ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51834

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1896

ტიპი: განათლება

ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილებაში, თუმცა კურსი არ დაასრულა.

1918

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ბარბარე ივანეს ასულმა ამილახვარმა დაამთავრა თბილისის ქალთა ინსტიტუტი.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს ილია გრიგოლის ძე ამაღლობელმა ხონის სამასწავლებლო სემინარია დაამთავრა.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის მაისში გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელმა ქუთაისის ქართული გიმნაზიის სრული კურსი დაასრულა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს ვასილ ილიას ძე რცხილაძემ ჟენევის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც 2 წლის განმავლობაში ისწავლა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 8 ნოემბრის ნამსახურეობის სიის მიხედვით, პიღასი ივანეს ასულმა აბდუშელიშვილმა დაამთავრა გაბრიელის სახელობის იმერეთის ქალთა ეპარქიული სასწავლებელი ქუთაისში.

1911

ტიპი: განათლება

1911 წელს ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძე კავკასიის ოლქის მზრუნველის განკარგულების თანახმად, თბილისში გაგზავნეს გიმნასტიკის კურსებზე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის სექტემბერში ვარლამ დევდარიანმა თბილისის სამასწავლებლო კურსები მოისმინა და პედაგოგის მოწმობაც მიიღო.

1918

ტიპი: განათლება

ვასილ ვალერიანის ძე მელაძემ დაამთავრა ქუთაისის საოსტატო სემინარია.

1923

ტიპი: განათლება

1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებული ვასილ გიორგის ძე კაპანაძე სტუდენტი იყო.

1924

ტიპი: განათლება

1924 წლის 28 თებერვალს დაკავებული გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილის პირადი საქმის მიხედვით, ის სტუდენტი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის ცნობით, ო. გ. ერზიკიანცი თბილისის სომხური სასულიერო სემინარიის მსმენელი იყო.

1918

ტიპი: განათლება

სალომე ბერეჟიანმა დაასრულა პეტროგრადის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1918

ტიპი: განათლება

კ. ე. კაპუსტინმა დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლიდან მურად გუნთაიშვილსა და სულეიმან კაიკაციშვილს სწავლის დაფინანსებაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ეხმარებოდა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, სიმონ ივანეს ძე გზელიევი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, გიორგი სიმონის ძე მოსეშვილი ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიული განყოფილების მსმენელი იყო.