ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51413

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ წივწივაძის მიერ აშენებული თეატრიდან ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ კორნელი ალექსის ძე ქაცარავა, სერგო დავითის ძე მამალაძე და მათე ვასილის ძე ბახტაძე ხონის თეატრის დასის წევრები გახდნენ.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 14 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ზუბალაშვილი თბილისის თვითმმართველობის პირველი ხარისხის ხმოსანთა სიაში იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 8 დეკემბრის „დროების“ ცნობით, კირილე პეტრეს ძე იანოვსკი კავკასიის მაზრის სამასწავლებლო მზურველად დანიშნეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე საფინანსო კომისიის წევრებად აირჩიეს პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი, ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანი, გ. გ. გამრეკელოვი, ისააკ ივანეს ძე პურადოვი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე სასკოლო კომისიის წევრებად აირჩიეს: იოსებ ივანეს ძე ოცხელი, გაბრიელ პეტრეს ძე ცაგარეიშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ნაზაროვი, გიორგი ლევანის ძე ქორქაშვილი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე მიიღეს დადგენილება, შექმნილიყო კომისია, რომელიც დაადგენდა ქალაქის საზღვრებს და ქუჩებს დაარქმევდა სახელებს. კომისიის წევრებად აირჩიეს სოლომონ იოსების ძე წერეთელი, სამსონ ნიკოლოზის ძე დათეშიძე, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პეტროგრადში ალექსანდრე დიმიტრის ძე არაბიძის მიერ დააარსებულ სტამბაში ქართული წიგნებიც უნდა დაებეჭდათ.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს ალექსანდრე ჭყონია იყო ყოველთვიური პოლიტიკურ-ლიტერატურული ჟურნალის „მოამბე“ რედაქტორი.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლამდე თედო სახოკია იყო ქართულისა და ფრანგული ენების მასწავლებელი თბილისის მეშვიდე გიმნაზიაში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს თედო სახოკია ფრანგულს ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს თედო სახოკია ინგლისში ჩავიდა, როგორც ჭიათურის შავი ქვის საწარმოს წარმომადგენელი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ემიგრაციიდან თბილისში დაბრუნებული თედო სახოკია მეშვიდე გიმნაზიაში ქართულსა და ფრანგულ ენებს ასწავლიდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ვასილ პეტრიაშვილი იყო პროფესორი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ალექსანდრე სარაჯიშვილი იყო საზოგადო მოღვაწე და მწერალი.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის სექტემბერში გიორგი გვაზავა იყო ვექილი.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს თედო სახოკია სოხუმის ქალაქის თვითმართველობის მდივნად დაინიშნა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ნიკოლოზ თავდგირიძე იყო სოხუმის ქალაქისთავი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს მიხეილ ესაკია სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ფოთის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს გიორგი დეკანოზიშვილი იყო პარიზში გამოსული არალეგალური გაზეთის „საქართველო“ გამოცემის ტექნიკური შემსრულებელი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს არჩილ ჯორჯაძე იყო პარიზში გამოსული არალეგალური გაზეთის „საქართველო“ სარედაქციო საქმეთა ხელმძღვანელი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ლავრენტი დავითის ძე აგლაძე თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშნა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდლად დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე.

1870

ტიპი: თანამდებობა

1870-იან წლებიდან სტეფანე მელიქიშვილი იყო მესტამბე.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს პარიზის საანთროპოლოგო საზოგადოებამ თედო სახოკია თავის საზღვარგარეთელ წევრ-კორესპონდენტად აირჩია.