ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46204

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ძალიან ცუდად ეძინა. მთელი ღამე საზოგადოებრივ საკითხებზე ფიქრობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბევრი საქმე გამოუჩნდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა სასწრაფოდ სთხოვა შეხვედრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით პარლამენტის საზეიმო სხდომა სამ საათს გაგრძელდა და მხიარული გამოვიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმიდან საფრანგეთის წარმომადგენლობის ვაგონით იმგზავრა. ის საკმაოდ განსხვავდებოდა იმ ვაგონისაგან, რომლითაც ჩვეულებრივ მგზავრობდა ხოლმე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბათუმიდან დაბრუნება კომფორტული არ აღმოჩნდა. არც ნორმალური საწოლები ჰქონიათ, არც დასაბანი საშუალება და არც სხვა პირობები, რაც ჩვეულებრივ ჰქონდათ ხოლმე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმში გემბანზე სიღრმისეული ბომბის აფეთქება ანახეს. ასეთ მექანიზმს ხშირად იყენებდნენ წყალქვეშა ნავების გასანადგურებლად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმიდან ნოვოროსიისაკენ მანძილი 252 მილი იყო. თბილისში დაბრუნებისას 1000 მილი გამოუვიდოდა ნამგზავრი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმში ქართველი კონსული და მუსლიმების წინამძღოლი დახვდებოდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა მატარებლების ძარცვა დაიწყეს. არსებობდა ეჭვი, რომ ისინი საზრვარგარეთ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. მთავარი მიზანი საქართველოს სუსტ ქვეყნად წარმოდგენა იყო, რომელსაც ინგლისელების წასვლის შემდეგ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება არ შეეძლო.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 27 ივნისს მარჯორი უორდროპი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს მოკითხვის წერილს უგზავნიდა და ქერჩში გადასვლის ამბავს ატყობინებდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 20 ნოემბერს გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს ჟურნალ „ჯეჯილის“ 1898 წლის N1 და N6 გაგზავნას სთხოვდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წელს ვარშავიდან გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს ქმრის გარდაცვალების გამო უსამძიმრებდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 18 ნოემბერს გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს ჯანმრთელობის მდგომარეობას ეკითხებოდა, რადგან გაზეთ „ივერიიდან“ მისი ავადმყოფობა შეიტყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, უხაროდა, რომ არ მოუხდა მასთან ერთად არამდგრად ვითარებაში ყოფნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ოქტომბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა აღნიშნა, რომ ერევანში 200 000 ღარიბი, თითქმის შიშველი დევნილი ცხოვრობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, საქმეს ვერ მიატოვებდა. ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რაც შეეძლო, არა იმიტომ, რომ სახელის მოხვეჭა სურდა, არამედ იმიტომ რომ სჯეროდა, თავისი ყოველდღიური საქმიანობით მსოფლიოს ეხმარებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, პურის მარაგი ძალიან ცოტა იყო და იმედოვნებდა, რომ საზღვარგარეთიდან მოახერხებდნენ მის შემოტანას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სადამხმარებლო ორგანიზაციის კლუბის გახსნა მეჯლისით აღინიშნა. კვირაში ორჯერ ცეკვები გაიმართებოდა, შესაძლებელი იქნებოდა ჩოგბურთის თამაში და სხვადასხვაგვარი გართობა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პირადი ურთიერთობები მის მდგომარეობას განსაკუთრებულს ხდიდა. ეამაყებოდა, რომ ბევრი ადამიანი იჩემებდა მასთან ნაცნობობას და თავის ოჯახთან შეხებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ წინა საღამოს ესტუმრა მომარაგების მინისტრი, რომელსაც თანა ახლდა ასისტენტი, რომელიც მარჯორის ნათლული აღმოჩნდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მის მიმართ არავის გამოუხატავს იმდენი სიყვარული და აღფრთოვანება, რამდენიც ბოლო კვირაში გამოხატეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ომის შემდეგ ბოლო დიდი წვეულება თბილისში რუსეთის მეფის პატივსაცემად გაიმართა, სწორედ იმავე შენობაში, თუმცა როგორც სტუმრებმა უთხრეს მისი გამართული წვეულება ბევრად სჯობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ერევანში სხვადასხვა დაავადება იყო გავრცელებული.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ გენერალმა კორიმ უკანასკნელი წუთები თბილისში მასთან ერთად გაატარა. იგი ქართველებმა თბილისიდან ცერემონიით გააცილეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, პარასკევს გამართულ წვეულებაზე აღინიშნა, რომ ერთდროულად ამდენ ქალს საქართველოში თავი არსად მოუყრია.