ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50775

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მის მიმართ არავის გამოუხატავს იმდენი სიყვარული და აღფრთოვანება, რამდენიც ბოლო კვირაში გამოხატეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ომის შემდეგ ბოლო დიდი წვეულება თბილისში რუსეთის მეფის პატივსაცემად გაიმართა, სწორედ იმავე შენობაში, თუმცა როგორც სტუმრებმა უთხრეს მისი გამართული წვეულება ბევრად სჯობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ერევანში სხვადასხვა დაავადება იყო გავრცელებული.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ გენერალმა კორიმ უკანასკნელი წუთები თბილისში მასთან ერთად გაატარა. იგი ქართველებმა თბილისიდან ცერემონიით გააცილეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, პარასკევს გამართულ წვეულებაზე აღინიშნა, რომ ერთდროულად ამდენ ქალს საქართველოში თავი არსად მოუყრია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ბოლშევიკებმა თბილისში წყალსადენი გადაწვეს, რის შედეგადაც ქალაქს წყალი აღარ მიეწოდებოდა. ხალხი წყაროებისა და ჭების იმედად იყო დარჩენილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პარასკევს საღამოს გამართულ წვეულებაზე მყოფ თითოეულ ქალბატონს საუკეთესო კაბა ემოსა, ზოგიერთს ათასობით ფუნტის ღირებულების ბრილიანტი და მარგალიტი ესხა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ თბილისში ბევრი ბოლშევიკი არ იყო, რადგან მათ შემჩნევისთანავე იჭერდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უგზავნიდა რამდენიმე გაზეთს, რომლის საშუალებითაც გაიგებდა რა ხდებოდა თბილისში მეუღლის გარშემო, თუმცა გაზეთში, რაც ეწერა გარედან დანახული ამბები იყო და ვერ აღწერდა მის შრომასა და გარჯას, რომელსაც სამუშაოს შესრულებაში დებდა. არსად ჩანდა მისი ფიქრი, რომელიც დილიდან საღამომდე თან სდევდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პარასკევს საღამოს 200 სტუმრისთვის გამართა მეჯლისი. სტუმრები ბედნიერები და კმაყოფილები იყვნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვარს, კვირას, საღამოს 7 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პარასკევს საღამოს გამართულ წვეულებას მთელი თბილისი ესწრებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს, დღის 5 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღსანიშნავად მისი წარმომადგენლის სახლში მუსლიმანური ცერემონიალი გაიმართა. სტუმრებმა ცერემონიის ბოლოს შამპანური დალიეს და ტკბილი ნამცხვრები მიირთვეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს, დღის 5 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისგან მიღებულმა 16-17 დეკემბრით დათარიღებულმა წერილებმა ძალიან გაახარა, მაგრამ ფოსტა იხურებოდა და პასუხს ვერ დაუბრუნებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო ხელისუფლების აღიარებით წარმატებას მიაღწია და ვერც ერთი მარცხი, რომელიც შესაძლო იყო მომავალში განეცადა, ვერ წაშლიდა მის ტრიუმფს. თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ ამაოდ არ უცხოვრია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მთავრობის სასახლეზე დროშა ფრიალებდა. მინისტრები მზად იყვნენ ყველაფერი შეესრულებინათ მისთვის, რასაც კი სთხოვდა მათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ რვა საათისთვის რეგალიებით აღკაზმული უნიფორმით სავახშმოდ 30 სტუმარი მიიღო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საყურადღებო ფიგურა იყო არამხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ პარლამენტის საზეიმო სხდომაზე საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილში ყოფნა უყვარდა, სხვა გზა არ ჰქონდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ პარლამენტის საზეიმო სხდომაზე იყო როგორც ფოტო, ასევე კინოგადაღება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ პარლამენტის საზეიმო სხდომაზე ნოე ჟორდანიამ შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს, მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემდა, რა იგრძნო, როცა დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ პარლამენტის საზეიმო სხდომაზე მარჯორის ხსოვნას მიაგეს პატივი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ პარლამენტის საზეიმო სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მარჯორის ხსოვნას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ პარლამენტის საზეიმო სხდომაზე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელმა მარჯორი უორდროპის გარდაცვალების დეტალები გაიხსენა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ პარლამენტის საზეიმო სხდომაზე მოულოდნელი აღმოჩნდა აკაკი ჩხენკელის სიტყვა მარჯორის გარდაცვალების დეტალების გახსენებასთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მდივან ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება სკოლების შესახებ. ბურჯანაძის აზრით, პედაგოგებისთვის ანაზღაურება უნდა გაეზარდათ. გამგეობა მის წინადადებას დაეთანხმა.