ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48071

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის სტატია „არა ღირს, მაგრამ მაინც...“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ გველესიანმა ახალი საკოოპერაციო ორგანოს, შრომის კავშირის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ნალჩიკის ქართული სკოლისთვის ადგილისა და შენობის შესაძენად ბაქოს განყოფილების გამგეობისგან 1050 მანეთი მიიღო. ფაქტი ხელმოწერით ვარლამ ბურჯანაძემ დაადასტურა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ზაქარია ჩხიკვაძის წერილი დაიბეჭდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 27 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა, ბაქოს, თელავის, სიღნაღის, კავკავისა და სოხუმის განყოფილებათა სკოლებიდან ომში გაწვეული მასწავლებლებისთვის სამუშაო შეენარჩუნებინათ. მასწავლებლები ჯამაგირის 50 პროცენტს უწყვეტად მიიღებდნენ. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში 248 წევრი იყო. საწევრო გადასახადი მთლიანად 280 მანეთს შეადგენდა. ფაქტი ხელმოწერით მეთოდე კაკაბაძემ დაადასტურა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში 66 წევრი მიიღეს, 27 წევრი კი გამოაკლდა. ფაქტი ხელმოწერით მეთოდე კაკაბაძემ დაადასტურა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში 209 წევრი იყო. საწევრო გადასახადი სულ 499 მანეთს შეადგენდა. ფაქტი ხელმოწერით მეთოდე კაკაბაძემ დაადასტურა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 18 აგვისტოს ზაქარია ჩხიკვაძემ პეტრე კარბელაშვილის მიერ შესრულებული „ღმერთო, ღმერთო“ ნოტებზე ჩაწერა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში 154 წევრი იყო. იმ წელს 55 ახალი წევრი მიიღეს. ფაქტი ხელმოწერით მეთოდე კაკაბაძემ დაადასტურა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ იოსებ ფანცულიას მიერ ივანე შარაშიძის დასაფლავებაზე წარმოთქმული სიტყვა გამოქვეყნდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობამ 35 სხდომა გაიმართა, რომლებზეც 120 საქმე განიხილეს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილ იოსებ ფანცულიას მიერ ივანე შარაშიძის დასაფლავებაზე წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნული იყო, რომ 1872 წელს ხონში ორკლასიანი სამინისტრო სკოლა დაარსდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებასთან დაარსებული იყო სასკოლო კომისია, დრამატული კომიტეტი და სამშენებლო ბიურო. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა სილოვან თომას ძე ხუნდაძის ლექსი „შეკითხვები სამშობლოსადმი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ვასილ წერეთელმა არისტო ქუთათელაძის ხსოვნის პატივსაცემად სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა სილოვან თომას ძე ხუნდაძის სტატია „ერთგული მოხელეები“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ჯაჯუ ჯორჯიკიამ „თავმოჭრილი დერვიში“ გამოაქვეყნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილება ქართული ეროვნული საბჭოს დაქვემდებარებაში გადავიდა. ფაქტი ხელმოწერით დავით თედეშვილმა დაადასტურა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული ეროვნული საბჭო დაარსდა. ფაქტი ხელმოწერით დავით თედეშვილმა დაადასტურა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს ალექსანდრე შანშიაშვილმა ხალხურ ზღაპრების მიხედვით აგებული ახალი პოემა – „სამი ძმა“ დაწერა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის აგვისტოში ექვთიმე ხელაძისა და ივანე როსტომაშვილის რედაქციით დაიბეჭდა წიგნი „ჩვენს ქალებს“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის აგვისტოში გამოიცა ალექსანდრე ნათაძის მიერ შედგენილი საყმაწვილო წიგნი „ბავშვების მოკეთე“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 11 ნოემბერს ხონში აკაკი წერეთელმა ივანე შარაშიძის დასაფლავებაზე სიტყვა წარმოთქვა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს დაიბეჭდა ვალერიან გუნიას „ქართული მიწერ-მოწერის კრებული“.