რეგისტრირებული ფაქტები49479
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ საისტორიო-საარქივო სექცია ილია ჭავჭავაძის სახლში ბიბლიოთეკის გადატანის თაობაზე არქიტექტორს უნდა მოლაპარაკებოდა, შემდეგ გეგმა და ხარჯთაღრიცხვა უნდა შეედგინათ და საზოგადო კრებაზე წარედგინათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას დაესწრნენ: ირაკლი რამიშვილი, სოფრომ ტარუაშვილი, მეთოდე კაკაბაძე, დიმიტრი დუმბაძე, ვარლამ ბურჯანაძე, სამსონ ბახტაძე, სოლომონ გულისაშვილი, სიმონ გრიაზნოვი, სპირიდონ თორთლაძე და ირაკლი გუნცაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 მაისს კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტმა, გიორგი ონისიმეს ძე მელითაურმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სახალხო სკოლებში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განათლებული მასწავლებლების შერჩევა და მათთვის მნიშვნელოვანი სამოქალაქო და საგანმანათლებლო მისიის დაკისრება შესთავაზა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ატენის სკოლის მასწავლებლობამდე ლავრენტი ბარნაბაშვილი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლაში ასწავლიდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პავლე მერაბიშვილის თხოვნა უდის ბიბლიოთეკაში „დროებისა“ და „ზაკავკაზიეს“ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ უარი უთხრა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ რაიონებში გაგზავნილ მასწავლებლებს ეტაპობრივად უნდა გამოექვეყნებინათ საკუთარი ნაშრომები და ადგილობრიგი კვლევის შედეგად შესწავლილი საქმე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. თავმჯდომარის ამხანაგი იყო იაკობ ღულაძე, მდივანი – სამსონ ფირცხალავა. კრებას დაესწრნენ: დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, პეტრე სურგულაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 8 იანვარს სამეურნეო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტმა, ფილიმონ გიორგის ძე კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად დავით სარაჯიშვილის ან ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს თომა მთავრიშვილმა დავით მთავრიშვილს შეატყობინა, რომ ცენზორმა მამია გურიელის თხზულებების დაბეჭდვის ნებართვა გასცა. წიგნისთვის საჭირო სურათები ლაიფციგში დაბეჭდეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრების ოქმების მიხედვით, ფოტოგრაფმა ალექსანდრე როინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მუზეუმი უანდერძა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იროდიონ ისაკის ძე ხოსიტაშვილს სალიტერატურო ფონდიდან ერთჯერადი დახმარება გამოუყო.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სიმონ ნიკოლოზის ძე სააკაშვილმა 100 მანეთი შესწირა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს აკაკი როსტომის ძე წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პენსიის წინასწარ მიცემა სთხოვა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბუღალტერ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილს 10. 76 მანეთის დავალიანება აღმოაჩნდა. საქმის გამოძიება ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილსა და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს დაევალათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 ივნისს კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, კონსტანტინე ივანეს ძე კობახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 ივნისს კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა გერასიმე სიმონის ძე კვაჭაძემ სწავლის დასასრულებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ორი წლით სტიპენდია სთხოვა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ლუარსაბ ბოცვაძის ქვრივმა, ნინო ბოცვაძემ მისგან ჟურნალ „განათლების“ რედაქციის კლიშეების შეძენა შესთავაზა. გამგეობის დავალებით, პრეზიდიუმმა კლიშეები ცინკოგრაფს შეაფასებინა. გამგეობამ კლიშეებში ლუარსაბ ბოცვაძის ქვრივისთვის 20 000 მანეთი მიცემა გადაწყვიტა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილმა 100 მანეთი შესწირა. ამ თანხიდან 50 მანეთი საზოგადოების ბათუმის სკოლისთვის უნდა მოეხმარებინათ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სოფელ ძევრის ბიბლიოთეკისათვის წიგნების შესაძენად 10 მანეთის გამოყოფის საკითხი დააყენა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრის, კონსტანტინე ანთაძის წერილი ყვირილის განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების თაობაზე. კრების დადგენილებით, მომავალ საზოგადო კრებამდე თავმჯდომარეობა მის მოადგილეს უნდა გაეწია, ხოლო ამ თანამდებობაზე თუ არავინ იყო დანიშნული, დაუყოვნებლივ აერჩიათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ შეატყობინა, რომ კრებამ აირჩია ბიბლიოთეკის გამგეობის წევრები: ანა პატარაია, ნინა გეგელია, ეკატერინე კედია, იასონ მუჯირი და ნიკოლოზ ბერიძე.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტს სთხოვა, გადაეხადათ ექვთიმე თაყაიშვილის გზის ხარჯი – 32 მანეთი, რაც მას ქუთაისისა და სენაკის სკოლებში (რევიზიის ჩასატარებლად) ჩასასვლელად დასჭირდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს ანასტასია მიხეილის ასულმა წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „ბატონყმობის გაუქმების“ 250 ცალი ეგზემპლარის შესყიდვა სთხოვა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895-1896 წლებში იაკობ გოგებაშვილი მიიჩნევდა, რომ სახალხო სკოლებში გაგზავნილ მასწავლებლებს საზოგადოების წიგნების გასავრცელებლად განათლებული პირები უნდა მოეძებნათ.