ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა კონსტატინე ნიკოლოზის ძე რეიტერი ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ დაამტკიცა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ქალაქის მოურავი ვერ შეძლებდა თავმჯდომარეობას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ს. ს. ნადარეიშვილი იყო ფარმაცევტი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭოში სტეფანე ჭრელაშვილი საბჭოს მდივნად ხელმეორედ აირჩიეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 3 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ეპიფანე ჩხაიძე ლანჩხუთის დაბის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 23 ოქტომბერს ქალაქის საბჭომ აირჩია საგანგებო კომიტეტი, რომელსაც თბილისის პოლიტექნიკუმის დაარსების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრა. კომისიის წევრები იყვნენ გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), მ. ი. თამამშევი და ნ. ნ. ოსტროგორსკი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სკოლის მასწავლებელი დარახველიძე სამეგრელოდან ლეჩხუმის მაზრაში, სოფელ ოყურეშში გადაიყვანეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 სექტემბერს ბათუმის ახალი ვაჟთა გიმნაზია უნდა ეკურთხებინათ. ამ გიმნაზიის დირექტორი ა. ი. სტოიანოვი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 6 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ი. დ. უთნელიშვილი ეკატერინოდარის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარეს თანაშემწედ დანიშნეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ა. ი. სტოიანოვი ქუთაისის გიმნაზიის ინსპექტორი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს თეოდორე პეტრეს ძე ბელიაევი მოსკოვში ვაჭარი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის მარტში ელიზბარ გუგუშვილი თიანეთის მაზრაში ბოქაულად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვასილ ცვეტკოვი მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლამდე არხანგელსკი თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს მარგალიტა გიგინეიშვილმა ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს სასწავლებელში მასწავლებლის თანამდებობა თავისი ნებით დატოვა მოსკოვის ქალთა უმაღლეს კურსებზე წასასვლელად.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების მდივნად აირჩიეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების ხაზინადრად აირჩიეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს დავით გიორგის ძე ერისთავი ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის თავმჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე საარქეოლოგო ინსტიტუტის საბჭოს თანამშრომლად და წევრად აირჩიეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არხანგელსკი თბილისის სასულიერო სემინარიაში ღვთისმეტყველებისა და დიდაქტიკის მასწავლებლად დანიშნეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სილ. ჩხაიძე მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მ. სვანიძე დიაკვანი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს რომანოზ დარჩია მღვდელი იყო

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მიტარევსკი ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორობიდან გაათავისუფლეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მიტარევსკი ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა.