რეგისტრირებული ფაქტები51524
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918ს წლის ნიკოლოზ ბარნაბიშვილის პირადი საქმის მიხედვით, სასულიერო გიმნაზიისა და სასულიერო სემინარიის შეერთების შემდეგ სასულიერო სემინარიის ყველა მოხელე-მოსამსახურე მე-8 გიმნაზიის შემადგენლობაში მიიღეს. ნიკოლოზ ბარნაბიშვილს, როგორც თვითონ წერს, უმიზეზოდ აცდევინებდნენ და თანამდებობის დასაკავებლად უცხო პირს ეძებდნენ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 მაისის დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმის N12 ასლის მიხედვით, პედაგოგიურმა საბჭომ იმსჯელა მასწავლებელ სამსონ ნუცუბიძის განცხადების შესახებ, რომ აღძრულიყო შუამდგომლობა მთავრობასთან, რათა ხსენებული მასწავლებელი დაებრუნებინათ სამსახურში. ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ათანასე ზურაბის ძე ლეჟავა და საბჭოს წევრები: ნიკოლოზ სოსელია, გ. ნუცუბიძე, ივანე რუხაძე, ნინო ლეჟავა, სამსონ დევიძე, ვ. დარახველიძე, ბ. ცაგარელი, ალექსანდრა ლეჟავა, მდივანი გერასიმე გაფრინდაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 მაისის დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის N12 ოქმის ასლის მიხედვით, პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა, რომ გორის სამაზრო ერობის გამგეობისთვის ეთხოვათ მთავრობასთან ეშუამდგომლა სამსონ ნუცუბიძისთვის, რათა იგი დაებრუნებინათ სამსახურში. ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ათანასე ლეჟავა და საბჭოს წევრები: ნიკოლოზ სოსელია, გ. ნუცუბიძე, ივანე რუხაძე, ნინო ლეჟავა, სამსონ დევიძე, ვ. დარახველიძე, ბ. ცაგარელი, ალექსანდრა ლეჟავა, მდივანი გერასიმე გაფრინდაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 მაისის დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის N12 ოქმის ასლის მიხედვით, პედაგოგიურმა საბჭომ განაცხადა, რომ მასწავლებელი სამსონ ნუცუბიძე მთავრობის წინააღმდეგ არ იმოქმედებდა. იგი კარგი მასწავლებელი იყო და სასწავლებლისთვის სასარგებლო იქნებოდა თუ დააბრუნებდნენ სამსახურში. ოქმის ასლს ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ათანასე ლეჟავა და საბჭოს წევრები: ნიკოლოზ სოსელია, გ. ნუცუბიძე, ივანე რუხაძე, ნინო ლეჟავა, სამსონ დევიძე, ვ. დარახველიძე, ბ. ცაგარელი, ალექსანდრა ლეჟავა, მდივანი გერასიმე გაფრინდაშვილი.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების სამინისტრომ ქუთაისის სამაზრო ერობას მისწერა, რომ სამინისტრომ არ დააკმაყოფილა დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობა ყოფილი მასწავლებლის სამსონ ნუცუბიძის უფლებების აღდგენისა და სამსახურში დაბრუნების შესახებ. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 24 მაისს ლანჩხუთის სრულუფლებიანი ქალთა გიმნაზიის გამგე ეკატერინე ფხაკაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ფრანგული ენის მასწავლებელი ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე თავისი საქმის პროფესიონალი იყო. მან ორი წლის განმავლობაში გიმნაზიაში ფრანგულის ენის სწავლების ხარისხი გააუმჯობესა და სწორედ ამიტომ, ეკატერინე ფხაკაძემ სამინისტოს სთხოვა, მასწავლებლად დაენიშნა ლანჩხუთის გიმნაზიაში. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე ეკატერინე ფხაკაძე და საქმისმწარმოებელი ბ. ხომერიკი.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების წევრმა თ. კიკვაძემ მოახსენა, რომ ის არ ეთანხმებოდა 25 იანვრის სხდომაზე გამგეობის მიერ გამოტანილ დადგენილებას. ამ დადგენილების მიხედვით, გამგეობის წევრ ნინო ნაკაშიძეს, იმ შემთხვევაში თუ ის არ დააბრუნებდა სესხად წაღებულ 18 ფუთ ქაღალდს, ფუთში 15000 მანეთი უნდა გადაეხადა. კიკვაძის თქმით, ქაღალდი, რომელიც გამგეობამ ნაკაშიძეს ასესხა ბაზარზე ფუთი 35000 მანეთად ფასობდა. 18 ფუთში გამგეობას 530000 მანეთი უნდა აეღო, ხოლო დადგენილებით განსაზღვრული ფასის მიხედვით 270000 მან. რის გამოც, ზარალი 360000 მანეთს შეადგენდა. 11 იანვრის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, ქაღალდის შეძენა ფუთი 20000 მანეთად. ის ქაღალდი პატარა ფორმატის იყო და მხოლოდ ბროშიურებისთვის გამოდგებოდა. მიუხედავად ამისა, მეპატრონემ 24000 მანეთზე ნაკლებად არ დათმო. ნაკაშიძემ ქაღალდი ისესხა და ვალდებული იყო დაებრუნებინა ისეთივე ხარისხის ქაღალდი ან გადაეხადა იმდენი, რომ საზოგადოებას თვითონ შეეძინა ეს ქაღალდი. კიკვაძის აზრით, გამგეობას არც ზნეობრივი და არც იურიდიული უფლება არ ჰქონდა, შინაურულად საქმის მოგვარებით ამოდენა ზარალი მიეყენებინა საზოგადოებისთვის.
1919
ტიპი: ავტორობა
VI, VII კლასების ქართული ენის პროგრამა 1919/20 სასწავლო წლისთვის შეადგინა მასწავლებელმა ქსენია ჯუღელმა. იგი აღნიშნავს, რომ სურს, სხვა ეროვნების მოწაფეები წერა-კითხვის გარდა გაეცნონ ქართული ლიტერატურის უმთავრეს პერიოდებს, ამიტომ შემოკლებით ასწავლის გარკვეულ ნაწარმოებებს, რომელთა ჩამონათვალი დართულია.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ დასვა საკითხი 1-ელ სექტემბრამდე დაკეტილი წიგნსაცავ-მუზეუმის მოვლა-პარტონობისა და მეთვალყურეობის გეგმის შედგენის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის გადასაწყვეტად საგანგებო კრებაზე უნდა მოეწვიათ ივანე ჯავახიშვილი, მოსე ჯანაშვილი, სერგი გორგაძე, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი და დიმიტრი უზნაძე.