ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50481

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1897

ტიპი: ავტორობა

1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს, რაიმე ძალა მისცენ, რომ მშობლებს არ ჰქონდეთ უფლება სკოლიდან ვადაზე ადრე გაიყვანონ მოსწავლე. ის თავის მხრივ, მშობლებს ეუბნებოდა, რომ მათ ეკისრებათ 5 მან. სოფლის სასარგებლოდ, მაგრამ შემდეგში ეს ხერხი არ გამოდგებოდა, რადგან მიხვდებოდნენ, რომ ცარიელი სიტყვები იყო. მისი სიტყვებით, მასწავლებელი ზნეობრივი ტანჯულია აპრილსა და მაისში, როდესაც 50 მოსწავლიდან კლასში შემოდის 20, ბევრჯერ კი – 15.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე წერს, რომ მან იცოდა, მოსწავლეთა უმეტესობა მარტამდე მიატოვებდა სკოლას, ამიტომ ცდილობდა, მარტამდე შეესწავლათ ბავშვებს მასალა, რის გამოც შუადღის მერეც ატარებდა გაკვეთილებს. ის აპრილსა და მაისში ცალკე გაკვეთილებს ნიშნავდა გამოცდების მოსამზადებლად.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-97 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლას შეკეთება არ დასჭირვებია და არაფერი დახარჯულა არც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, არც სოფლის მხრიდან. სასურველი იქნებოდა სკოლის აივნის შეკეთება და გაფართოება, საკლასო დაფის შეღებვა. მასწავლებელი ასევე გამგეობას სთხოვს მასალის მიცემას ხელსაქმისთვის, რადგან ამის გამო მოსწავლეებმა ნაკლები იმუშავეს, მოქსოვეს 4 წყვილი წინდა, შარშანდლიდან დარჩენილი ძაფით, შეკერეს რამდენიმე საბალიშე და მოქსოვეს არშიები ყაისნაღით.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში გაკვეთილები მიმდინარეობდა ამგვარად: 1-ლ განყოფილებაში დღეში 3 გაკვეთილი, მე-2 და მე-3 განყოფილებაში – დღეში 4, პირველი სამი გაკვეთილი საერთო იყო, მეოთხე გაკვეთილი კი 1-ლი განყოფილების დათხოვნით. ქართული და რუსული ტარდებოდა ყოველდღე, ანგარიში – კვირაში 4-ჯერ, საღვთო სჯული (გალობის დამატებით) – 2-ჯერ. სადილის შემდეგ დამატებით ტარდებოდა ხელსაქმის გაკვეთილი, რომლის დროსაც ვაჟებს ეკითხებოდათ საყმაწვილო წიგნები.

1897

ტიპი: ავტორობა

1896-97 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლა დაათვალიერა მაზრის ექიმმა, რომელმაც სანიტარული თვალსაზრისით წესების დაცვა დაადასტურა. სკოლაში გადამდები დაავადება არ ყოფილა, არავინ გარდაცვლილა რაიმე ავადმყოფობით. თუ რომელიმე მოსწავლე ავად ხდებოდა, მასწავლებლის რჩევით მანგლისიდან იწვევდნენ ექიმს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა თხოვნა, რომ საზოგადოების ყველა გამოცემა მხოლოდ ამ კავშირის ბიუროსთვის გაეგზავნათ. აღნიშნული კავშირი აპირებდა საზოგადოების გამოცემების მონოპოლიას. გამგეობამ საკითხის გადაწყვეტა საზოგადო კრების დაუკითხავად არ ისურვა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მაღაზიისა და კანცელარიის მომსახურეთა თხოვნა ანაზღაურების 50%-ით გაზრდის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით თითოეულ მომსახურეს უნდა მომატებოდა თვეში 150 მანეთი. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „ჯეჯილის“ რედაქტორის ანასტასია წერეთლის მოხსენება: ის საზოგადოებას გამოსაცემად უთმობდა გ. წერეთლის თხზულებებს – „ჩვენი ძველი გმირები“ და „ლომკაცი“. გამგეობის გადაწყვეტილებით საკითხის მოგვარება წიგნების გამომცემელ სექციას მიენდო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 12 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ვარ...-ის ხელმოწერით იპოლიტე ვართაგავამ გამოაქვეყნა წერილი „ნიმუში „კვალისტების“ რიხიანობა-ამპარტავნობა-ფანატიკოსობისა“ (დასასრული).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ზავის პერსპექტივები“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „სიტყვა ირაკლი წერეთლის საპასუხო“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ილია ჭყონიას წერილი „საინგილოს გასაჭირი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „თავდადებული მამულიშვილნი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „თბილისის გაქართულება“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ივანე ციციშვილის წერილი „სომეხ ლტოლვილთა კოლონიზაცია“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერის „მგზავრის წერილები სვანეთზე“ მეექვსე ნაწილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 თებერვალს ჭიათურის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა 1915 წლის მოქმედების ანგარიში. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე, ექიმი, სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე და მდივანი ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭყონიას მიერ მოწოდებული სოლომონ მსაჯულის წერილის ასლი სახელწოდებით „მათს ბრწყინვალებას ჩემს მოწყალეს ხელმწიფეს“.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობას დაესწრო სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი ნიკოლოზ მთვარელიშვილი, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოუთხრო ყრილობის წევრებს, ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი დახმარება სასწავლებლისთვის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ცალკე წიგნად დაიბეჭდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ნაციონალ-დემოკრატიული პარტია“, რომელიც იყიდებოდა 15 შაურად „კლდის“ კანტორაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, დაიბეჭდა დავით ვაჩნაძის ნაწერი „მუდმივი ჯარი თუ სახალხო მილიცია“, რომელიც „კლდის“ კანტორაში 15 შაურად იყიდებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის სექტემბერში გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნდა ვლადიმერ ახმეტელაშვილის წერილი ქართველი მონარქისტების მუშაობის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის სექტემბერში გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა დავით ონიაშვილის წერილები „ნაციონალ-დემოკრატების ბანაკში განხეთქილების“ შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „სამშობლოს დაცვა და ჩვენი პარტია“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის სტატია „პურის ფასი და აგრარული პოლიტიკა“.