რეგისტრირებული ფაქტები50012
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909-1917 წლებში საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, თედო სახოკია ცდილობდა, ამა თუ იმ გავლენიანი პიროვნებისთვის აღეწერა ქართველთა დუხჭირი ყოფა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909-1917 წლებში საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, თედო სახოკია ცდილობდა, ამა თუ იმ გავლენიან პიროვნებამდე მიეტანა თავისი სატკივარი, რუსეთის იმპერიალიზმისგან ქართველთა ჩაგვრა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909-1917 წლებში საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, თედო სახოკია ცდილობდა, ამა თუ იმ გავლენიანი პიროვნებისთვის გაეცნო თავისი ქვეყანა და ხალხი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909-1917 წლებში საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, თედო სახოკია ცდილობდა, გაეცნო მეცნიერებასა და სალიტერატურო დარგში მოღვაწე გავლენიანი პიროვნებები.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1904 წელს პარიზში მოღვაწე ალექსანდრე გაბუნიას უკურნებელი სენის, პარანოიის ნიშნები აღმოაჩნდა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს პარანოიით დაავადებული ალექსანდრე გაბუნია ჩამოშორდა პარიზში გამოსული გაზეთის „საქართველო“ რედაქციის საქმიანობას.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს არჩილ ჯორჯაძე და ალექსანდრე გაბუნია ჩამოშორდნენ პარიზში გამოსული გაზეთის „საქართველო“ რედაქციის საქმიანობას და თედო სრულიად მარტო დარჩა რედაქციაში.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს არჩილ ჯორჯაძისა და ალექსანდრე გაბუნიას რედაქციიდან წასვლის შემდეგაც გიორგი დეკანოზიშვილი განაგრძობდა ახალი გზების ძიებას მომავალი რევოლუციის საქმეში თავისი სამშობლოს მონაწილეობისთვის.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ რუსეთ-იაპონიის ომის გამო მეფის რუსეთის დაუძლურება ქართველების თავისუფალ მოქალაქეებად გახდომას მოასწავებდა.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1904 წელს თედო სახოკია ახასიათებდა პოლიცმეისტერ ანდრია ლაკირბაიას ყოველგვარ ადამიანობაზე ხელაღებულ პიროვნებად.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში სოხუმის შავრაზმელმა რუსებმა კავკასიის უმაღლეს მთავრობას წარუდგინეს ადმინისტრაციული წესით რუსეთის შიდა გუბერნიებში გადასასახლებელ პირთა სია. ამ სიაში შედიოდნენ: თედო სახოკია, ანთიმოზ ჯუღელი, სპირიდონ ნორაკიძე, ივანე გეგია, ფარნა დავითაია და ივანე ბურჭულაძე.
1900
ტიპი: ნასამართლეობა
1900-იან წლებში ადმინისტრაციული წესით რუსეთის შიდა გუბერნიებში გადასასახლებელ პირებს, მათ შორის თედო სახოკიას, ანთიმოზ ჯუღელს, სპირიდონ ნორაკიძეს, ივანე გეგიას, ფარნა დავითაიას და ივანე ბურჭულაძეს ბრალად ედებოდათ სოხუმის ოლქის მცხოვრებთა გარუსების საქმისათვის ხელის შეშლა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900-იან წლებში, იმ პერიოდში, როცა თედო სახოკიას არალეგალური პერიოდიკა შემოჰქონდა საქართველოში, მასზე იერიში მიიტანეს სოხუმის შავრაზმელმა რუსებმა და საოლქო ადმისტრაციის წარმომადგენლებმა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ისეთ სარისკო საქმეში, როგორიც თედო სახოკიას მიერ არალეგალური გაზეთების საქართველოში შემოტანა იყო, გამბედაობასთან ერთად, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა ჩაცმულობასა და იერს. მას, პარიზიდან ახლად ჩამოსულს, კეთილსაიმედო ადამიანის იერი ჰქონდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს, ისეთ სარისკო საქმეში, როგორიც თედო სახოკიას მიერ არალეგალური გაზეთების საქართველოში შემოტანა იყო, ყველაზე მეტად სითამამე ფასობდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს გიროგი დეკანოზიშვილი და არჩილ ჯორჯაძე პარიზში ჩავიდნენ არალეგალური გაზეთის „საქართველო“ გამოსაცემად. იქ მათ თედო სახოკია შეუერთდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიას არალეგალურმა ორგანომ გაზეთ „საქართველოს“ დასაბეჭდად პარიზში გაგზავნა გიორგი დეკანოზიშვილი და არჩილ ჯორჯაძე, პირველი, როგორც გაზეთის გამოცემის ტექნიკური შემსრულბელი, მეორე კი − სარედაქციო საქმეების ხელმძღვანელი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს პარიზში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში, მან და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს არარლეგალური გაზეთის, „საქართველოს“ ბეჭდვა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს პარიზში მოღვაწე თედო სახოკიამ, არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა გაზეთის „საქართველო“ ბეჭდვა დაიწყეს. ასოების ჩამოსხმა მათ ერთ ცნობილ ასოთჩამომსხმელს დაუკვეთეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს თედო სახოკიას შეფასებით, სხვადასხვა ხრიკის მეშვეობით პარიზში არალეგალურად დაბეჭდილი გაზეთის „საქართველო“ შემოტანა სამშობლოში ბევრად მარტივი საქმე იყო, იმასთან შედარებით, რაც მას შემდგომში რევოლუციის პერიოდში ევალებოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კონსტანტინე ივანეს ძე ჯაფარძის მოსამსახურე ანასტასია კალიაშვილი სახლიდან გავიდა და დაიკარგა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ დავით და კონსტანტინე მიხეილის ძე როსტომაშვილები, მიხეილ ალექსის ძე როსტომაშვილი, მართა როსტომაშვილი, ნიკო გიუნაშვილი და ეფემია გიუნაშვილი ნათესავის გარდაცვალებას იუწყებოდნენ.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 7 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გომელაური თბილისის მეშვიდე ნაწილის ბოქაული იყო.