ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46141

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსის ლონდონში გამგზავრებამდე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიახლის შესახებ შეიტყო, რაც დიდი დარტყმა აღმოჩნდა მისთვის. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებდა, თუმცა სიტუაცია ნამდვილად საგანგაშო იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დიდი დრო გაატარა ოჯახისგან შორს, თუმცა თავს ყოველთვის იმით ინუგეშებდა, რომ საქმეს, რომელსაც აკეთებდა აღიარება უნდა მოეტანა და ესეც მხოლოდ ოჯახის კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის სურდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, საქართველოს ჰიმნის კომპოზიტორმა თქვა, რომ თავისი ქვეყნის ფოლკლორული მუსიკა მოიცავდა ჰარმონიასაც, კონტრაპუნქტებსაც და ყველაფერს, რაც თეორიულად ჰქონდა ნასწავლი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოს ჰიმნის კომპოზიტორი საინტერესო ადამიანი იყო. მას მუსიკალური განათლება პეტროგრადში ჰქონდა მიღებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოს ჰიმნი არ იყო ერთი პიროვნების მიერ ცნობიერად შექმნილი პროდუქტი. იგი სამი ნაწილისაგან შედგებოდა: ლოცვა, ბრძოლა და გამარჯვება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, საქართველოს ჰიმნის ავტორმა უთხრა, რომ იგი ქართველი ხალხის ქმნილება იყო და ზუსტად არავინ იცოდა რევოლუციის დროს გაჩენილმა სიმღერამ როგორ მიიღო ის ჟღერადობა, რაც ჰქონდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თავისი საქმის აღიარება მხოლოდ ოჯახის კეთილდღეობისთვის სურდა და არა განდიდებისთვის. მან კარგად იცოდა საზოგადოების აღტაცებასა და გამორჩეულ პატივში ყოფნას რამდენად მცირე ღირებულება შეიძლება ჰქონოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოს ჰიმნს უგზავნიდა ჯარისკაცების სიმღერასთან ერთად. ჰიმნი თავად კომპოზიტორმა მიუტანა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რაც უნდა მომხდარიყო სცოდნოდა, რომ შეუძლებელი შეძლო, მოახერხა ის, რაც სხვებმა ვერ შეძლეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საპატიო სახელი დაიმკვიდრა, რომელიც მუდმივად დარჩებოდა, რაც უნდა მომხდარიყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ შეიძინა ნივთები: ვერცხლის დახვეწილი ქამარი, ფილიგრანული ნამუშევარი ახალციხიდან და თითბერის თასი სპარსული გრავირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ როგორც კი მოახერხებდა, მაშინვე გაუგზავნიდა ქაშგარულ ხალიჩასა და სხვა ნივთებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დამღლელი დღე ჰქონდა. შუადღემდე რამდენიმე ადამიანს შეხვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ზაქარია ფალიაშვილის რამდენიმე ნოტს უგზავნიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ არც წყალი იყო და არც – ცენტრალური გათბობა, რის გამოც „სპარსულ ოთახში“ შეშის ღუმელი დაანთეს გასათბობად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მომდევნო რამდენიმე დღე კიდევ უფრო დაძაბული ექნებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვალს, კვირას, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მათ შვილ ნინოზე გაზეთებშიც წერდნენ. მისი სახელი დიდი ასოებით ეწერა გაზეთზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვალს, კვირას, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საღამოს ათ სააათზე საქველმოქმედო ღონისძიებაზე მიიწვიეს და აუცილებლად უნდა დასწრებოდა. პრემიერ-მინისტრის მეუღლემ მიიწვია, რომელსაც არასდროს შეხვედრია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვალს, კვირას, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პატარა, მოხატული სპარსული ხელის სარკის ყიდვა შესთავზეს და იყიდა. მხოლოდ მინა ჰქონდა გამოსაცვლელი, რომლის შოვნაც არ იყო რთული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვალს, კვირას, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისთვის ბევრი ნივთი არ შეუგროვებია, მაგრამ რაც შეაგროვა, იმედოვნებდა ყველა შეესაბამებოდა მის გემოვნებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე პატარა სცენაზე რამდენიმე ნომერი წარმოადგინეს: იმღერეს, ბალალაიკაზე დაუკრეს, განსაკურებით დიდი დრო დაუთმეს ცეკვებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე ძალიან მოეწონა ცეკვები, განსაკუთრებით აღმოსავლური, ხოლო ყველაზე მეტად – მთიელთა ცეკვები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე თანხის შესაგროვებლად „ამერიკული აუქციონი“ გაიმართა. ერთ ებრაელ ქართველს ერგო პატივი, ბავშვთა დასახმარებლად შექმნილ ფონდს მის სახელი დარქმეოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე უფრო დიდი თანხა შეგროვდა, ვიდრე ელოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ნოე ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე ახალგაზრდა მხატვარმა მისი პორტრეტის ესკიზი შექმნა და აჩუქა. მოეწონა, თუმცა არ იყო მაღალ დონეზე შესრულებული. ჟორდანიას პორტრეტიც იგივენაირი წარმატებით დახატა.