ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46204

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, სახელმძღვანელო წიგნების ბეჭდვა არ იყო ისეთი რთული საქმე რომ საგამომცემლო სექცია ვერ გამკლავებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ წიგნების ბეჭდვის ტექნიკური მხარის ხელმძღვანელი პირის მოწვევა აუცილებელი იყო. ამ აზრს ეთანხმებოდა საგამომცემლო სექციაც.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ წიგნების საგამომცემლო სექციას ჰქონდა 300 მანეთი, რაც არ იყო საკმარისი სახალხო და საყმაწვილო ლიტერატურის შესაქმნელად და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გასავრცელებლად.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას სურდა მოეწვია საქმისმცოდნე პირი, რომელიც წიგნების ბეჭდვის ტექნიკურ მხარეს უხელმძღვანელებდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ წიგნების საგამომცემლო სექციას უნდა შეექმნა სახალხო და საყმაწვილო ლიტერატურა და გაევრცელებინა საქართველოს ყველა კუთხეში.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ წიგნების საგამომცემლო სექციას შემოქმედებითი საქმის შესრულება ევალებოდა და არა – ტექნიკური.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ თუკი სასკოლო სექცია სახელმძღვანელო წიგნებს დაბეჭდავდა, საგამომცემლო სექციას ტექნიკური საქმის შესრულება აღარ მოუწევდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ უნდა შექმნილიყო სპეციალური ტექნიკური კომისია, რომელსაც სასკოლო და საგამომცემლო სექციის მიერ შედგენილ-შესწორებული წიგნების გამოცემა დაევალებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექცია სახელმძღვანელოების ბეჭდვის საქმეს 3 წელი ხელმძღვანელობდა და ამ სამი წლის განმავლობაში იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე შეეძლო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ გამგეობამ დაიცვა შრომის განაწილების პრინციპი, როდესაც საგამომცემლო სექციას სახელმძღვანელოების ბეჭდვის საქმე ჩამოართვა და სასკოლო სექციას გადააბარა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციამ საჭირო ცვლილებები შეიტანა სახელმძღვანელოში – „Русское Слово-ს“ პირველ და მეორე ნაწილში. მათ გასწორებას ბევრი დრო დასჭირდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექცია წიგნების კორექტურის გასწორებას ძალიან კარგად უძღვებოდა. სექციაში სულ სამი კორექტორი ჰყავდათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას ყურადღების მიქცევა და ხელმძღვანელობა სჭირდებოდა, რისთვისაც სპეციალურად უნდა მიეწვიათ საქმის მცოდნე პირი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექციაში ცალ-ცალკე კორექტორის მოწვევა დიდ ხარჯებს მოითხოვდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციის წევრები იყვნენ საქმის სპეციალისტები და პედაგოგები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობამ საჭიროდ მიიჩნია სახელმძღვანელო წიგნების გამოცემის საქმე მიენდო სასკოლო და არა საგამომცემლო სექციისთვის. გამგეობის წევრები თვლიდნენ, რომ საქმისთვის ასე უფრო სასარგებლო იქნებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ აღნიშნა, რომ სამწუხარო ფაქტი იყო წიგნების საგამომცემლო და სასკოლო სექციებს შორის არსებული უთანხმოება და თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს სთხოვა შეეწყვიტათ ამ საკითხის განხილვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, სახელმძღვანელო წიგნების საგამომცემლო საქმე წარმატებით რომ წარმართულიყო ეს საქმე სასკოლო სექციისთვის უნდა ჩაებარებინათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ საგამომცემლო სექციამ გამოავლინა უმოქმედობა, რასაც ყველა ნათლად ხედავდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ წიგნების საგამომცემლო სექციას სასკოლო სექციისაგან განსხვავებით, საპასუხისმგებლო საქმეს ვერ მიანდობდნენ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, სასკოლო სექციას ყურადღება უნდა მიექცია რომ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოები დროულად დაბეჭდილიყო და გამოსულიყო ბაზარზე, რადგან გოგებაშვილის სახელმძღვანელოებით საზოგადოებას დიდი ფინანსური მოგება ჰქონდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ გამგეობის წევრებმა სასკოლო სექციას შესთავაზეს იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების გარდა გამოეცათ ეგნატე ხრამელაშვილის წიგნის კრებულის I და II ნაწილი, მაგრამ სექციის წევრებს არ დაუბეჭდავთ კრებული.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციამ დაჟინებით მოითხოვა მიეცათ სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება, რითიც მას ტექნიკური მხარე – წიგნების შესწორება დაემატა და საქმე გაურთულდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ სასკოლო სექციას დაავალა გამოეცა ხარისხიანი სახელმძღვანელო წიგნები, რაც ძალიან რთული საქმე იყო და ამაზე მეტს სექციის წევრებს ვერ მოსთხოვდნენ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას დავალებული ჰქონდა თვალყური ედევნებინა როგორი ხარისხის სახელმძღვანელოები იწერებოდა და დაკვირვებოდა ღირდა თუ არა მათი გამოცემა.