ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46103

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მალე დაიბეჭდებოდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის მიერ შედგენილი საყმაწვილო წიგნი „პატარა მოამბე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მალე დაიბეჭდებოდა ნინო სვიმონის ასული აბაშიძე–ორბელიანის ლექსთაკრება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მალე დაიბეჭდებოდა ქართული არითმეტიკული ამოცანების კრებული რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილის შედარებებით.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბიბლიოგრაფიული განცხადება, რომ დაიბეჭდა გერასიმე სიმონის ძე კალანდარიშვილის მიერ შედგენილი რუსული ენის სახელმძღვანელო, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა სრულად გადააკეთა. სახელმძღვანელო შედგებოდა ლექსებისაგან, მოთხრობებისა და ახალშედგენილი ბეჭდური და ხელნაწერი რუსული ანბანისაგან, ბოლოში კი დართული ჰქონდა 300 სიტყვიანი რუსულ–ქართული ლექსიკონი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის სტატია „საგრამატიკო შენიშვნა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის ფელეტონი „ოცი წლის წინად“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ელიავას სტატია „ჩვენებური საქმიანობის ორი მაგალითი“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ფილიპე მახარაძის სტატია „ისტორიული მატერიალიზმი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ სიმონ ქვარიანმა გამოაქვეყნა სტატია „ქართველი გლეხები და სოციალ დემოკრატიული პარტია“.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევნები გაიმართა. ამ წელსვე დაამტკიცეს საზოგადოების ახალი წევრებიც. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ჯაჯუ ჯორჯიკიას სტატია „დეპუტატი“ გამოქვეყნდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ბესარიონ ჯაიანის სტატია „სოციალ-დემოკრატების დამარცხება ბანძის არჩევნებში“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ სერგო გერსამიამ გამოაქვეყნა სტატია „ქალთა წრე“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ელიავას წერილი „პასუხად ს. ქვარიანს“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაბეჭდილ სტატიაში „ქართული საერო პოეზია“ ავტორი, ივანე გომართელი, აკრიტიკებს რაფიელ ერისთავის პოეზიას.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ეპისკოპოსმა დავითმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ სრული მოხსენება დაბეჭდა რუსულ ენაზე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ფილიპე მახარაძის სტატია „საუბარი სხვადასხვა საგნებზე“, რომელშიც ავტორი ნინია გარეჯელის (ივანე ჯაბადარი) მოსაზრებებს აკრიტიკებდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა რაჟდენ არსენიძის წერილი იმავე წლის 25 ნოემბერს გარდაცვლილი ჰერბერტ სპენსერის მოღვაწეობის შესახებ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს სიმონ ქვარიანმა გაზეთ „ბაქოში“ გამოაქვეყნა 3 სტატია ჭიათურაში გიორგი ზდანოვიჩის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა ჯაჯუ ჯორჯიკიას „შემოდგომა“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ეკალაძის მოთხრობა „უსახელო“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა არ. რაჟდენიძის სტატია „გასული წელი ჩვენში“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს თეოფილე ხუსკივაძის „ლევან ბატონიშვილი“ დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 23 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე იოსებ გრიშაშვილის ლექსი „დარჩი..დარჩი...“ გამოქვეყნდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ნიკო ლორთქიფანიძის „მარად და მარად“.