რეგისტრირებული ფაქტები49380
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ეკატერინე გაბაშვილისა, იაკობ გოგებაშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეშვიდე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ეკატერინე გაბაშვილისა, იაკობ გოგებაშვილი და ივანე რატიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ილიას ძეგლის მოაჯირის შესაკეთებლად 730 მანეთი გამოყო. ეს თანხა პეტრე გრიგოლის ძე მამრაძეს ნაწილ-ნაწილ უნდა მიეღო და ბოლოს გამგეობისთვის სრული ანგარიში წარედგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძის მოხსენება საგურამოს სკოლის რევიზიის შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება სოხუმის სკოლის რევიზიის შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილის მოხსენება წინარეხის სკოლის დათვალიერების შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს და პეტრე როსტომის ძე სურგულაძეს სამუზეუმო კომისიაში მონაწილეობა დაავალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს 541 მანეთი და 32 კაპიკი გადაუხადა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ ჯაჯანაშვილის რეზოლუცია ადგილობრივთა ინიციატივით ბიბლიოთეკის მხოლოდ ბინის და გამგის ჯამაგირის გარანტიის არსებობის შემთხვევაში გახსნის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ არჩილ ჯორჯაძეს ვლადიკავკაზის სკოლაში სამუშაო პროცესზე დაკვირვება და იქ არსებული მდგომარეობის აღწერა დაავალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 3-დან 10 დეკემბრამდე საზოგადოებას 22564.82 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს გიორგი ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ვლადიკავკაზის სკოლის მართვის წესების შეცვლისკენ მოუწოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წიგნის მაღაზიისა და მუზეუმის ქირა 140 მანეთი გადაიხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ არჩილ ჯორჯაძეს ვლადიკავკაზის სკოლაში ნიკოლოზ კურდღელაშვილის საქმიანობაზე დაკვირვება დაავალა.
1911
ტიპი: ღონისძიება
სამუზეუმო კომისიამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს სთხოვა მუზეუმის ასაშენებლად თავისუფალი ადგილი დაეთმო ფრეილინის ქუჩაზე შენობითურთ, სადაც იმ დროისთვის სათვადაზნაურო-საადგილმამულო ბაკი იყო განთავსებული.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ განიხილა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების განცხადება, რომ წერა-კითხვის საზოგადოების წიგნსაცავი და მუზეუმი საისტორიო საზოგადოების მუზეუმთან ერთად ქართული გიმნაზიის შენობაში მოთავსებულიყო. საზოგადოებამ დაადგინა, რომ შემოთავაზებული წინადადება მოსაწონი, თუმცა ძალიან სერიოზული იყო. ამიტომ გამგეობამ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანს და სერგი რომანოზის ძე გორგაძეს სთხოვა საისტორიო საზოგადოების საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად გამოეკვლიათ ეს საკითხი და გამგეობისთვის შემდეგ სხდომაზე მოეხსენებინათ.
1911
ტიპი: ღონისძიება
ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ მუზეუმის აშენება სრული ხარჯით იკისრა დავით სარაჯიშვილმა, რომელიც სამუზეუმო კომისიას სთხოვდა მუზეუმის ასაშენებლად ადგილი მოეძებნა.
1911
ტიპი: ღონისძიება
საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ სამუზეუმო კომისიის წევრებად ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი და მღვდელი კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე აირჩია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს ტიტე კახიძის შუამდგომლობა, რომ გამგეობა დახმარებოდა წიგნებით ან ფულით ალაგირელ ქართველებს, რომლებიც აპირებდნენ სკოლის გახსნას. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ალაგირელი ქართველებისთვის სკოლის გახსნის შემდეგ გაეგზავნა 25 მანეთის ღირებულების წიგნები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც გამგეობას თხოვნით მიმართა ახმეტის სამრევლო სკოლის პედაგოგმა სპირიდონ ბედიაშვილმა, რომ აღმოუჩინონ შემწეობა ახმეტის სახალხო ბიბლიოთეკას, რომლის დაარსება განზრახული აქვთ მიმდინარე წელს. გამგეობამ სპირიდონ ბედიაშვილს მომავალი ბიბლიოთეკისთვის გაუგზავნა საზოგადოების გამოცემანი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე რატიშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დუშეთში გახსნილ ალექსანდრე როინაშვილის სახელობის წიგნსაცავის გამგეობამ, რომ მათ გაუგზავნონ წიგნები და ნივთები, რომელიც განსვენებულმა როინაშვილმა კანცელარიაში დატოვა. გამგეობამ ნივთების გასაგზავნად 2 თუმანი გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი და ეკატერინე გაბაშვილისა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სამეგრელოში მცხოვრებმა 136-მა თავადაზნაურმა, რომ სენაკის სკოლის საქმე ხელახლა განეხილათ. გამგეობამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.