რეგისტრირებული ფაქტები51524
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
თელავის სომხური გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის (1918 წლის 7 ნოემბერს) 26 ოქტომბრის N22-ით მიწერილი წერილის პასუხად აცნობეს, რომ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარი გამგის განკარგულებით, ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც ქართული არ იციან მიღებულ იქნან გიმნაზიაში ერთი წლის ვადით მხოლოდ იმ აუცილებელი პირობით, რომ ამ ხნის განმავლობაში ისინი უეჭველად მოემზადებიან მშობლიურ ენაზე სწავლის გაგრძელებისთვის. ხელს აწერდნენ: კანცელარიის დირექტორი მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ბერძნიშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 28 ივლისს ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერეს პასუხი დამფუძნებელი კრების სახალხო კომისიის წინაშე აღძრულ შუამდგომლობაზე – მიმდინარე წლის 7 იანვრის, N 35. აუწყეს, რომ სახალხო განათლების სამინისტროს დრო სჭირდებოდა, რათა სამშენებლო ფონდისთვის თანხა მოეძიებინა, ამიტომ შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 14 ოქტომბერს ჯავის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ხელმძღვანელებს მისწერეს, რომ თუ ჯავის სასწავლებელში მშობლიურ (ოსურ) ენაზე სწავლა შეუძლებელი იყო, მაშინ სახელმწიფო ენაზე უნდა ეწარმოებინათ სასწავლო პროცესი, რადგან სახელმწიფო ენა სავალდებულო იყო. ხელს აწერენ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 15 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობის გამგეობას გაუგზავნა ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის N 54 შუამდგომლობა და დავით გიკაევის თხოვნის დოკუმენტი. ხელს აწერენ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 2 თებერვალს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს, ივ. სანაყოევს წლის ბოლომდე ვერ გადააყენებდნენ თანამდებობიდან, წლის ბოლოს კი ან გაათავისუფლებდნენ, ან სხვა ადგილას გადაიყვანდნენ სამუშაოდ. ხელს აწერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 2 აპრილს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას გაუგზავნა ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მიმართვა (23 მარტიდან N 42) და ამავე სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს საქმე. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კირილე მიხეილის ძე არჯევანიძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 მაისს დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლიდან ქუთაისის სამაზრო ერობის გამგეობას მისწერეს, რომ სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს დადგენილების თანახმად, უმზადებდნენ მასწავლებელ სამსონ ნუცუბიძის სამსახურში დაბრუნების განცხადების ასლს და იმავე პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობის ოქმს ხსენებული მასწავლებლის სამსახურში დაბრუნების შესახებ. ხელს აწერს სასწავლებლის გამგე ათანასე ზურაბის ძე ლეჟავა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 მაისს მასწავლებელმა სამსონ ნუცუბიძემ დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოს მისწერა, რომ არანაირ შეიარაღებულ გამოსვლებსა და მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციებში მონაწილეობა არ მიუღია, რომ უდანაშაულოდ იყო დატუსაღებული, როგორც ბოლშევიკი, რის გამოც, მთავრობის განკარგულების თანახმად სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსონ ნუცუბიძემ პედაგოგიურ საბჭოს სთხოვა, შესაბამის უწყებასთან ეშუამდგომლათ, რომ სამსახურში დაებრუნებინათ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 20 ივლისს განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი ხონის საოსტატო სემინარიის შესახებ მოხსენებით წარდგა მინისტრთა საბჭოს წინაშე. პედაგოგიური საბჭოს ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სახურავის შესაკეთებლად და შესაღებად საჭირო იყო 3510 მანეთი. სამინისტრო მხარს უჭერდა თხოვნას და შუამდგომლობდა მინისტრთა საბჭოს წინაშე, რომ ხაზინიდან ეს თანხა გაეცათ.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის 1918 წლის 6 აგვისტოს მოხსენებაში მინისტრთა საბჭოსადმი – რესპუბლიკაში არაქართველ მოქალაქეთა სწავლა-აღზრდის მოწესრიგების საკითხზე – ხაზგასმულია, რომ სკოლების რეორგანიზაციას ხელს უშლის არაქართველ მოწაფეთა მდგომარეობის გაურკვევლობა. სურთ თუ არა არაქართველ მშობლებს, საქართველოს მოქალაქეთ, შვილები იმ სასწავლებლებში დატოვონ, რომლებში სწავლებაც დედაენაზე იქნება, სამინისტროს ანკეტირების მიხედვით, თითქმის არავის უნდა საქართველოს მოქალაქეობა, ამავე დროს, დაჟინებით ითხოვენ, მთავრობამ გაუხსნას სრულუფლებიანი სკოლები სახელმწიფო ხარჯით. მინისტრთა საბჭომ უნდა გაარკვიოს, რა უფლებებს ანიჭებს სახელმწიფო არაქართველ მოქალაქეებს სწავლის საქმეში.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის 1918 წლის 20 აგვისტოს მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ რესპუბლიკაში სწავლების ენად მოწაფეთა მშობლიური ენა უნდა გამოცხადებულიყო, ამიტომ დაუყოვნებლივ იყო გადასაწყვეტი ქართველ მოქალაქეთა შვილებისთვის სწავლების ენად ქართულის შემოღება. ეროვნულ უმცირესობებს უნდა ჰქონოდათ საშუალება საკუთარ ენაზე განათლების მიღების. რადიკალური გადაწყვეტილება იყო მისაღები თბილისის მთავრობის სასწავლებელთა დახურვის და შემდეგ ამა თუ ერისთვის შესაფერისი რაოდენობის სასწავლებელთა გახსნისთვის, რომლებშიც მოწაფეები ეროვნების მიხედვით განაწილდებოდნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილის, ალ. მდივნის 1918 წლის მოხსენებაში მინისტრთა საბჭოს წინაშე, ნათქვამი იყო, რომ ქუთაისის სახაზინო პალატამ ბათუმის ოლქის ყველა დაწესებულება ჯამაგირით დააკმაყოფილა. მხოლოდ ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის ლიკვიდაციისთვის დატოვა რამდენიმე თანამშრომელი. ლიკვიდაციის დასრულებამდე მათი ანაზრაურებისთვის 1 740 მანეთი იყო საჭირო. ამისთვის მან შესაბამისი განკარგულების გაცემა ითხოვა.