ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48488

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 ოქტომბერს სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენლებმა მისწერეს განათლების სამინისტროს, რომ გიმნაზიის ყოფილი პედაგოგი ფ. სირაძე სამინისტროს დაუკითხავად მიიწვიეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში განათლების სამინისტროს საქმისმწარმოებელმა შევარდენიძემ სახელმწიფო კონტროლიორ ფილიპე გოგიჩაიშვილს ტელეფონოგრამა გაუგზავნა და სკოლის გახსნის თაობაზე მოხსენების ასლის დაბრუნება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ივლისს თბილისის სამიწათმქომედო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლე დიმიტრი ჯაფარიძის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ივლისს თბილისის სამიწათმზომელო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლე გიორგი ოგანეზოვის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ივლისს თბილისის სამიწათმზომელო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლე ანდრეი იურჩაკის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 აგვისტოს სატექნიკო და საპროფესორო სწავლის მთავარი გამგე თაქთაქიშვილი ხელს აწერს დოკუმენტს, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს, ი. ა. ვანახსა და ნ. ი. უჩუნსკის თბილისის მიწისმზომელთა სასწავლებელში გამოცდების ჩაბარების ნება ეძლევათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის მოხსენება ახალი დაწყებითი სკოლების შესახებ და დაადგინეს, თბილისის გუბერნიაში გახსნილიყო 36 ახალი დაწყებითი სასწავლებელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის მოხსენება უმაღლეს დაწყებით სასწავლებელთა სახაზინო ხარჯზე მიღების შესახებ და დადგინეს: ხაზინის ხარჯზე მიიღონ ცხინვალისა და დუშეთის სასწავლებლები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის მოხსენება უმაღლეს დაწყებით სასწავლებელთა გახსნის შესახებ. დაადგინეს: სასწავლებლები გაიხსნას თბილისის გუბერნიაში – ბორჯომში, მცხეთაში, თბილისში, ნაძალადევში, გურჯაანში, საგარეჯოსა და ქვემო მაჩხაანში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება სამეცნიერო დაწესებულებათა გაერთიანების შესახებ. საკითხი განხილვისთვის კომისიას გადაეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება საშუალო სასწავლებლებისთვის ავანსის 150 მანეთიდან 1000-მდე გადიდების შესახებ. დაადგინეს, წარედგინოს პარლამენტს კანონპროექტის სახით, რადგან ეს წინადადება ეწინააღმდეგებოდა არსებულ დებულებას.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წელს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს სთხოვა, გაეგზავნა გურიაში გავრცელებული ლობიოს ჯიშებისა და კერძების სახელწოდებები, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევისთვის გამოადგებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თავმჯდომარის ამხანაგი თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე. სხვა წევრები: შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თვმჯდომარის ამხანაგი თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და საზოგადოების წევრები: მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე – დავით კარიჭაშვილი, მდივანი – ვარლამ ბურჯანაძე, წევრები: იპოლიტე ვართაგავა, სეით იაშვილი, ივანე გიორგობიანი, თევდორე კიკვაძე, ვასილ წულაძე და მეთოდე კაკაბაძე.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის „პირველდაწყებითი საარითმეტიკო სახელმძღვანელო“ იბეჭდებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის განყოფილების შეკითხვა განყოფილების გამგებლობაში არსებული 29 ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ადგილობრივი ერობისთვის გადაცემის შესახებ. მთავარი გამგეობა დაეთანხმა ბიბლიოთეკების ადგილობრივი ერობისთვის გადაცემის საკითხს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების ჭრა-კერვის სკოლის გამგეობის მოთხოვნა იაკობ გოგებაშვილის მიერ სკოლის სასარგებლოდ ნანდერძევი თანხის იმდროინდელი კურსით გაზრდის შესახებ. გამგეობის განჩინებით საზოგადოებას დახმარება წელიწადში 120-დან 5000 მანეთამდე გაუზარდეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გადაფასების შესახებ საკითხი, რომელიც წინანდელ სხდომაზე იყო დასმული და პრეზიდიუმს მიენდო. პრეზიდიუმმა გამგეობას დასამტკიცებლად წარმოუდგინა თავიანთი გადასინჯული და ცვლილებაშეტანილი ს. ბახტაძის (მაღაზიის გამგე) მიერ წარმოდგენილი გადაფასების სია. გამგეობის განჩინებამ მიიღო პრეზიდიუმის ნორმა, რასაც ს. კიკვაძე არ ეთანხმებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჭყონაგორის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს (დაარსდა 1917 წელს) თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ მისთვის საზოგადოების გამოცემებიდან თითო ეგზემპლარის გადაცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება ნ. ნაკაშიძის მიერ საბვშვო წიგნის „ჩვენებური ფრთოსნების" გამოსაცემად წაღებული 18 ფუთი (1 ფუთი ტოლია 16, 38 კგ) ქაღალდის შესახებ. პრეზიდიუმის აზრით, ნ. ნაკაშიძეს უნდა გადაეხადა 15.000 მანეთი. სულ 270.000 მანეთი. ამ ფულის ანგარიშში მას უნდა წარმოედგინა 2250 ცალი გამოცემული წიგნი 20% დაკლებით. გამგეობის განჩინებაზე მიიღეს პრეზიდიუმის წინადადება. თუ ნ.ნაკაშიძე პრეზიდიუმის წინადადებას შეუძლებლად დაინახავდა, ამ შემთხვევაში, მას ვალი უნდა გადაეხადა ქაღალდის დაბრუნებით ორი თვის ვადაში. თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 აგვისტოს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, მთავრობასთან მოლაპარაკებები დაეწყო სახელმწიფო ხაზინიდან საგამომცემლო საქმიანობისთვის 6 მილიარდი მანეთის ერთი წლით სესხად აღების თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვუკოლ ბერიძემ განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთად ხელი მოაწერა დებულებას „საშუალო სკოლების რეორგანიზაციისათვის“, რომელშიც მითითებული იყო, თუ რა ტიპის უნდა ყოფილიყო საშუალო სკოლა და რა საგნები უნდა ესწავლებინათ.

1967

ტიპი: ღონისძიება

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ სონია ტვეციშვილის სახლში იკრიბებოდნენ ქუთაისელი მსახიობები, ლიტერატორები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ასევე რუსეთიდან ან უცხოეთიდან ჩასული ცნობილი პიროვნებები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბერს განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ ცაგერის ერობას მისწერა, რომ ვარლამ დევდარიანმა თბილისის სამასწავლებლო კურსები მოისმინა და პედაგოგის მოწმობაც მიიღო.