ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46136

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N5-6; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ალექსანდრე ავქსენტის ძე. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე, წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯვრის მონასტრის მახლობლად მდებარეობდა სოფელი მალხა, სადაც ქართველების (გურჯების) შთამომავლები ცხოვრობდნენ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ათონის მთაზე მდებარეობდა სოფელი ერისო, სადაც ქართველების (გურჯების) 40 ოჯახი ცხოვრობდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 23 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის სტატია „ორგვარი აზრი აკაკის ლექსებზე“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელის (გადაღმელი) პუბლიკაცია „ლიუტერი“ (ლუთერი) და პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა განყოფილების სტუდენტის, ალექსი გრაენის სტატია „რამდენიმე შენიშვნა“ (ადგილობრივის ელემენტის შესახებ ძველის ქართულის მითოლოგიისა).

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა არტურ ლაისტის სტატია „Literatura Gruzinska“, რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ ქართულ ლიტერატურაში მე-11 საუკუნიდან საერო ლიტერატურის ნიმუშები ჩნდება.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა არტურ ლაისტის სტატია „Literatura Gruzinska“, რომელშიც ავტორი წერდა: „ქართველები მხოლოდ სარწმუნოებითღა თუ განირჩეოდნენ მათ გარშემო მცხოვრებ მუსლიმანთაგან, ზნითა და ჩვეულებით კი სრულიად მათ წააგავდნენ.“

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა არტურ ლაისტის სტატია „Literatura Gruzinska“, რომელშიც ავტორი წერდა, რომ „ილია ჭავჭავაძე დიდი მცოდნეა თანამემამულეთა ხასიათისა და გულისა.“

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა არტურ ლაისტის სტატია „Literatura Gruzinska“, რომელშიც ავტორი წერდა, რომ „ქართული ლიტერატურა ღარიბია სამეცნიერო ლიტერატურით, რაც განპირობებულია მისი მოძრავი ხასიათიათ და ქართული სკოლების უქონლობით.“

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „Literatura Gruzinska“არტურ ლაისტი დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის, რომანოზ ძამსაშვილისა და ივანე პავლეს ძე გვარამაძის დიდ ღვაწლზე საუბრობს.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „ნადსონიდან“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლის“ ნაწყვეტი დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების რიგებში 315 წევრი ირიცხებოდა, აქედან 115 – დამფუძნებელი, 11 ადგილი იყო თავისუფალი (წესდებით დამფუძნებელი წევრი 126 უნდა ყოფილიყო), ერთი – საპატიო წევრი (დ. ი. ჩუბინაშვილი, აირჩა 1880 წელს), ნამდვილი – 200, კანდიდატი – 11.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების დამფუძნებელ წევრებს გარდაცვალების გამო დიმიტრი დავითის ძე ჯორჯაძე, ისრაფილ-ბეგ იედიგაროვი, იასონ დიმიტრის ძე თუმანიშვილი, ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილი და სერგეი სიმონის ძე მესხი გამოაკლდნენ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების თავმჯდომარე ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანსკი იყო, ხოლო მოადგილე – ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრები იყვნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი და ალექსანდრე სარაჯიშვილი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15-დან 1884 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრები იყვნენ: გიორგი ქართველიშვილი, გიორგი თუმანიშვილი, სერგეი მესხი და დიმიტრი ჯანაშვილი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით, საზოგადოების ხაზინადრის თანამდებობა გიორგი ქართველიშვილი ეკავა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოების ბათუმის სკოლისთვის მთავარმა გამგეობამ 1700 მანეთი გამოყო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქირის, გათბობის, განათების და კანცელარიის ხარჯებისთვის 300 მანეთი გამოყო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ახალი სკოლების შესაწირად 300 მანეთი გამოყო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ახალი წიგნების დასაბეჭდად 2000 მანეთი გამოყო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოების მთავარმა გამგეობამ პრემიებისთვის 1000, ხოლო მოულოდნელი ხარჯისთვის 300 მანეთი გამოყო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სასწავლო ნივთებისა და წიგნების შეასაძენად 300 მანეთი გამოყო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ გუბერნატორმა მომდევნო წლისთვის ხელთუბნის სკოლის (გორის მაზრა) მშენებლობა დაამტკიცა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ 1884 წლის 2 თებერვალს ხელახლად გახსნილ წინარეხის სკოლაში 2 განყოფილება ფუნქციონირებდა. პირველ კლასში 12, მეორეში კი – 22 მოსწავლე ირიცხებოდა.