რეგისტრირებული ფაქტები50477
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე როჟდესტვენსკი ქუთაისის სემინარიის ინსპექტორად დაინიშნა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს თედო სახოკია ერთი წელი მასწავლებლად მუშაობდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და მაჰმადიანთა კომიტეტის წევრთა შორის გამართული სხდომის მდივანი იყო პავლე საყვარელიძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით ქონების კომისიის გამგედ დაინიშნა გიორგი გვაზავა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით სამხედრო კომისიის გამგედ დაინიშნა ნოე რამიშვილი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით საფინანსო კომისიის გამგედ დაინიშნა კონსტანტინე მესხი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციის კომისიის გამგედ დაინიშნა გრიგოლ რცხილაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით სასკოლო და ხელოვნების კომისიის გამგედ დაინიშნა ალექსანდრე ლომთათიძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით სახალხო მეურნეობისა და სასურსათო კომისიის გამგედ დაინიშნა გიორგი ლასხიშვილი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა და ასევე, საერობო და გამიჯვნის კომისიის გამგედ დაინიშნა აკაკი ჩხენკელი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით ჯანსაღობის კომისიის გამგედ დაინიშნა პავლე საყვარელიძე.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1889 წლებში, თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში ვასილ კოპტონაშვილის მასწავლებლობის პერიოდში გაზეთის „ივერია“ მუდმივი თანამშრომლები იყვნენ: ალექსანდრე ნანეიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, სტეფანე ჭრელაშვილი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აღმასრულებელი კომიტეტის საქმეთა მმართველად დაინიშნა პავლე საყვარელიძე და მდივნად დავით ნახუცრიშვილი.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1889 წლებში თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში ვასილ კოპტონაშვილის მასწავლებლობის პერიოდში გაზეთის „ივერიის“ მუდმივი თანამშრომლები იყვნენ: ილია ხონელი (ბახტაძე), არტემ ახნაზაროვი, გრიგოლ ვოლსკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კონსტანტინე კანდელაკი საფინანსო სექციის თავმჯდომარედ აირჩეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კახეთის რკინიგზის კომისრად დაინიშნა ნიკოლოზ ქარცივაძე.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილი (ხიმშიევი) დაჭრილთათვის მზრუნველი ალექსანდრეს კომიტეტის წევრად დაინიშნა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს სენაკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა ბორის იაკობის ძე ვასილიევი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის მოადგილედ დაინიშნა იმერეთის საეპარქიო სკოლების მეთვალყურე მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის დეკემბერში ფილიპე მახარაძე საქართველოს სსრ-ის რევკომის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს და მოსკოვში გაიწვიეს.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირველ დღეებში, შალვა ელიავა სუვერენული საბჭოთა საქართველოს მოსკოვის მიერ ხელდასხმულ ლიდერად ითვლებოდა, თუმცა წითელი არმიის ხელმძღვანელ ორგანოთა საქმიანობაში უშუალოდ ვერ ერეოდა.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-იან წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი ნიკოლოზ დარსკი იყო არქიმანდრიტი.