ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46204

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე კონსტანტინე გვარჯალაძემ განაცხადა, რომ წიგნების კორექტურისა და ბეჭდვის საქმე სასკოლო სექციისთვის უნდა ჩამოერთმიათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს წიგნების გამომცემელ სექციას 3 000 მანეთიდან 1421 მან. და 60 კაპ. დასახარჯი ჰქონდა, მაშინ, როცა ამ თანხით ხალხში გასავრცელებელი წიგნების დაბეჭდვა შეეძლო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ საზოგადოების ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს გამგეობის მზრუნველობა არ ეტყობოდათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრმა, კალისტრატე ასლანგერის ძე კობახიძემ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ გამგეობა 1916 წლის ანგარიშის შედგენის პროცესში იყო, 1917 წლის ანგარიშს კი 15 დღეში გაუგზავნიდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას გააცნო კომისიის მოსაზრება, რომ საზოგადოების საქმე მატულობდა და საჭირო იყო შტატის გაძლიერება.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ წიგნის საწყობში წესრიგი იყო და ცეცხლისგან დაზიანებული და გადარჩენილი წიგნები გადაერჩიათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, გიორგი ყაზბეგმა გამგეობას ა რომ აცნობა, რომ წერეთლის მიერ საზოგადოებისთვის ნაანდერძევ მამულში, ანდერძის თანახმად, ქალთა პროფესიული სკოლა უნდა დაარსებულიყო.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის პირველი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიას ნაშთი – 949 მან. და 30 კაპ.– ჰქონდა დარჩენილი. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე კონსტანტინე გვარჯალაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას უნდა შეედგინა გამოსაცემი წიგნების სია და გაესწორებინა ისინი, მაგრამ ტექნიკური მხარე – ბეჭდვა და კორექტურის გასწორება მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის აზრით, წიგნების გამოცემისთვის სასკოლო სექციას უნდა ეხელმძღვანელა, ვინაიდან საქმისთვის ასე უფრო სასარგებლო იქნებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ არსებული საგამომცემლო ინსტრუქციის ძალით სასკოლო სექციას წიგნების გამოცემის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ გამგეობამ საჭიროების გამო დართო ნება.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციისთვის წიგნების გამოცემის საქმე უნდა ჩამოერთმიათ და გადაებარებინათ საგამომცემლო სექციისთვის.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-13 მუხლი უცვლელად დაეტოვებინათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ წიგნების კორექტურასა და ბეჭდვის მეთვალყურის ხარჯის – 600 მანეთის გარდა გამგეობას დამატებით გაეღო კიდევ 15 თუმანი და მოეწვია სახელმძღვანელოების კორექტურის გამსწორებელი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ წიგნების კორექტურასა და ბეჭდვის მეთვალყურეზე იხარჯებოდა 600 მანეთამდე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ წიგნების ბეჭდვის მეთვალყურეს უნდა მოეწვია სახელმძღვანელოების კორექტურების შესასწორებლად პირი, რომელიც საგამომცემლო სექციის დაქვემდებარებაში იქნებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სახელმძღვანელოებისა და სახალხო საკითხავი წიგნების გამოცემის საქმისთვის უნდა ეხელმძღვანელა საგამომცემლო სექციას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ თუკი გამგეობას წიგნების საგამომცემლო სექციის შემადგენლობა არ მოსწონდა, შეეძლო ახალი, საქმის მცოდნე, შრომისმოყვარე პირები აერჩია წევრებად.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში გამოცემული სახელმძღვანელოების „Новое Слово“-სა და „ქართული ანბანის“ მეორედ დაბეჭდვის შემდეგ შესაძლო იყო საზოგადოება დაზარალებულიყო, მის სახელმძღვანელოებს წიგნის ბაზარი დაეკარგა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში „დედა ენის“ I ნაწილის ნაცვლად დაიბეჭდა სახელმძღვანელო „ქართული ანბანი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში გამოვიდა რუსული სახელმძღვანელო „Новое Слово“-ს პირველი გამოცემა, რომელიც მთლიანად გაიყიდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლოს სექციას ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა – სახელმძღვანელოების გამოცემა და მათ ტექნიკურ მხარეზე ზრუნვა. გამგეობას ასე არ უნდა დაეტვირთა სექცია, რადგან ორივე საქმეს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა და მის წევრებს გაუჭირდებოდათ გამკლავება.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციის მთელი ყურადღება და ძალ-ღონე მიმართული უნდა ყოფილიყო სახელმძღვანელოების ცვლილების, შესწორებისა და ხარისხის გუმჯობესებისაკენ, რათა კონკურენცია გაეწია ბაზარზე გამოსული ახალი წიგნებისთვის.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ გამგეობამ სასკოლო სექციას სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება დართო და საგამომცემლო ინსტრუქციაშიც შეიტანა ეს ცვლილება, რაც არ იყო საქმისთვის სასარგებლო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას განუცხადა, რომ საზოგადოებას ილიასეული სახლი უყურადღებოდ ჰქონდა მიტოვებული.