რეგისტრირებული ფაქტები47756
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 ოქტომბრის მოხსენებაში განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი მინისტრთა საბჭოს წინაშე შუამდგომლობს ქუთაისის ყოფილი სამასწავლებლო სემინარიის საქმის მწარმოებლისა და ეკონომისტ გ. ა. თარგამაძის ცოლ-შვილს დასაფლავების დროს გაწეული ხარჯების დასაფარად გამოუყონ 1 000 მან.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე, ალ. მდივანი 1918 წლის 21 ოქტომბრის მოხსენება ეხებოდა იმ მოსამსახურეთა სალიკვიდაციო ფულით დაკმაყოფილებას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების დღიდან დარჩნენ შტატგარეშედ, ესენი არიან: ამიერკავკასიის სახალხო განათლების სამინისტროს 20, ამიერკავკასიის სასწავლო ოლქის 48, თბილისის ქალთა ინსტიტუტის 94, ფიზიკური ობსერვატორიის 27, ამიერკავკასიის მუზეუმის 10 მოსამსახურე, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახალხო სკოლების დირექტორები და სხვ. საჭირო იყო 108 610 მან. 09 კაპ.
1918
ტიპი: ავტორობა
სახელმწიფო კონტროლიორ ფ. გოგიჩაიშვილის, პალატის გამგე სმირნოვის, უფროს რევიზორ ირ. გრიგორიანცის 1918 წლის 4 ნოემბრის ფინანსთა მინისტრსისადმი მიმართვაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო კონტროლს შეუძლებლად მიაჩნია, თანხმობა განაცხადოს სოჭის ოლქის სკოლებისთვის 192 880 მან. კრედიტის გახსნაზე, სანამ არ იქნება გამოკვლეული, ოლქი საქართველოს ტერიტორიაში შედის თუ არა.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის, გ. ლასხიშვილის 1918 წლის 30 ოქტომბრის მოხსენებაში ლიხაურის, ხევის, ამაღლების (გურია) და თამაკონის (სამეგრელო) უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლებისთვის ერთდროული დახმარების შესახებ ნათქვამია, რომ თითოეულს წლიურად სჭირდება 32-42 ათას მანეთამდე, მაგრამ რადგან ხაზინას ამდენის გაღება არ შეუძლია, ნაწილი მაინც უნდა დაფაროს.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილის 1918 წლის 12 ნოემბრის მოხსენება ეხება მასწავლებელ მარიამ არუთინოვისთვის 500 მანეთის ოდენობის შემწეობის აღმოჩენას. მას მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ჯამაგირი არ მიუღია, რადგან ამ დღეს დატოვა ბათუმი, რომელიც ოსმალოს ჯარებმა აიღეს. ის კუთვნილი თანხის გამოყოფას ითხოვდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ძველი სენაკის ქართული სკოლის ხარჯთაღრიცხვაში აღნიშნული 1917 წლის ვალის – 1 365 მანეთის განმარტება შემოსავალ-გასავლის ჩვენებით ხელმოწერით დადასტურა სკოლის გამგე გიორგი ლავრენტის ძე ბოკერიამ, მოხსენებიდან სწორად ამოღება კი – საქმის მწარმოებელმა ვარლამ დავითის ძე ძიძიგურმა.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილის, ალ. მდივნის 1918 წლის 4 ნოემბრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი ვასილ ჯაფარიძე. მის გაჭირვებულ ცოლ-შვილს მხოლოდ სასაფლაო უჯდებათ არანაკლებ 2 400 მან. ამიტომ მინისტრთა საბჭოს დაკრძალვის ხარჯებისთვის 5 000 მან. გამოყოფას სთხოვს.
1918
ტიპი: ავტორობა
მინისტრის მოადგილის 1918 წლის 26 ნოემბრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ საინგილოში არის ორკლასიანი ნორმალური ვაჟთა სასწავლებელი, ქალთა სამრევლო სკოლა და 4 ქალ-ვაჟთა სამრევლო სკოლა. რაც ეს მხარე აზერბაიჯანის ჯარმა დაიკავა (ვაჟთა სასწავლებლის გარდა), ისინი აზერბაიჯანის მთავრობამ აპრილიდან დახურა და მასწავლებლები უჯამაგიროდ დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაქათლის ოლქის, კერძოდ, საინგილოს მდგომარეობა გამოძიებული არ არის, მინისტრთა საბჭოს ამ სკოლებისთვის 20 250 მანეთის გამოყოფას სთხოვს ხელფასებისა და სამეურნეო ხარჯებისთვის.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 ნოემბერს განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს სთხოვა, სომხური ენის მასწავლებელ არტაშე აბეგიანს სამინისტროში წარედგინა ორი თითო მანეთიანი მარკა იმ თხოვნაზე დასართავად, რომელიც მას შეტანილი ჰქონდა სომხური ენის მასწავლებლის თავისუფალ ადგილზე დანიშვნის შესახებ. ხელს აწერენ დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებილი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიისა და მასთან არსებული დაწყებითი სასწავლებლის სამი კლასის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელმა, დეკანოზმა ივლიანე აბესაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ყველა სემინარიელს და, ზოგადად, საშუალო განათლებამიღებულ პირებს წარსულში მოუსწრო ახალი შტატის წყობილებამ, რომელმაც სემინარიადასრულებული პირები გაათანასწორა უმაღლეს სასწავლებელდამთავრებულ მასწავლებლებთან, როგორც ჯამაგირით, ასევე, პენსიის მიღების უფლებით.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიისა და მასთან არსებული დაწყებითი სასწავლებლის სამი კლასის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელმა, დეკანოზმა ივლიანე აბესაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სთხოვა, რომ აღედგინათ მისთვის წარსულში მინიჭებული უფლება და სხვების მსგავსად ისიც გაეთანასწორებინათ უმაღლესდამთავრებულ მასწავლებლებთან მაღალი ჯამაგირისა და პენსიის მიღების უფლებით.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ განყოფილების 1911 წლის შემოსავალ-გასავლის ოქმი გაუგზავნა. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1911 წელს თელავის განყოფილებამ თბილისის ბიუროს წარმომადგენელ გორდელაძეს წინასწარ გადაუხადა 20 მან. ჟურნალ-გაზეთებისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვ. კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივ. პაატაშვილი.