საანგარიშო წელს გამოაკლდა ოცდათორმეტი წევრი, შეემატა – ცხრა. 1915 წლის 1-ლი იანვრისთვის ფილიალს ორმოცდაერთი წევრი ჰყავდა. ანგარიშს ხელი მოაწერეს გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა და ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებაში ირიცხებოდა 33 წევრი მას შემდეგ, რაც გავიდა – 15 და შეემატათ – 7; განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 240 მანეთსა და 32 კაპიკს, გასავალი – 169 მანეთსა და 27 კაპიკს; ბიბლიოთეკების შესანახად დაიხარჯა 69 მანეთი და 10 კაპიკი. განყოფილების წლიურ ანგარიშს ხელი მოაწერეს გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ და მდივანმა ალექსანდრა მიხეილის ასულმა მჭედლიშვილმა.

1915

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1915 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სირთულეების მიუხედავად, განყოფილებას იმედი ჰქონდა 1916 წელს წევრები შემოემატებოდა, რადგან საწევრო გადასახადი ერთ მანეთანდე იყო შემცირებული. ამასთან, ქიზიყში იზრდებოდა ღირსეული ახალგაზრდობა, რომელიც მიხვდებოდა, რომ ინტელიგენტობა კაცს მარტო სუფრის თავში დაჯდომას კი არ ავალებდა, არამედ შრომასა და პატარა წვლილის შეტანას სამამულიშვილო საქმეში, ამიტომ გასართობად და საყოყლოჩინოდ არ ჩაეწერებოდა ამ საზოგადოების წევრად. ანგარიშს ხელი მოაწერეს გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ და მდივანმა ალექსანდრა მიხეილის ასულმა მჭედლიშვილმა.

1913

ტიპი: ავტორობა

უსახსროდ დარჩენილმა შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილმა 1913 წლის 1-ელ აგვისტოს თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ გარდაცვლილი ბიძის ნაანდერძევი თანხიდან ათი თუმანი (100 მან.) მიეცათ სამსახურის შოვნამდე თავის გასატანად.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ გამგეობას მოახსენა, რომ წიგნის მაღაზიაში საკანცელარიო ნივთების ნაკლებობა იყო.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიამ გათბობის, განათებისა და სხვა წვრილმანების საფასური – 32 მან. და 31 კაპ. გადაიხადა. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიამ გადაიხადა სამი მოსწავლის სწავლის საფასური – 31 მან. და 50 კაპ. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიამ საქონლის შესაძენად 2265 მანეთი დახარჯა. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის ნავაჭრმა 2950 მან. და 10 კაპ. მანეთი შეადგინა. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის თანამშრომელთა ჯამაგირი 445 მან. და 4 კაპ. იყო. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიამ საქონლის შესაძენად 1324 მან. და 60 კაპ. დახარჯა. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის პირველი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიას ნაშთი 953 მან. და 30 კაპ. ჰქონდა დარჩენილი. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიამ დამზღვევ სალაროში 34 მან. და 46 კაპ. შეიტანა. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიამ გადაიხადა ოთხი მოსწავლის სწავლის საფასური – 36 მან. და 18 კაპ. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის თანამშრომელთა ჯამაგირი იყო 164 მან. და 10 კაპ. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის გამგემ, გრიგოლ ბურჭულაძემ, მთავარ გამგეობას მაღაზიის წინა წლის ანგარიში გაუგზავნა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის ნავაჭრმა 1729 მანეთი შეადგინა. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.