ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46204

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 17 იანვარს ოდესაში საადგილმამულო ბანკმა საზოგადოებას გასაყიდად 100 ადგილ-მამული შესთავაზა, ღონისძიებაზე 60 ადამიანი მისულა, რომელთაგან მხოლოდ ერთს გამოუთქვამს მამულის ყიდვის სურვილი და ამის გამო არცერთი მამული აღარ გაყიდულა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „ბუნების კარის“ გამოცემის საკითხი. ქაღალდის უქონლობის გამო მხოლოდ 11 000 ცალი უნდა დაებეჭდათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1865 წელს დაამტკიცეს სასოფლო მმართველობის ახალი წესდებულება.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საქართველოს შემოსავალი 1875 წელს 6 265 825 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ლექსი, რომლის სახელწოდება კ. ბ. მ.-სას იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საქართველოს შემოსავალი 1872 წელს 5 600 843 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საქართველოს შემოსავალი 1874 წელს 6 141 761 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საქართველოს შემოსავალი 1871 წელს 5 064 395 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საქართველოს შემოსავალი 1873 წელს 5 727 179 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, რომელშიც გაზეთის მიზანს აკრიტიკებენ და თავად გაზეთის სახელს „უგემურსა და უფხოს“ უწოდებენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გალის სკოლის ქართული ენის პედაგოგის პეტრე ჭარაიას თხოვნა ერთი თვის ხელფასის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ტერენტი წერეთლმა გამგეობას მოახსენა, რომ სტამბა „შრომა“ საქმიანობას წყვეტდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის მოხსენება მაღაზიის შტატის გაზრდისა და მომსახურე პირთათვის ანაზღაურების მომატების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ანაზღაურების მომატების საკითხი გადაიდო. შტატის გაზრდა კი გამგეობამ საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან მაღაზიაში ვაჭრობის მაჩვენებელი მცირდებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი განყოფილების დადგენილება, რომ დაებეჭდათ შიო მღვიმელის სამი წიგნი: „ოქროს თავთავი“, „ცხვარი“ და „ჩემი ყვავილები“. თითოეული 2000 ცალი. ავტორისთვის ჰონორარად 600 მანეთი უნდა მიეცათ. გამგეობამ გადაწყვიტა ეს დადგენილება დაემტკიცებინა. ოქმს ხელს აწერენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წიგნის ყდის ხელოსნის თხოვნა „ბუნების კარის“ ყდებისთვის მას მომატებოდა ორმოცი კაპიკი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ თითო ყდისთვის ოცი კაპიკი მოემატებინა. ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 ნოემბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე გაიგებდა, რას გეგმავდა ანტანტა საქართველოსთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მის და ბავშვების გარეშე ვეღარ იცხოვრებდა. თბილისის სახლში უამრავი ადგილი იყო და თავისუფლად მოთავსდებოდნენ ყველანი. მას მსახურებთანაც არ ექნებოდა პრობლემა, თავისი საქმე ყველამ კარგად იცოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თუკი ერთ თვეში ან ექვს კვირაში არ გადაწყდებოდა სააღდგომოდ მისი ინგლისში გამგზავრება, მაშინ მოუწევდა ტელეგრამის გაგზავნა და თხოვნა, ის ბავშვებთან ერთად მშვიდობიანად და კომფორტულად ჩამოეყვანათ. ადმირალიტეტს ეს ნამდვილად შეეძლო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ არ იცოდა რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლიდა მის სახლში დაბრუნებას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არსებულ კრიტიკულ ვითარებაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მთავრობა ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ის იყო მათი დამოუკიდებლობის შემოქმედი და მის გარეშე შორს ვერ წავიდოდნენ. ისინი ამას გამუდმებით იმეორებდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მთავრობას იმის გაგონებაც კი არ სურდა, რომ ოდესმე წავიდოდა სადმე სხვაგან. მტკიცედ სჯეროდათ, რომ ის და ბავშვები საცხოვრებლად ჩამოვიდოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ გაზეთებიდან ამონაჭრები, რომლებიც ვერ მოიძია, სხვებმა გამოუგზავნეს. პრესაში წერდნენ, თითქოს მისი ქმედებები „სახიფათო იყო ინგლისურ-რუსული მეგობრობისთვის“. პრესისგან მიღებული დარტყმები არ ანერვიულებდა, შეეძლო საერთოდ არც შეემჩნია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, უხაროდა ამანათი – ხატი, ჯვარი და ნაქარგები – რომ მიიღო და მოსწონდა. მათი შვილის ნინოს საჩუქარი კიდევ უფრო მოეწონებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ფულზე დარდის დრო არ იყო. სააღდგომოდ მოიფიქრებდა როგორ გაეუმჯობესებინა ფინანსური მდგომარეობა. სანამ მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად არ შემცირდებოდა, არ ინერვიულებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თბილისში ადგილობრივი პირობების შესაბამისად ცხოვრობდა.