ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46204

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბანკიდან მიიღო ანგარიში. ინგლისში ცხოვრება საკმაოდ გაძვირებული იყო, რადგან მას სამ თვეში 600 ფუნტი ჰქონდა გატანილი, რაც წელიწადში 2400 ფუნტს შეადგენდა, ინგლისში მისი ხელფასი კი – 800 ფუნტს უდრიდა, გადასახადების გამოკლებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისი სამუშაო პერიოდი, როცა დასრულდებოდა შემოსავლები შეუმცირდებოდა. მიუხედავად სახლების გაყიდვიდან შემოსული თანხისა, მისი საბანკო ანგარიშები სახარბიელოდ არ გამოიყურებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სიახლეებით სავსე პერიოდი ჰქონდა. არავინ იცოდა შემდეგ დღეს რა მოხდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან დაკავებული გრაფიკი ჰქონდა და დღე მეტისმეტად მოკლე იყო ყველაფრის მოსასწრებად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბევრმა ისეთმა ადამიანმა გამოუგზავნა წერილი, ვინც ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ შეძლო მისი ნახვა. როგორც ჩანდა, საჩუქრის გადმომცემ სტუმართა რიცხვი და ვიზიტის ხანგრძლივობა თავად შეამცირეს, რომ მისთვის დრო არ წაერთმიათ და არ შეწუხებულიყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ბევრი წერილი მიიღო და პასუხის გაცემა ვერ მოახერხა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისაგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარმა არაჩვეულებრივმა საჩუქარმა ძალიან ააღელვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისაგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარი ჯვრის ყელსაბამის უკანა ნაწილი მომინანქრებული და გრავირებული იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისაგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარი ჯვრის ყელსაბამი უამრავი ადამიანის შემოწირულობით იყო ნაყიდი. ბევრმა დიდი მსხვერპლი გაიღო საჩუქრისთვის, რადგან ძალიან ჭირდა ცხოვრება და რუბლის ფასი მეასედიც არ იყო ადრინდელთან შედარებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისაგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარი ჯვრის ყელსაბამის მსგავსი სამკაულები მხოლოდ უძველეს ოჯახებში იყო შემორჩენილი და მათი საყიდლად შოვნა ძალიან რთული იყო, თუმცა გრანდიმ იპოვა მსგავსი ნამუშევარი, რომელიც ასორმოცდაათ ფუნტზე მეტი ღირდა (150 000 რუსული რუბლი).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარი ჯვრის ყელსაბამი – ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში მთლინობაში შეიცავდა 30 მოზრდილ ლალს, სამოც მარგალიტსა და ხუთ ბრილიანტს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარ ჯვარს გარშემო ლურჯი მინანქარი ჰქონდა შემოვლებული და მასიური ოქროს თვლით იყო ნაკეთი. ჯვრის ზემოთ მტრედის გამოსახულებით, მოზრდილი, დაუმუშავებელი ლალის თვლით. ჯვარი მტრედზე იყო ჩამოკიდებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ქართველი გოგონებისა და ქალბატონებისგან მათი შვილი ნინოსთვის ნაჩუქარი ჯვრის ყელსაბამი 26 ნაწილისაგან შედგებოდა. თითოეულს დაუმუშავებელი ლალი ამშვენებდა. მუქი ლურჯი მინანქრის ყვავილის შუაგულში, ნაწილებს შორის და გვერდით, ამობურცულ ოქროში ორი მარგალიტი იყო ჩასმული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მძიმე დღე ჰქონდა. ძალიან დაღლილი იყო, ორიოდე სიტყვას ძლივს წერდა, დაძინებას აპირებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან სწუხდა სტოქსის მამის გარდაცვალებისა და დედის კრიტიკულად ყოფნის გამო. სტოქსს ლონდონში გამგზავრება არ შეეძლო, თუმცა რომც გამგზავრებულიყო ძალიან დაგვიანებული იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, უკვირდა კარგად რომ გადაიტანა გაუთავებელი მგზავრობები დეკემბრიდან იანვრამდე – ნოვოროსიისკი, ბაქო, ერევანი, ალექსანდროპოლი, ასევე, ბანკეტები და საზეიმო გამოსვლები. მგზავრობისას უსიამოვნო ამინდები დაემთხვა, ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო მკაცრი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან ბევრი შეხვედრა დაუგროვდა. სურდა მასთან საუბარი, მაგრამ ეს სიამოვნება უნდა გადაედო. ფოსტის მიღების დღე იყო და იმედოვნებდა წერილს მიიღებდა მისგან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სომხეთში ძალიან ცუდი ამინდი დატოვა. გადაუღებლად თოვდა. მგზავრობისას 5000-6000 ფუტის სიმაღლეზე უნდა გამოევლო და ეშინოდა, მატარებელი გზაში არ ჩარჩენილიყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსანდროპოლის უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებული ბანკეტიდან 8 საათზე მოახერხა გამოპარვა, 9-ზე კი – თბილისში ჩამოვიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დელეგაცია მიიღო და ცალკეულ სტუმრებსაც უმასპინძლა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსანდროპოლის უნივერსიტეტის გახსნის დღე ბანკეტით დასრულდა. ბანკეტზე იძულებული გახდა მოკლე სამადლობელი სიტყვა წარმოეთქვა უამრავი საქებარი გამოსვლის საპასუხოდ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსანდროპოლის (გიუმრის) უნივერსიტეტის გახსნას დაესწრო, სადაც საზეიმო გამოსვლები ოთხ საათს გაგრძელდა. თავადაც გამოვიდა სიტყვით, მოგვიანებით კი – ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსანდროპოლში ყოფნისას არქიეპისკოპოსმა მიიწვია სტუმრად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსანდროპოლში ჩასვლისას სადგურზე დახვედრა მოუწყვეს საპატიო ყარაულის თანხლებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პარასკევს ალექსანდრე ხატისიანთან პატარა ვახშამი გაიმართა, საზეიმო სიტყვებისა და ცერემონიალის გარეშე.