ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46127

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 ნოემბერს მასწავლებელი გიორგი ცერცვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ სოფელ კირცხის სკოლას სჭირდება შემდეგი სასწავლო სახელმძღვანელოები და ნივთები: „რუსკოე სლოვო“ I ნაწილი – 30, II ნაწილი – 8 ეგზემპლარი, „დედა ენა“ – 30, „ბუნების კარი“ – 8, 30 ასპიდის დაფა და გრიფელები, 30 ფანქარი, 30 დასტა საწერი ქაღალდი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 ნოემბერს მასწავლებელმა გიორგი ცერცვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ კირცხის სკოლას არავითარი სახელმძღვანელო და სასწავლო ნივთები არ მიუღია სასწავლო წლის განმავლობაში.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ნოემბერს მასწავლებელი ლეონტი ჯაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ ქვატანის სკოლისთვის პირველ რიგში საჭიროა მოსწავლეთა მერხები, ჩუბინიშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონი, დიდებულიძის „საღმრთო ისტორია“ (თარგმნილი ქართულად), ევტუშევსკის „არითმეტიკის მეთოდიკა“, „ვეფხისტყაოსანი“, ქართველი მეფეების ცხოვრება და სხვა ქართული წიგნები, რამდენიც შესაძლო იქნება. ასევე ღარიბთათვის შესაწირავად საჭირო იყო 30 ეგზემპლარი „დედა ენა“, 30 ცალი წერის დედანი (ჯუღელის), 30 დახაზული საწერი რვეული, 5 ცალი „ბუნების კარი“, 20 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებით, კალმები, ოთხკუთხიანი სახაზავები. ის გამგეობას სთხოვს, აღნიშნულ ნივთები გამოაგზავნონ არა სამაზრო სასამართლოდან, არამედ პირდაპირ, რადგან სასწავლებელი არის რკინიგზის პირას, შემდეგ მისამართზე: აბაშის სადგური, ქვატანის სკოლა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ნოემბერს სოფელ ქვატანის (აბაშის რაიონი) სკოლის მასწავლებელმა ლეონტი ჯაშმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სკოლის სახელზე არასდროს გამოგზავნილა სახელმძღვანელო წიგნები და სასწავლო ნივთები მისი მასწავლებლობისას და ასევე, არც მისი წინამოადგილეების დროს, როგორც მან გაარკვია.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერის „მგზავრის წერილები სვანეთზე“ მეორე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“ ქობულეთის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერი „მგზავრის წერილები სვანეთზე“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ მამასახლისები კანონით აკრძალვის მიუხედავად ფიზიკურად უსწორდებოდნენ გლეხებს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თელავის მაზრის მამასახლისმა მათრახით სცემა ერთი ღარიბი გლეხი, რომელსაც ჯარში წასასვლელად თოფი არ ჰქონდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ როდესაც ჯარის შესაკრებად ხალხს ითხოვდა მთავრობა, თელავის მაზრის მამასახლისი უმეტესად იმ კაცებს გზავნიდა, რომლების ჯავრიც სჭირდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 30 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“, რომელშიც საუბარია შავშეთზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“, რომელშიც საუბარია აჭარაზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 30 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის ლექსი „ხმა ლოპიანას საფლავიდან“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ერთ-ერთი ცხოვრებისეული ისტორია სათაურით „ხათაბალა“. ისტორიის ავტორის ფსევდონიმია „ანჩისხატისუბნელი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „კავთობა სოფელ კურდღელაურში“. სტატიიდან შეგვიძლია გავეცნოთ ერთ-ერთი ადგილობრივი გლეხის მიერ მონათხრობ ისტორიას „კავთობის“ შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერის „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“, მესამე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერის „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“, მეორე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით აღალო თუთაევმა დაწერა კომედია „ფული ვიტირო თუ ცოლიო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბიბლიოგრაფიული განცხადება, რომ დაიბეჭდა ანასტასია მიხეილის ასულის თუმანიშვილის მიერ რუსული ენიდან ნათარგმნი რობინზონ კრუზოს თხზულება „დეფოსი“ წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა. წიგნი ექვსი შაური ღირდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილმა შეადგინა წიგნი „საქართველოს მოკლე ისტორია“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ ილია ლუკას ძე ბახტაძის (ხონელის) ფელეტონში „საკვირაო სხარტულა“ გაკრიტიკებულნი არიან ქართველი მსახიობები, რომლებმაც საზოგადოებას ქედმაღლობითა და არაპროფესიონალიზმით თეატრზე გული აუცრუეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნად მოეწვიათ მწერალთა კავშირის, განათლების კომისიის, მასწავლებელთა კოოპერატივის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და სხვ. წარმომადგენლები. სწორედ მათგან უნდა შემდგარიყო კომიტეტი, რომელიც უხელმძღვანელებდა წლისთავს. დადგენილებას ხელი მოაწერეს ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის წინადადება, რომ იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნად უნდა აერჩიათ სხვადასხვა დაწესებულებათა წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისია. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.