ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46141

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი უარს აცხადებდა თავმჯდომარეობაზე მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ დიდუბის ეკლესიის გალავანში ქართველი მოღვაწეების პანთეონის მოწყობის ინსტრუქცია და გეგმა დასამტკიცებლად უნდა წარედგინათ შემდეგი კრების წევრებისთვის. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ დიდუბის ეკლესიის გალავანში ქართველი მოღვაწეების პანთეონის მოსაწყობად გამგეობას უნდა შეემუშავებინა პანთეონის არქიტექტურული გეგმა, ხარჯთ-აღრიცხვა ეწარმოებინა და შეექმნა ქონების მართვა-გამგეობის ინსტრუქცია. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, დიდუბის ეკლესიის გალავანში ქართველი მოღვაწეების პანთეონის მოწყობის საკითხი მიენდოთ გამგეობისთვის, რომელსაც სპეციალური სამუშაო კომისია უნდა შეექმნა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ დიდუბის ეკლესიის გალავანში ქართველი მოღვაწეების პანთეონის მოსაწყობად გამოყოფილი ადგილის შემოსაღობად და დასამტკიცებლად შემოსავლის ნაშთიდან 205 მანეთი გამოეყოთ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა მოხსენება ახლად დაარსებული კავკავის სამეფინაცვლოს კულტურულ-განმანათლებელი საზოგადოების შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ საზოგადოება გაწევრიანებულიყო ახლად დაარსებული კავკავის სამეფინაცვლოს კულტურულ-განმანათლებელი საზოგადოების კავშირში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა მოხსენება თავმჯდომარის მიერ შედგენილი საზოგადოების 35 წლიანი საქმიანობის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა საზოგადოების 35-წლიანი საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმს ხელს აწერენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1905

ტიპი: ავტორობა

1904-1905 სასწავლო წელს გიმნაზიის მოწაფეებმა გამოსცეს კრებული „ღელვა”, რომლის რედაქტორები იყვნენ: გიორგი ავალიანი, მიხეილ ზანდუკელი და პავლე დადვაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისამ მიმართა წერილით, რომელშიც აღნიშნა საზოგადოება „განათლების" წარმატებისა და მიღწევების შესახებ და ითხოვა დახმარებოდნენ ყოველწლიურად 3000 მანეთით. წერილს ხელს აწერდნენ საზოგადოების წარმომადგენლებიც.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ სომხეთში სულ 22 მატარებელი იყო.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს ქრისტინე შარაშიძემ საქართველოს მუზეუმის დირექციას შეატყობინა, რომ 1933 წლის 15 ოქტომბრამდე ზედმეტ საათებში მუშობის ჰონორარი არ ჰქონდა აღებული.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს ქრისტინე შარაშიძემ საქართველოს მუზეუმის დირექციას მიმართა თხოვნით, ეშუამდგომლა კუთვნილი სამნახევარი თვის ჯამაგირის მიღებაში.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს თბილისის გიმნაზიის მოსწავლე ციციშვილი სეით იაშვილსა და ნ გოგიტიძეს ციხიდან უთვლიდა, მისი საქმის წარმოებისას სასამართლოში ეთქვათ, რომ ციციშვილმა შიო ჩიტაძეს მათი თანდასწრებით სთხოვა დაკარგული მოწმობის მაგივრად ახლის მიცემა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალი „ივერია“ სამი განყოფილებისგან შედგებოდა: ბელეტრისტული რომანები, მოთხრობები, პოემები, ლექსები (ორიგინალიც და თარგმნილიც), წერილები – ისტორიული, კრიტიკული, ეთნოგრაფიული, მოგზაურობა და სხვა, ქრონიკა – (შინაური მიმოხილვა), სამეცნიერო წერილები, თეატრი და ახალი წიგნები.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წელს ჟურნალ „ივერიის“ წლიური ფასი 7 მანეთს შეადგენდა. ჟურნალის რედაქტორი და გამომცემელი მიხეილ ესტატეს ძე გურგენიძე იყო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 1) დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „კონა“, ი. ბაქრაძის ლექსი „მომილოცნია ახალი წელი“, რაფიელ ერისთავის „ხალხური ლეგენდა“ და თ. ჟორდანიას „გურამიშვილი და მისი დრო“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N1) დაიბეჭდა სოფლის მასწავლებლის, ზ. ნათაძის წერილი „რა უნდა იყოს სეტყვის მიზეზი“ და პეტრე უსლარის თხზულება „უძველესი თქმულებანი კავკასიაზე“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ N1 დაიბეჭდა სპექტაკლ „სამშობლოს“ (ფრანგულიდან თარგმნა დ. გ. ერისთავმა) განხილვა, რომელშიც ავტორი აღფრთოვანებით ლაპარაკობს მსახიობების ოსტატობაზე.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის დეკემბერში გიორგი წერეთელმა ანასტასია წერეთელს მისწერა, რომ აკაკი წერეთელი მათთან სტუმრობას აპირებდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N2) დაიბეჭდა თ. ჟორდანას წერილი „დავით გურამიშვილი და მისი დრო“(მეორე ნაწილი), რომელშიც ავტორი მიმოიხილავდა მის შემოქმედებას და ბიოგრაფიას.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N2; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ხალხური ლექსები (ქართლში გაგონილი).

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N2; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) რუბრიკით „ნახული და გაგონილი“ დაიბეჭდა გარე კახეთის (საგარეჯოს) აღწერილობა, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ ზოგ სოფელში, ხალხის მაღალი შემოსავალის მიუხედავად, მაინც მიწურებში ცხოვრობდნენ.