რეგისტრირებული ფაქტები49479
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ხმალაძის თხოვნა სოფელ მაჭარწყალში სკოლის გახსნის შესახებ. გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად სასკოლო სექციას გადასცა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სამზრუნველოს თხოვნა სკოლისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სახელდახელო ანგარიშზე ჰქონდა 1944. 86 მანეთი, საგანგებო თანხა – 43327. 48 და სათადარიგო – 11643. 15.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკორინთლოს მოსახლეობის თხოვნა სოფელში ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ. საზოგადოებამ მათი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს აკაკი წერეთლის თხოვნა, წინასწარ მიეცათ თავისი ფონდიდან ათას ხუთასი მანეთი. გამგეობამ გაითვალისწინა ფონდის წესები, რომელთა მიხედვით ამის უფლება არ ჰქონდათ, და უარი უთხრეს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ საჩხერის სამკითხველოს გამგეს, ვერა წერეთელს 40 მანეთი ვალი აპატია.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიდი ჯიხაიშის მოსახლეობის თხოვნა მღვდელ გერასიმე ალექსანდრეს ძე ნუცუბიძის ბიბლიოთეკის გამგედ არჩევის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 21 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კეთილსაიმედოობის მოწმობის წარდგენამდე აღათია წერეთელი მასწავლებლად არ ჩაითვლებოდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 29 ივნისს ივანე იოსების ძე გიუნაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მთიულებთან წინარეხის სკოლის საკითხზე მოლაპარაკებას სთხოვს. საზოგადოებამ ამ საკითხის მოგვარება არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილს დაავალა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გაიცა I სახალხო ბიბლიოთეკისთვის თანხა – 32 მან. 50 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გაიცა მუზეუმისა და წინსაცავისთვის თანხა – 65 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში იაკობ გოგებაშვილისთვის რვეულების თანხის, 152. 7 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხა, სულ 728 მან. 25 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 19 ოქტომბრამდე შემოსავალი იყო 2805 მან. 17 კაპ., ხარჯი – 640 მან. 15 კაპ.; 19 ოქტომბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 20 981 მან. 29 კაპ. და სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18268 მან. 47 კაპ. ამ დროისთვის საზოგადოებას ვალი არ ჰქონდა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე, წევრები: გიორგი იოსელიანი, ივანე ზურაბიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, ექვთიმე თაყაიშვილი და ეკატერინე გაბაშვილისა. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეთა გამოცდებს დაესწრო გამგეობის წევრი გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი.
1887
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1887 წლის ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლის დასათვალიერებლად და გამოცდებზე დასასწრებად წავიდა გამგეობის წევრი გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი.
1887
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1887 წლის ანგარიშის მიხედვით, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ბათუმის სკოლა დაათვალიერა და გამოცდებსაც დაესწრო.
1887
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1887 წლის ანგარიშის მიხედვით, საწევრო შეაგროვეს და გამგეობას წარუდგინეს საზოგადოების დამხმარე წევრებმა: თიანეთიდან ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილმა, ცხინვალიდან ქეთევან ლუარსაბის ასულმა ჟურულისამ, ლაილაშიდან ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანმა და თემირ-ხან-შურიდან ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილმა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ივანე დავითის ძე მელიქაძის თხოვნაზე – მის მიერ შედგენილი თათრულ-რუსული ლექსიკონის საზოგადოების ხარჯით დაბეჭდვის შესახებ – გადაწყდა, ავტორისთვის ეცნობებინათ, რომ საზოგადოება ვერ დაბეჭდავდა მის წიგნს. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე გამგეობამ დავით კარიჭაშვილს, ივანე ზურაბიშვილსა და ალექსანდრე მიქაბერიძეს ივანე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი სამკითხველოთა ანგარიშის ფორმის განხილვა დაავალა. ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ და წევრებმა: ივანე ზურაბიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, გრიგოლ ყიფშიძემ, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლის გამგემ, პართენ გოთუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, სკოლისთვის 30 „დედა ენა“ და 10 „რუსკოე სლოვო“ (I ნაწილი) გაეგზავნათ. წიგნები ჯამში 12.80 მანეთი ღირდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის მიერ დაამტკიცებული ანგარიშის მიხედვით, გულასაშვილს მიეცა დიმიტრი ყიფიანის ძეგლთან დასადები გვირგვინისათვის 30 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხა, სულ 72 მან. 10 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე, წევრები: იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.