ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46204

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის უთანხმოების საკითხთან დაკავშირებით წინადადება წამოაყენა, რომ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს მოლაპარაკებოდნენ და ასე დაერეგულირებინათ არსებული მდგომარეობა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა, ომის ოფიციალურად გამოცხადების გარეშე, ნება დართეს ადამიანებს ეომათ ზანგეზურის რეგიონში. მსხვერპლმა რამდენიმე ასეულს გადააჭარბა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ამანათით უგზავნიდა ხელნაკეთ ნივთებსა და სამკაულებს, რომლებიც ერევანში იყიდა. ყველა ვანელ ოსტატთა ნახელავი იყო: ვერცხლის მოზრდილი ქამარი, ვერცხლის მომცრო ქამარი, ვერცხლის ორი აბზინდი, ვერცხლის ჯვარი, 22 ფილიგრანული საკინძე, მარგალიტებითა და ფირუზებით მოჭედილი ოქროს ორი საყურე, რომლებიც შეეძლო კულონებადაც გამოეყენებინა. უორდროპმა მეუღლეს სთხოვა, რომელიმე ნივთის გაჩუქება თუ მოუნდებოდა, თავი არ შეეკავებინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ 20 ნოემბერს, მისი რჩევით, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები თბილისში უნდა ჩამოსილიყვნენ, რათა მოელაპარაკათ და განეხილათ თუ როგორ მოეგვარებინათ ქვეყნებს შორის ურთიერთობები, რომელიც სისხლისღვრაში იყო გადაზრდილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოუთმენლად ელოდებოდა მის გამოგზავნილ ამანათს. ძალიან სჭირდებოდა ცხვირსახოცები და ყელსახვევები.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გაუხარდებოდა თუკი შვილები ლეკურ ცეკვას ისწავლიდნენ. მისი აზრით, ლეკური დიდებული სანახავი იყო და ევროპულ ცეკვებს ბევრად სჯობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპი მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში კმაყოფილებას გამოთქვამდა შვილებმა რომ ცეკვის სწავლა მოინდომეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მისი ორთვენახევრიანი ძალისხმევა წყალში არ ჩაყრილა და სამშობლოში, ძალაუფლების მქონე ადამიანებს არა მხოლოდ აინტერესებდათ რას აკეთებდა, არამედ მხარს უჭერდნენ და იზიარებდნენ მის ზოგიერთ შეხედულებას.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ყველა საღამო მშვიდი და წყნარი იყო. თუკი არ მუშაობდა, ეძინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ამერიკის წარმომადგენელს შეხვდა სომხებისა და თათრების ურთიერთობაზე სასაუბროდ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ თბილისის უნივერსიტეტში კედელს მარჯორის პორტრეტები ამშვენებდა, იქვე იყო მისი ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც თავადის ასულ ოლღა ჭავჭავაძის სახლში ინახებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ თბილისის უნივერსიტეტში ნახა რუსთაველის ილუსტრაციები, რომელთა ყიდვაც ლონდონში შესთავაზეს და ვერ შეძლეს. ისინი ინახებოდა იმ ხელნაწერებთან ერთად, საიდანაც ამოჭრეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ თბილისის უნივერსტიტეტი მოინახულა. შენობა საკმაოდ დიდი იყო, კოლექციები და ბიბლიოთეკა დაათვალიერა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ კვირა დღეს სადილზე იყო მიწვეული მამუკა ორბელიანთან და მის მეუღლესთან, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელი და რედაქტორი იყოს გაზეთის „La George Indipendante-ის“, რომელსაც ყოველთვის უგზავნიდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ თავის უსაფრთხოებაზე არ ნერვიულობდა. მოგზაურობისას თან დაყვებოდენენ მცველები, რომლებიც პატივისცემის დასადასტურებლად მიამაგრეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ნებისმიერ ადგილას შეეძლო დაცვის გარეშე უსაფრთხოდ ემოგზაურა და რაც უფრო ველურ, მიუვალ ადგილას მივიდოდა, მით უფრო თბილად დახვდებოდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, გრძნობდა, რომ საქართველოს ისტორიაში საკუთარ ფურცელს წერდა და იმედოვნებდა, მის ამბავს კეთილი დასასრული ექნებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირება ბევრ პრობლემას ქმნიდა და ართულებდა სამუშაოს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, მისთვის არავის უთქვამს, რომ რაიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა, თუმცა ხვდებოდა თუ როგორ სახიფათო აღმართს მიუყვებოდა და შეიძლებოდა ნებისმიერ წამს ფეხი გადაბრუნებოდა, რაც ძალიან ცუდ შედეგს გამოიტანდა და უამრავ ადამიანს დააზარალებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ქართველებს ბოლშევიზმისადმი დადებითი დამოკიდებულება არ ჰქონდათ, განსაკუთრებით, სოფლის მოსახლეობა ძალიან ეწინააღმდეგებოდა მსგავს იდეოლოგიას.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ „ბოლშევიზმის“ აფეთქებამ, რომელიც უცხოური ფულით ფინანსდებოდა, ხელი შეუწყო საქართველოში ვითარების გარკვევას.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირების შედეგად შექმნილი სიტუაციის განსამუხტად ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ უცხოური ინტრიგების შედეგად გამოწვეული დაძაბულობა ყველგან იგრძნობოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სასიამოვნო იყო მისივე ხელით ნაწერი ახალი ამბებით სავსე ოცდაოთხგვერდიანი გზავნილის მიღება, რომელიც 16-22 ოქტომბრის ამბებს მოუთხრობდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 21 იანვარს ოდესაში საადგილმამულო ბანკმა საზოგადოებას გასაყიდად 100 ადგილ-მამული შესთავაზა, რომელთაგან მხოლოდ ერთი მამული გაყიდულა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახალხო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით უნდა შეემოწმებინათ მასწავლებელთა ცოდნის დონე, რადგან ზოგიერთ მათგანს სწავლის მოწმობა არ ჰქონდა. ასევე, ყოველ ასეთ მასწავლებელს დაევალებოდა სამინისტროსთვის წერილობით წარედგინა თუ რამდენი მოსწავლე იყო სასწავლებელში და როგორ სწავლობდნენ ისინი.