ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48008

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებულ მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკს თბილისის სახელმწიფო ბანკის სალაროში 81 800 მანეთის ღირებულების სარგებლიანი ქაღალდები ჰქონდა.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებულ მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკს თბილისის სახელმწიფო ბანკის განყოფილებაში 22 950 მანეთის ღირებულების სარგებლიანი ქაღალდები ჰქონდა.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებულ მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკს ანგარიშზე მმართველობისა და ჯამაგირთათვის 18 658 მანეთი და 17 კაპიკი ჰქონდა.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებულ მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკს გასაყიდად მიბარებული ჰქონდა 106 980 მანეთისა და 24 კაპიკის ღირებულების გირავნობის ფურცელი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებულ მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკს თბილისის სავაჭრო ბანკში 31 500 მანეთი და 8 კაპიკი ჰქონდა.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებულ მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკს თბილისის საურთიერთო კრედიტის საზოგადოებაში 72 057 მანეთი და 52 კაპიკი ჰქონდა.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებულ მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკს თბილისის სახელმწიფო ბანკის განყოფილებაში 694 მანეთი და 61 კაპიკი ჰქონდა.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებულ მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკის უკუ-მოსაქცევი ხარჯი 137 მანეთი და 87 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებულ მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკს მოკლევადიანი სესხის სახით გაცემული ჰქონდა 98 637 მანეთი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებულ მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკს გრძელვადიანი სესხის სახით ქალაქის მამულებზე გაცემული ჰქონდა 119 500 მანეთი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ქუთაისში არსებულ მიხეილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკს გრძელვადიანი სესხის სახით სოფლის მამულებზე გაცემული ჰქონდა 11 400 მანეთი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 25 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ მსურველებს შეეძლოთ მოეთხოვათ გაზეთ „ივერიის“ ნომრები 1-ლი აგვისტოდან მომავალი წლის 1-ელ იანვრამდე, რომელთა ფასი 3 მანეთი იქნებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერის „მგზავრის წერილები სვანეთზე“ მეხუთე ნაწილი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 ნოემბერს სოფელ წირქვალის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ნოზაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის საჭირო იყო 6 ეგზემპლარი „დედა ენა“, 5 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, და რამდენიც შესაძლებელი იქნებოდა, გრიფელები, კალმები და ფანქრები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 ნოემბერს მასწავლებელმა ფილარეტ ბაქრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ წესის სკოლას სჭირდებოდა შემდეგი წიგნები: „როდნოე სლოვო“ (1-ელი ნაწილი) და „დედა ენა“, ასევე რუსული და ქართული საწერი რვეულები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 ნოემბერს მასწავლებელი რომანოზ გაგუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას სწერს, რომ წალენჯიხის სკოლისთვის საჭირო იყო და ღარიბ მოსწავლეთათვის უნდა გამოეგზავნათ თითოეულისთვის თითო ეგზემპლარი I და II ნაწილი „როდნოე სლოვო“, „დედა ენა“, ასპიდის დაფა და ფანქარი, ჯამში – 23 „დედა ენა“, 23 „როდნოე სლოვო“, 23 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებითურთ და 23 ფანქარი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ ნაესაკაოს სკოლის მასწავლებელი ივლიანე ჭეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სკოლისთვის საჭიროა შემდეგი წიგნები და ნივთები: 16 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, 56 ეგზემპლარი ქართული და რუსული წერის დედნები, ქაღალდი, მელანი, ფანქრები, გრიფელები, კალმები, კალმისტრები, ცარცი, აგრეთვე მასწავლებლისთვის – ქართული სახელმძღვანელოები: არითმეტიკის, ისტორიის და სხვანი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს ეწერის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ კოხრეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო: რუსული და ქართული წიგნები, „ბუნების კარი“, „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა“, ქაღალდი და ფანქრები. ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო 30-30 ეგზემპლარი ზემოხსენებული სახელმძღვანელო წიგნები, ხოლო ნივთები, რამდენიც შესაძლებელი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა ივანე გძელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მუხრანის სკოლას სჭირდებოდა შემდეგი ნივთები: 13 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, უმთავრესი ისტორიული მოთხრობების სურათები, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმისა, კავკასიის, ევროპის და რუსეთის რუკები, არშინი, საჟენი და ფარგალი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერის „მგზავრის წერილები სვანეთზე“ მეოთხე ნაწილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ჯავახიშვილის პუბლიცისტური წერილი „შეუდარებელი ქვეყანა“.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ გიორგი ცერცვაძის ცნობით, 1881 წლის 22 ნოემბრისთვის სოფელ კირცხის სკოლაში სწავლობდა 40 მოსწავლე, მათგან სამი მეოთხედი ძალიან ღარიბი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერი „მგზავრის წერილები სვანეთზე“, მესამე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“ ჭანეთის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“ ტაოს-კარის შესახებ.