ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45884

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1916

ტიპი: მფლობელობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარეც 1916 წლის 26 სექტემბრიდან გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე იყო, ერთი ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა.

1879

ტიპი: მფლობელობა

1879 წლის ნოემბრიდან კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ თავისი ქარხანა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუთმო სკოლის ავეჯის დასამზადებლად.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წლის 27 იანვარს დიმიტრი ნაკაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ანდერძით ათას ათი თუმანი გადასცა. ამ თანხიდან გურიანთის სასოფლო სკოლისთვის ყოველთვიური გადასახადი უნდა გადაეცათ.

1916

ტიპი: მფლობელობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლას მასწავლებელ ივლიტა კოტეტიშვილისთვის სულ 12 წიგნი ჰქონდა, მათგან 6 მიმდინარე სასწავლო წელს 5 მანეთად და 40 კაპიკად შეიძინა.

1883

ტიპი: მფლობელობა

1883 წელს ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკა იჯარით აიღო ა. ჭყონიამ და თავის მაღაზიასთან მოათავსა.

1880

ტიპი: მფლობელობა

1880 წელს ყოფილი ი. ივანოვის ბიბლიოთეკა ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარისა და დავით გიორგის ძე ნანუკაშვილის (ნანუკოვი) მფლობელობაში გადავიდა. ბიბლიოთეკა მოთავსებული იყო სასახლის ქუჩაზე, არწრუნის გალერეასთან. ბიბლიოთეკა თავდაპირველად ჯაბადარის სახელით იყო ცნობილი.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ოქტომბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალის გამგეობა (თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი იასონ ბაქრაძე) თბილისის მთავარ განყოფილებას უგზავნის ეგნატე გიორგის ძე გაბლიანის მიერ მუზეუმისთვის შეწირულ ნივთებს და სთხოვს, გაზეთებში („დროება", „ზაკავკაზიე") გამოაქვეყნონ სათანადო სია, რათა მფლობელი დარწმუნდეს, რომ ნივთები დანიშნულებისამებრ გაიგზავნა.

1884

ტიპი: მფლობელობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ანასტასია თუმანიშვილმა, ხელთუბნელმა მემამულემ, საზოგადოებას სკოლის გასახსნელად უსასყიდლოდ დაუთმო სახლი.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია და ოლღა ჭავჭავაძეების მამულების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1916

ტიპი: მფლობელობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი იყო, სკოლა, სამკითხველო და წიგნის მაღაზია ჰქონდა.

1891

ტიპი: მფლობელობა

1891 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობის ნივთების სიაში აღრიცხული იყო ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს  ქუთაისის სამღვდელოებამ გადასცა.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წელს ზედაზნის მონასტრის წინამძღოლმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ოლღა გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის მამულებიდან მონასტრისთვის მიწის მიყიდვა სთხოვა.

1907

ტიპი: მფლობელობა

1907 წლის 10 სექტემბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის სახლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეტყობინება სთხოვა.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წელს პეტრე მიხეილის ძე დგებუაძეს სენაკში ჰქონდა წიგნის მაღაზია „სინათლე“.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წელს ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძეს ილია ჭავჭავაძის სახლის ძველი ოთახები თვეში 15 მანეთად გადაეცა, იმ პირობით, რომ მთელ სახლს მოუვლიდა. თუ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა სახლს გაყიდდა, მუზეუმად გადააკეთებდა ან სხვა საჭიროებისთვის გამოიყენებდა, ქავთარაძე ვალდებული იყო, სახლი დაეტოვებინა. ასევე, მას დაევალა რემონტი, რომლის ხარჯიც არაუმეტეს 100 მანეთისა იყო, რაც ქირაში ჩაეთვლებოდა.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით მუზეუმის ასაშენებლად ვერაზე, ფიქრის გორაზე, 60000 მანეთად 4656. 75 საჟენი მიწა შეიძინა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს მამული იჯარით ივანე გრიგოლის ძე მაღალაშვილსა და კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ნაკაშიძეს გადაეცათ.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ ქალაქის ცენტრში სკოლის ასაშენებლად მიწა შეიძინა.

1914

ტიპი: მფლობელობა

1914 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილის ფონდში 2392 მანეთი და 32 კაპიკი ინახებოდა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ჩაიბარა ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილისაგან ნაანდერძევი არქეოლოგიური და ნუმიზმატიკური კოლექციები.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებების მიხედვით, არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძის ნივთებში აღმოაჩინეს ქაღალდის პორტფელი, რომელშიც იდო საათი, ზოგიერთი მისი ხელნაწერი, ორი საფულე – ერთ-ერთში იყო ქართული თეთრი ფული, ფანქრები, კალმები, კალმის ყუთი, კალმის დანა და პატარა მაკრატელი. ყველა ეს ნივთი შესანახად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გადასცემოდა.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებების მიხედვით, არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძის ნივთებში აღმოაჩინეს ტყავის პორტფელი, რომელშიც ინახებოდა მისი სხვადასხვა პირებთან მიმოწერა. ასევე, ქაღალდის პორტფელი თხზულებითურთ მეხუთე ტომისთვის მომზადებული მასალებით.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმის მიხედვით, იასონ დავითის ძე ციციშვილი თავისი ქონების საზოგადოებისთვის გადაცემას აპირებდა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 17 დეკემბერს ქალაქის თვითმმართველობის მოხელემ, აქვსენტი ფილიპეს ძე გამსახურდიამ ბათუმში წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზია გახსნა.