ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50481

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 18 აპრილს ქალაქ ფოთის სიახლოვეს შეამჩნიეს ოსმალთა სამი სამხედრო ხომალდი, რომლებიც შემდეგ სოხუმისკენ წასულან.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 12 აპრილს გუმბრის ლაშქრის სარდალმა თავის უფროსობას სთხოვა, 200 ჯარისკაცთან ერთად მიეღოთ რუსეთის ჯარის სამსახურში ოსმალებთან დაპირისპირების დროს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საგარეჯოდან მიიღეს წერილი, რომ სოფელი უხვ მოსავალს ელოდებოდა, რაც მათთვის ძალიან სასიხარულო ფაქტი იყო, მაგრამ არეული ამინდების გამო მოსახლეობა დასნეულებულა და დღეში ორი ადამიანი აკლდებოდა სოფელს. მათივე ცნობით, სოფელში ექიმი არ ჰყავდათ და საჭირო წამლის შოვნაც შეუძლებელი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისში დააარსეს პირუტყვთა მფარველობის საზოგადოება, რომლის წესდება უახლოეს მომავალში დამტკიცდებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით 1-ლი მაისიდან დაიწყებოდა მატარებლით მიმოსვლა ახალ რკინიგზაზე რიონის სადგომიდან ქუთაისამდე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ „სასოფლო გაზეთის“ ინფორმაციით ქალაქ თელავში 7000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. იანვარსა და თებერვალში 340 ადამიანი გარდაიცვალა, ადგილობრივი თვითმმართველობა კი არც დაინტერესებულა გარდაცვალების მიზეზი გამოეკვლია.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 16 აპრილს პოლიციის უფროსმა სამმართველოს წინ შეკრიბა „ასასები“ და ღამით ქალაქის ქუჩების მეთვალყურეობა დაავალა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1-ლი იანვრისათვის თბილისის კომერციული ბანკის განყოფილებაში 457 მანეთი და 53 კაპიკი იყო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრება ირჩევდა სარევიზიო კომისიის წევრებსა და მათ კანდიდატებს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრება ირჩევდა გამგეობის თავმჯდომარეს, წევრებსა და წევრობის კანდიდატებს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების განმეორებით დანიშნულ კრებაზე რამდენი წევრიც არ უნდა გამოცხადებულიყო, კრება მაინც გაიმართებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრებაზე დანიშნულ დროს არ გამოცხადდა თბილისში მცხოვრებ წევრთა მეათედი მაინც, კრება დაინიშნებოდა განმეორებით არაუადრეს ერთი კვირისა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრება იმ შემთხვევაში გაიმართებოდა თუკი თბილისში მცხოვრებ წევრთა მეათედი მაინც გამოცხადდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების ჩვეულებრივი კრება გაიმართებოდა წლის დასაწყისში, არაუგვიანეს მარტისა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების ჩვეულებრივი კრება წელიწადში ერთხელ გაიმართებოდა, ხოლო საგანგებო – საჭიროებისამებრ. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრება იქნებოდა ჩვეულებრივი და საგანგებო. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების მმართველები იყვნენ თავად წევრები და ამ წევრების მიერ არჩეული გამგეობა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების წევრებს უფლება ჰქონდათ გამგეობისაგან მოეთხოვათ, არანაკლებ 20 რიცხვისა, საგანგებო კრების დანიშნვა იმ შემთხვევაში თუკი გამგეობის მხრიდან შენიშნავდნენ დარღვევას ან რაიმე ბოროტმოქმედებას. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების წევრს საწევრო უბრუნდებოდა როგორც საკუთარი ნებით გასულს, ისე კრების დადგენილებით გარიცხულს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების წევრს თუკი შეამჩნევდნენ მავნებლურ საქმიანობას, შეიძლებოდა კრების დადგენილებით გარიცხულიყო. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების წევრს შეეძლო განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა საზოგადოება. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების წევრის მიერ პროცენტით დაკლებული ნაყიდი წიგნები აღინიშნეობდა საწევრო წიგნაკში. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების წევრს უფლება ჰქონდა შეეძინა საზოგადოების გამოცემა 20%–იანი ფასდაკლებით. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის საადგილმამულო ბანკმა ქალაქის მამულებზე გრძელვადიანი სესხის სახით 565 500 მანეთი გასცა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის საადგილმამულო ბანკმა სოფლის მამულებზე გრძელვადიანი სესხის სახით 296 200 მანეთი გასცა.