ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52185

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ ქ. ზესტაფონის ვაჭრები უღრმეს მადლობას უცხადებენ ყველას, ვინც 31 აგვისტოს მათი მეგობრის და საზოგადო მოღვაწის, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის დაკრძალვას დაესწრო.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ილია და მიხეილ თომას ძე ჯაიანები, ბარბარე დავითის ასული და ანდრია პავლეს ძე დავითაშვილები ნათესავებს თამარ დავითის ასულ ჯაიანის გარდაცვალებას ატყობინებდნენ. პანაშვიდები ყოველდღე, დღის 12-სა და საღამოს 7 საათზე ავლაბარში, შემახის ქუჩა N31 გაიმართებოდა.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 30 სექტემბრის ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ თბილისში სექტემბრის პირველ რიცხვებში გარდაიცვალა სამსონ კილაძე. უცნობია, რა გახდა მისი მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 17 თებერვალს, ღამის 11 საათზე, ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა სილიბისტრო ჯიბლაძე.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაიბეჭდა სტაფანე ახმეტელიშვილის ნეკროლოგი.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი ნეკროლოგის მიხედვით, სტეფანე ახმეტელაშვილი, როგორც სოციალისტი და დემოკრატი, საქართველოს ერთგული დარაჯი, რუსეთში გაგზავნეს, სადაც ტიფითა და უჭმელობით გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 11 სექტემბერს, საღამოს თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორის, მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილის პანაშვიდი გაიმართებოდა მიხეილის საავადმყოფოს სამლოცველოში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 სექტემბერს თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორი მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის 12 დეკემბერს ციმბირში, ნარიმის მხარეში, არალეგალური მუშაობის ბრალდებით სამი წლით გადაასახლეს პირველი ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი გრიგოლ ღვაბერიძე.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ყველას, ვინც გაბედავდა და ჩეკაში წამების შესახებ საჩივარს აღძრავდა ხელისუფლების წინაშე, ხვრეტდნენ. ამისთვის გამოასალმეს სიცოცხლეს ზუგდიდის მცხოვრები იასონ ცხადაია და სხვ.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის მაისში სოციალ-დემოკრატი ქარუმა ტალიაშვილი დააპატიმრეს და დაუზოგავად აწამეს, რის გამოც ჭკუიდან შეირყა და მძიმედ დაავადმყოფდა. გაათავისუფლეს, როდესაც სულს ლევდა, მოკვდავი ციხის საავადმყოფიდან საკაცით გაიტანეს და მალე გარდაიცვალა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 19 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი, ოლღა ფილიპეს ასული გეგეჭკორისა, აქვსენტი, კონსტანტინე, გრიგოლ ხახუიძენი, ესმა მანუჩარის ასული, ვალერია გიორგის ასული და ეპრაქსია საჩინოს ასული ფაღავები, მართა ხახუს ასული გეგეჭკორისას გარდაცვალებას იტყობინებიან. პანაშვიდები მარტვილში გაიმართებოდა, დაკრძალვა ნახარებოუს მონასტერში.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს დუშეთის მაზრის მცხოვრები, 28 წლის გიორგი იოსების ძე კლიმიაშვილი.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1923 წელს პოლიტიკური პატიმარი დიმიტრი ვაშაკიძე, იასონ ვაშაკიძის ძმა, მეტეხის ციხეში მოკლეს.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს ვლადიმერ ბურჯანაძე დახვრიტეს.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წელს მოსალოდნელი ეროვნული აჯანყების ხელმძღვანელის გარეშე დასატოვებლად ჯალათები გაუსწორდნენ სამხედრო მეთაურებს: დიდ პარტიოტ კოტე აბხაზს, ვარდენ წულუკიძეს, ალექსანდრე ანდრონიკაშვილს და სხვ.

1903

ტიპი: გარდაცვალება

1903 წელს გერასიმე ფარცხალაიშვილის მამა კაზაკებმა მოკლეს მუშათა დემონსტრაციის დროს. ობლობაში სიმწრით გაზრდილი გერასიმე 15 წლიდან ბათუმის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის აქტიური წევრი გახდა.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გერასიმე ფირცხალაიშვილს აჯანყებამ ისევ ციხეში მიუსწრო და ჩეკამ სხვებთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა ალექსანდრე დოლიძე. შვილი, პეტრე დოლიძე, დასაფლავებას ვერ დაესწრო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის გაზაფხულზე პეტრე დოლიძე უკანასკნელად დაატუსაღეს. გაბრაზებულმა ჩეკამ ის საშინლად აწამა და დაავადმყოფებული საგუბერნიო ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქიდან კი აჯანყების დღეებში სხვა ამხანაგებთან ერთად – სასაკლაოზე,

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აჯანყებამ პავლე სვანიძეს ციხეში მოუსწრო და ბოლშევიკი ჯალათების მსხვერპლი გახდა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აჯანყების დროს კოწია სამყურაშვილი ამხანაგებთან და მოხუც მამასთან ერთად იბრძოდა. ორივე ტყვედ ჩავარდა და ზესტაფონში გაგზავნეს იმ საშინელ ვაგონებში, სადაც 200 სხვა ტყვესთან ერთად დახოცეს.

1924

ტიპი: გარდაცვალება

ამბროსი ჭელიძე, საშინელი დევნის მიუხედავად მხოლოდ ერთხელ, 1924 წლის გაზაფხულის ბოლოს, ჩაუვარდა ჩეკას ხელში. საშინლად ნაწამები რამდენიმე დღის გადაყვანილი იყო მეტეხში, როდესაც აჯანყება მოხდა და ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – დაწესებულებათა მოსამსახურენი, სოციალ-დემოკრატები: ბიქტორ მელიქოვი, ვანო ჩხენკელი, ვალოდია ჯორბენაძე და სხვ.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კომუნისტთა რეჟიმმა იმსხვერპლა საუკეთესო ახალგაზრდები, მათ შორის – კვატაშიძე.