ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49380

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე და აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენელი, ალექსანდრე შერვაშიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის საკითხი. ქართველთა მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ აფხაზეთი უნდა იყოს საქართველოს ნაწილი ფართო ავტონომიით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე და აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენელი, ალექსანდრე შერვაშიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის საკითხი. დებულების თანახმად, ერთიანი აფხაზეთის მომავალი პოლიტიკური წყობის ფორმა უნდა შემუშავებულიყო აფხაზეთის დემოკრატიულად არჩეული დამფუძნებელთა კრების მიერ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მზრუნველობის სექციის წევრებად დაინიშნენ პართენ გოთუა, ვასილ ყიფიანი, რევაზ გაბაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, იესე ბარათაშვილი, ივანე გომართელი, გერ. ქიქოძე, პავლე საყვარელიძე, გიორგი ცინცაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჟორდანიას წერილი ეროვნულ საბჭოში დასაქმების შესახებ. თუმცა, მას ეთქვა უარი, შესაფერისი ადგილის უქონლობის გამო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე და ნოე ჟორდანია. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს ფოსტა-ტელეგრაფის ქართველ მოხელეთა ჯგუფის წინადადება ფოსტა-ტელეგრაფის სექციის დაარსების შესახებ.