ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობამ ალექსანდრე სიმონის ძე ნიჟარაძეს დაავალა, რომ კვლავ გაეგრძელებინა ქუთაისის გუბერნიის მარშლის მოვალეობის შესრულება.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის პროფესორი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ოქრომჭედლიშვილი მოსკოვში ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოსებ ცისკარაშვილი ამიერკავკასიის ორკლასიანი სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ სულხანიშვილი შილდის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ლ. მამულაშვილი ამიერკავკასიის ორკლასიანი სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გ. ა. კლიმოვსკი თბილისის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე საეკლესიო მუზეუმის განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვასილ ყიფიანი ქუთაისის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვასილ კოპტონაშვილი სოფ. ამტნისხევის სკოლის მასწავლებელი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ შავლოხოვი ბეუნარის სკოლის პედაგოგი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ შავლოხოვი სასულიერო პირი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის ივლისში ალანდერი გორის მაზრის უფროსი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნესტორ გიორგის ძე ბერიძე იყო სავაჭრო-სამრეწველო საკომისიო სახლის დამაარსებელი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს სოფიო სიდამონოვ-ერისთავი წყნეთის საქალაქო სკოლის გამგე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქ. თბილისის სასკოლო კომისიამ ტიტე ტაბიძე დანიშნა თავის რწმუნებულად ქალთა N2 გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ისიდორე ივანეს ძე სტურუა ერობათა კავშირის წევრად აირჩიეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლამდე მარიამ ივანეს ასული დემურია ჟურნალ „ნაკადულის“ დამაარსებელი და მისი რედაქტორი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია ნაფიცი ვექილი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის ივნისში ტატიშვილი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 23 იანვრიდან ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილი მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში ქართული ენის მასწავლებლად დანიშნეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 8 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ტუკუშაშვილი მღვდელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვრის სახალხო განათლების სამინისტროს განცხადებით, ქუთაისის საერობო სასწავლებლების დირექტორის თანამდებობაზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ მგელაძე დაამტკიცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს სახალხო განათლების სამინისტროს განცხადებით გაუქმდა 1917 წლის 25 იანვრის ბრძანება თბილისის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლის, ნ. ჩიგოგიძის მიხაილოვოს ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად დანიშვნის შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სამსონ დადიანი ქ. თბილისის ხმოსანი იყო.