ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47346

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 ნოემბერს თევდორე კიკვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინა რეზოლუცია სასკოლო სექციის მიერ სასწავლებლების გარკვეული ტიპის შემუშავების შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატებისას სხვა უწყების სკოლაში ნამსახურები დროის გათვალისწინება გადაწყვიტეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, სოფიო კულიკოვსკისამ საზოგადოებას 1000 მანეთი უანდერძა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ხალხის სკოლასთან დასაკავშირებლად მასწავლებლებს სკოლაში სახალხო კითხვებისა და საუბრების ხშირად გამართვა დაავალეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სოფიო კულიკოვსკისას ანდერძი განიხილეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ ანდრონიკაშვილის თხოვნა კავკასიის რუკის გამოსაცემად 250 მანეთის სესხების შესახებ. გამგეობამ უარი უთხრა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 ნოემბერს თევდორე კიკვაძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისადმი წარდგენილი რეზოლუციის თანახმად სასკოლო სექციას მასწავლებლებისთვის პედაგოგიური კურსებისა და კრებების გამართვა დაავალეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: ტ. ზაალიშვილი, ივანე პავლეს ძე ბურჭულაძე, გიორგი მაქსიმეს ძე მახარაძე, ვალენტინა (ვალიდა) მალაქიას ძე თალაკვაძე და პორფირე სამსონის ძე წირქვაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: ერმილე ივანეს ძე კვერეხაძე, დავით დავითის ძე კარიჭაშვილი, ელენე დავითის ასული კარიჭაშვილი და ელენე გიორის ასული ბერძნიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: დავით ვასილის ძე ხახუტაშვილი, მარიამ სვიმონის ასული რცხილაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს ხელოვანთა საზოგადოების თხოვნა, 26 მაისის მომწყობ კომისიაში ორი წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დავით კარიჭაშვილი და კირილე ნინიძე შეარჩია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები – არჩილ ჯაჯანაშვილი, ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი, თევდორე კიკვაძე, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 11 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1915 წლის პირველი იანვრიდან მომგებიან ბილეთებს სახელმწიფო ბანკი აღარ დააზღვევდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: თ. კიკვაძე, ნ. ნაკაშიძე, შ. დედაბრიშვილი, მეთ. კაკაბაძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი ლასხიშვილმა თბილისის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას მისწერა, რომ განათლების სამინისტრომ რესპუბლიკის საზღვრებში კერძო სასწავლებლების დაარსების ნება დართოთ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ხაშურში იოსებ ფანცულაიას მიერ დაარსებული ბიბლიოთეკა არსებობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძის ჯამაგირი 1500 მანეთი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს სკოლების მეთვალყურის, გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძის ჯამაგირი 1800 მანეთი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი ლასხიშვილმა თბილისის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას მისწერა, რომ კერძო სასწავლებლების დაარსების შემთხვევაში მათ სასწავლო გეგმა განათლების სამინისტროსთვის წინასწარ უნდა გაეცნოთ. ასევე აცნობეს, რომ კანონით საღვთო სჯული სავალდებულო საგნად არ ითვლებოდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ერეკლე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ გადაიხადა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 20 მანეთი, 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძემ თავის სტამბასთან ფასიანი ბიბლიოთეკა გახსნა, რომელიც 1892 წლიდან უფასოდ ემსახურებოდა მკითხველებს. 1897 წელს კონსტანტინე თავართქილაძემ თავისი ბიბლიოთეკის მთელი ფონდი უსასყიდლოდ გადასცა ქალაქის მმართველობის მიერ ახლად გახსნილ სახალხო ბიბლიოთეკას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წლიურ კრებას დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა საზოგადოების საპატიო წევრ ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის გარდაცვალების ამბავი აცნობა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 მაისს გიორგი მაჭავარიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 6 მანეთი გადაიხადა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის აპრილში მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 6 მანეთი გადაიხადა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბუღალტრის, ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის ჯამაგირი 840. 70 მანეთი იყო.