ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49479

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს პარმენ გელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 29 მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გაზეთ „ნაპერწკლის“ რედაქტორის თხოვნა მეტეხის ტუსაღებისთვის რამდენიმე წიგნის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 22 მაისს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამომცემელი სექციის მოხსენება აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავის“ გამოცემისა და ავტორისთვის მოგების ნახევრის მიცემის შესახებ. გამგეობა დათანხმდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ 22.76 მანეთის ნივთები: 10-10 რუსული ანბანის რვეული და „ბუნების კარი“, 80 ქართულის რვეული, ორ-ორი ყუთი კალამი და ფანქარი, 120 ორხაზიანი რვეული, 4 შეკვრა საწერი ქაღალდი, 5 „დედა ენა“ და 3 რუსული ანბანი. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ისიდორე რამიშვილს აცნობა, რომ ბათუმის სკოლაში არსებული ვითარების შესახებ საზოგადოებასთან მუდმივი მიმოწერა ჰქონოდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, არჩილ ჯაჯანაშვილსა და ელენე ჩიჯავაძეს 50-50 მანეთი გადასცეს, გერონტი ქიქოძეს – 20 მან.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას ავადმყოფობის გამო შვებულება სთხოვა. მის, როგორც ხაზინადრისა და მდივნის, მოვალეობას თამარ ჯარიაშვილი შეასრულებდა. 15 სექტემბრიდან მას ივანე ელიაშვილიც დაეხმარებოდა. მაღაზიასა და საწყობს გრიგოლ ბურჭულაძე მიხედავდა. გამგეობამ ბურჯანაძეს შვებულება მისცა. ხაზინადრის მოვალეობა ჯარიაშვილს დააკისრა, ხოლო მდივნისა – ბურჭულაძეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 23 მარტს ბათუმის სკოლა გაიხსნა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სკოლის გახსნაზე დასასწრებად ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე გაგზავნა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ ბათუმის მაზრაში სკოლის გახსნა გადაწყვიტა. ბათუმში საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად და სკოლისთვის ადგილის ამოსარჩევად მმართველობის წევრი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე მიავლინეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძეს გამგეობის სახელით გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრესთვის 50-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად მისალოცი წერილის შედგენა და გაგზავნა დაევალა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იაკობ გოგებაშვილმა გამგეობას შესთავაზა, წერილობითი მილოცვა გაეგზავნათ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრესთვის 50-წლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გომარეთის სკოლის მასწავლებელ იოსებ ფორაქაშვილისთვის ნოემბრის ხელფასის – 15 მანეთის მიცემის შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ივანე ელიაშვილს 18 სექტემბერს მწერალთა სასახლეში არტურ ლეისტის 40 წლის იუბილეს დასაგეგმად დანიშნულ კრებაზე დასწრება სთხოვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიმერ ლორთქიფანიძე და ივანე ზურაბიშვილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ოქტომბერში ხელთუბნის სკოლის მასწავლებელმა თედო რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სკოლის ბაღის ღობე დაზიანდა და მის აღდგენას სჭირდებოდა ორი ურემი ფიჩხი და ერთი ურემი ძეძვი 9 მანეთის ღირებულებისა. ასევე საკლასო ოთახის ფანჯრებს აკლდა შუშები, რომელთაგან 10 დიდი შუშა მან თავისი ხარჯით ჩასვა და 4 პატარა შუშა დარჩა, სულ 5 მანეთისა. ის ამ თანხის გაგზავნას ითხოვდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორის თანხმობა პართენ გოთუას კავკავის სკოლის გამგედ დანიშვნის თაობაზე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 11 მარტს ივანე ლაზარეს ძე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ბართლომეს ძე ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერეს, რომ ხიდისთავში საზოგადოების განყოფილების გარდა წიგნის მაღაზიისა და სამკითხველოს დაარსებაც სურდათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და მხედველობაში მიიღეს კავკავის სკოლის მასწავლებლის ნიკოლოზ კურდღელაშვილის განცხადება სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების მაღაზიაში წიგნებისა და სხვა ნივთების შეკვეთებს დროულად ვერ ასრულებდნენ და გამყიდველი ჩეკებს არ ამოწმებდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ელენე ანტონოვსკის მისცა 15 მანეთი ივანე ბატონიშვილის ლექსიკონის გადაწერაში.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარემ, იაკობ ღულაძემ კრება გახსნა და დამსწრეთ დღის წესრიგი გააცნო. საზოგადოების გამგეობის მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ წაიკითხა მოხსენება ილია ჭავჭავაძის ფონდისა და საფლავის ძეგლის მდგომარეობის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1907 წლის ანგარიში.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 ივნისს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას განუცხადა, რომ მალე ხელმეორედ აპირებდა ვერის ბიბლიოთეკის გახსნას, ამიტომ ბიბლიოთეკის წიგნებს ვერ გადასცემდა ავლაბრის ბიბლიოთეკას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ბიბლიოთეკა-მუზეუმის შენობის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება წიგნის მაღაზიისთვის ბინის საკითხის მოგვარების შესახებ. საზოგადოებამ ამ საკითხის გამოკვლევა საფინანსო კომისიას მიანდო.