ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ წიგნების საგამომცემლო სექციას უნდა შეექმნა სახალხო და საყმაწვილო ლიტერატურა და გაევრცელებინა საქართველოს ყველა კუთხეში.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ წიგნების საგამომცემლო სექციას შემოქმედებითი საქმის შესრულება ევალებოდა და არა – ტექნიკური.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ თუკი სასკოლო სექცია სახელმძღვანელო წიგნებს დაბეჭდავდა, საგამომცემლო სექციას ტექნიკური საქმის შესრულება აღარ მოუწევდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ უნდა შექმნილიყო სპეციალური ტექნიკური კომისია, რომელსაც სასკოლო და საგამომცემლო სექციის მიერ შედგენილ-შესწორებული წიგნების გამოცემა დაევალებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექცია სახელმძღვანელოების ბეჭდვის საქმეს 3 წელი ხელმძღვანელობდა და ამ სამი წლის განმავლობაში იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე შეეძლო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ გამგეობამ დაიცვა შრომის განაწილების პრინციპი, როდესაც საგამომცემლო სექციას სახელმძღვანელოების ბეჭდვის საქმე ჩამოართვა და სასკოლო სექციას გადააბარა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციამ საჭირო ცვლილებები შეიტანა სახელმძღვანელოში – „Русское Слово-ს“ პირველ და მეორე ნაწილში. მათ გასწორებას ბევრი დრო დასჭირდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექცია წიგნების კორექტურის გასწორებას ძალიან კარგად უძღვებოდა. სექციაში სულ სამი კორექტორი ჰყავდათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას ყურადღების მიქცევა და ხელმძღვანელობა სჭირდებოდა, რისთვისაც სპეციალურად უნდა მიეწვიათ საქმის მცოდნე პირი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექციაში ცალ-ცალკე კორექტორის მოწვევა დიდ ხარჯებს მოითხოვდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციის წევრები იყვნენ საქმის სპეციალისტები და პედაგოგები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობამ საჭიროდ მიიჩნია სახელმძღვანელო წიგნების გამოცემის საქმე მიენდო სასკოლო და არა საგამომცემლო სექციისთვის. გამგეობის წევრები თვლიდნენ, რომ საქმისთვის ასე უფრო სასარგებლო იქნებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ აღნიშნა, რომ სამწუხარო ფაქტი იყო წიგნების საგამომცემლო და სასკოლო სექციებს შორის არსებული უთანხმოება და თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს სთხოვა შეეწყვიტათ ამ საკითხის განხილვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, სახელმძღვანელო წიგნების საგამომცემლო საქმე წარმატებით რომ წარმართულიყო ეს საქმე სასკოლო სექციისთვის უნდა ჩაებარებინათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ საგამომცემლო სექციამ გამოავლინა უმოქმედობა, რასაც ყველა ნათლად ხედავდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ წიგნების საგამომცემლო სექციას სასკოლო სექციისაგან განსხვავებით, საპასუხისმგებლო საქმეს ვერ მიანდობდნენ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, სასკოლო სექციას ყურადღება უნდა მიექცია რომ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოები დროულად დაბეჭდილიყო და გამოსულიყო ბაზარზე, რადგან გოგებაშვილის სახელმძღვანელოებით საზოგადოებას დიდი ფინანსური მოგება ჰქონდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ გამგეობის წევრებმა სასკოლო სექციას შესთავაზეს იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების გარდა გამოეცათ ეგნატე ხრამელაშვილის წიგნის კრებულის I და II ნაწილი, მაგრამ სექციის წევრებს არ დაუბეჭდავთ კრებული.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციამ დაჟინებით მოითხოვა მიეცათ სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება, რითიც მას ტექნიკური მხარე – წიგნების შესწორება დაემატა და საქმე გაურთულდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ სასკოლო სექციას დაავალა გამოეცა ხარისხიანი სახელმძღვანელო წიგნები, რაც ძალიან რთული საქმე იყო და ამაზე მეტს სექციის წევრებს ვერ მოსთხოვდნენ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას დავალებული ჰქონდა თვალყური ედევნებინა როგორი ხარისხის სახელმძღვანელოები იწერებოდა და დაკვირვებოდა ღირდა თუ არა მათი გამოცემა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მთავარ გამგეობას აცნობა, რომ აპირებდნენ წიგნის მაღაზიისა და საწყობის გახსნას და სურდათ მთავარი გამგეობის ყველა გამოცემა გაევრცელებინათ დასავლეთ საქართველოში. ამიტომ იმედი ჰქონდათ, მთავარი გამგეობა პროცენტების დაკლებით გაუგზავნიდა წიგნებს, რომელთა საფასურის ნაწილს გაყიდვის შემდეგ გადაიხდიდნენ და ნაწილს წინასწარ. ხელს აწერენ თავმჯდომარე იაკობ ფანცხავა და მდივანი კარპეზ ბერიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ წიგნებისა და სახელმძღვანელოების საგამომცემლო ინსტრუქციის მე-8 პარაგრაფი აუცილებლად უნდა შეცვლილიყო გამგეობის მიერ შემოთავაზებული ვარიაციის მიხედვით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს სექციის მიერ გამოცემული ყველა წიგნი იყო უხარისხო, რასაც მოწმობდა გაზეთ „საქართველოში“ დაბეჭდილი კრიტიკული წერილები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სექციას მთელი წლის განმავლობაში არცერთი წიგნი არ გამოუცია. 200 მანეთიდან მხოლოდ 7 მანეთი ჰქონდა დახარჯული.