ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50834

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ბახტაძის (ხონელის)„სახელდახელო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე ბახტაძის (ხონელის) ფელეტონი „სააღდგომო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის მოთხრობის „გმირისეულის ქალის“ IV-V ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ბიუჯეტში 132073.75 მანეთის უძრავი ქონება იყო. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს გამგეობის თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ და მდივანმა გიორგი გამზარდიამ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნესტორ ქვარიანის სტატია საჩხერეში ვაჭრობის მდგომარეობის შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას სტატია „დასასრულის დასაწყისი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პირველდაწყებითი სკოლებისთვის ალექსი ილარიონის ძე გერსამიას შედგენილი ლოცვების წიგნი 2 შაურად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ფ. პატრიშვილის „მგზავრის შენიშვნების“ ნაწყვეტი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა პლატონ წულუკიძის წერილი „ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საყურადღებოდ“. 

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა „ივერიის“ №119-ში გამოქვეყნებული ოდესის ქართველი სტუდენტების წერილის საპასუხო წერილი, რომელიც ეკუთვნოდა ა მ. საღარაძეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის პუბლიკაცია „ქართული სკოლა“ სკოლების პრობლემატიკაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარის სტატია „საქართველოს ნავთსადგური უნდა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე შედგენილ ოქმს ხელი მოაწერეს გამგეობის წევრებმა: მიხეილ კეკელიამ, ვალერიან გეგეჭკორმა, ოლღა ხოფერიამ და გიორგი გამზარდიამ. 

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ელიავას სტატია „ჩვენი მწერლობის წვრილმანები“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 15 დეკემბერს სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე ფარმაცევტთა ამხანაგობის კრებაზე სიტყვით გამოვიდა ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივლისში გაზეთ „კვალის“ რედაქციამ ი. დათებაშვილის „ლექსები და ნაწყვეტები“ მიიღო. წიგნში მოთავსებული იყო დათებაშვილის მიერ შეკრებილი ილია ჭავჭავაძის, იროდიონ ევდოშვილის, მაჩხანელის, დუტუ მეგრელის, კაპიტონ გოგოლაძის, ფანდის და ა. შ. ლექსები. 

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ფ. პატრიშვილის სტატია „ევროპის ძველი და ახალი მეურნეობა“.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ხაბულიანის ლექსი „რწმენა“. 

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ხაბულიანის წერილი ჭიათურის მდგომარეობის შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძემ გამოაქვეყნა სტატია „ჩვენი ავ-კარგი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე ნიკო ნიკოლაძემ წაიკითხა მოხსენება „საერობო და საქალაქო თვითმმართველობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე ალექსანდრე ასათიანმა წაიკითხა მოხსენება „დამფუძნებელი კრების ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის და მთავარი კომიტეტის მუშაობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე მიხეილ გვალიამ წაიკითხა მოხსენება „პარტიული მუშაობა სოფლად“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე მიხეილ გვალიამ წაიკითხა მოხსენება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაარსება და მუშაობა შორაპნის მაზრაში“.