ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46127

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების განყოფილების ლიკვიდაცია შეიძლებოდა კრების დადგენილებისა და გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების განყოფილება მევალეების წინაშე თავად იყო პასუხისმგებელი. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების განყოფილების ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება გადადიოდა საზოგადოების განკარგულებაში. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოება ქალაქების განყოფილებებს დროგამოშვებით ამოწმებდა და საჭიროებისამებრ აძლევდა შენიშვნებსა და რჩევებს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს 9 თებერვალს სალაროს შემოწმების დროს აღმოჩენილი რუსული ფულის ნიშნების – 1 123 000 მანეთის საკითხი, რის შესახებაც ოქმები იყო შედგენილი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის ნახევარ–მილიონი მანეთი მიეცათ ბუღალტრისთვის და გადამწერისთვის, თითოეულისთვის ცალ–ცალკე. სულ – 3 მილიონი. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის წინადადება დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის ნახევარ–მილიონი მანეთი მიეცათ ბუღალტრისთვის და გადამწერისთვის, თითოეულისთვის ცალ–ცალკე. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ უარი ეთქვათ დიმიტრი უზნაძისთვის ჰონორარის ასაღებად მოწმობის მიცემის თაობაზე, რადგან წიგნის ავტორებისთვის ჰონორარი მაშინ უნდა მიეცათ, როცა თავად საზოგადოება მიიღებდა განათლების კომისარიატის მიერ წაღებულ წიგნების საფასურს. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ სპეციალურ კომისიას საზოგადოების წიგნის მაღაზიის ძველი ბინიდან ახალში გადაეტანა ნივთები, ჭაღი, ელმავთულები და საანგარიშო. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ სააქციონერო კომპანიის „ინდუსტრიის“ წარმომადგენლები იღებდნენ საზოგადოების წიგნის მაღაზიის სხვა ბინაში გადატანის ხარჯებს. გადახდილი ჰქონდათ 5 მილიონი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ და ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ მოსამსახურე პირებისთვის შეეძინათ სიმინდი და პური მათი გასამრჯელოთი. დადგენილებას ხელი მოაწერეს: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და პავლე დავითის ძე საყვარელიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსამსახურე პირების თხოვნა, რომ მათი კუთვნილი გასამრჯელოთი შეეძინათ სურსათი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და პავლე დავითის ძე საყვარელიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი დიმიტრი ჩოლოყაშვილის ანდერძის შესახებ. ანდერძი არ იყო დამტკიცებული. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნიკოლოზ სპირიდონის ჩიგოგიძემ, ანა ილიას ასული სოლოღაშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და პავლე დავითის ძე საყვარელიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა და ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი მოსამსახურე პირებისთვის პურის ფულის მიცემის შესახებ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა და ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ საზოგადოება „ინდუსტრიისთვის“ დაეთმოთ წიგნის მაღაზიის ფართი და მაღაზია გადაეტანათ სხვა ბინაში. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების განყოფილების ლიკვიდაციის დროს ყველა მევალის დაკმაყოფილების შემდეგ მისი მთელი ქონება გადადიოდა იმ დაწესებულების ხელში, რომელსაც ბოლო კრება დაასახელებდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, გამგეობის პრეზიდიუმმა წიგნები გადააფასა. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ პრეზიდიუმის მიერ წარდგენილი ახალი წესდების პროექტი მცირე ცვლილებებით დადასტურებულიყო და დასამტკიცებლად წარედგინათ 8 იანვარს დანიშნულ რწმუნებულთა საგანგებო კრებაზე. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების კრებაზე დახურული კენჭისყრა წევრის გასარიცხად სავალდებულო იყო იმ შემთხვევაში, თუკი მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს შესწორებული და შეცვლილი წესდების პროექტი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის შემადგენლობა წევრების სრულად არჩევიდან მეორე წელს ორი მესამედით ახლდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის შემადგენლობა ყოველ წელს ერთი მესამედით ახლდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის შემადგენლობა პირველ წელს ერთი მეორედით ახლდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.