რეგისტრირებული ფაქტები49380
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს წინარეხის სკოლის მასწავლებელ ივანე იოსების ძე გიუნაშვილის ჯამაგირი 600 მანეთი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ საზოგადოების წიგნის გამომცემლობის წევრებს 20 მანეთი და 30 კაპიკი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრებად აირჩიეს: სიმონ ჯაფარიძე, იასონ ბაქრაძე, ნიკოლოზ ჭიჭინაძე, დავით ბაქრაძე და სხვები.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ვასილ კარბელოვისთვის 10 მანეთის მიცემის შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფელ თუზში სამინისტრო სკოლას ადგილობრივმა თავადმა პლატონ ლუკას ძე აბაშიძემ მიწა შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მეოთხე სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის, დავით კარიჭაშვილის წარმოდგენილი 1914 წლის მოქმედების ანგარიში და 1915 წლის სამოქმედო გეგმა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს საწევრო ერთიანად გადაიხადა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილმა წევრმა მღვდელმა გერვასი იოსების ძე ჯაოშვილმა.
1915
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 საანგარიშო წლის განმავლობაში დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციის გეგმის სრულად შესრულება ვერ შეძლო, რადგან საკმარისი დრო არ ჰქონდა და სამუშაოც ბევრი იყო. კარიჭაშვილის თქმით, მას სხვა დაეხმარა. სექციის მდივნის, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილის ცნობით, დავით კარიჭაშვილს შვილი, დავით დავითის ძე კარიჭაშვილი მიეხმარა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სავარაუდო შემოსავალ-გასავალი დაამტკიცეს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა, თავმჯდომარის მოადგილე დავით კარიჭაშვილმა, წევრებმა: გიორგი ლასხიშვილმა, შიო დედაბრიშვილმა, ლუარსაბ ბოცვაძემ, გრიგოლ რცხილაძემ, გიორგი ცინცაძემ, ნინო ანთაძე-ნაკაშიძემ. სავარაუდო გასავალი იყო: კანცელარიის ბინის ქირისთვის 600 მანეთი; საკანცელარიო წიგნების, განათების, გათბობისა და სხვა წვრილმანებისთვის 500 მანეთი; წლიური ანგარიშის დასაბეჭდად 360 მანეთი; ნივთების შესაძენად 25 მანეთი; სარგებლიანი ქაღალდებისა და მომგებიანი ბილეთისთვის 350 მანეთი; ჟურნალ „განათლების“ დამატებისთვის 200 მანეთი; საქმის მწარმოებლის ხელფასისთვის 1625 მანეთი; ბუღალტერის ხელფასისთვის 1078 მანეთი; გადამწერის ხელფასისთვის 360 მანეთი; კანცელარიის მსახურის ხელფასისთვის 350 მანეთი; მაღაზიის გამგის ხელფასისთვის 924 მანეთი; მაღაზიის გამგის თანაშემწის ხელფასისთვის 560 მანეთი; მაღაზიის მსახურის ხელფასისთვის 350 მანეთი; მაღაზიის ბინის ქირისთვის 600 მანეთი; დაზღვევისთვის 205 მანეთი; სამრეწველო ბაჟისთვის 170 მანეთი; წიგნების საწყობებში თაროების მოსაწყობად 200 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა კავკავის სკოლის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილება მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცდენების აღნუსხვის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას საპატიო წევრ გიორგი ქართველიშვილის მიერ შემოწირული 763 ცალი „ვეფხისტყაოსნის“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორიის“ გაყიდვიდან შემოუვიდა 1351 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ თბილისის მაზრის საერობო ხმოსანთა არჩევნებში ხმოსნებად აირჩიეს: მიხეილ ქარცივაძე, მიხეილ ჯიღაური, ნიკოლოზ ქურხული, ფაშა გასანოვი, პავლე სიროფატკინი, მიხეილ დაფქიაშვილი, ვალერიანე ბილანიშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თევდორაშვილი, მიხეილ კანდელაკი, ვასილ კანჯარაშვილი, მაქსიმე ბერძნიშვილი, გიორგი დავითის ძე ჯიღაური და იოსებ ბესელიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის, ივანე ავალიშვილის თხოვნა 1-ლი ივლისიდან თვე-ნახევრით დასვენების შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა გადადო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებას ხელმძღვანელობდა თავმჯდომარე მიხეილ ზანდუკელი, მდივანი იყო ნიკოლოზ შაფაქიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ახალი წესდების პროექტი განიხილეს. გამგეობამ გადაწყვიტა, პროექტში შეტანილი შესწორებები საზოგადო კრებისთვის გაეცნო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა გიორგი სიმონის ძე დემეტრაშვილმა გადაიხადა საწევრო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძისთვის გაეგზავნა 25 მანეთი მოთხოვნილი წიგნებისა და ნივთებისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოხსენება, რომ 1912 წლის 26 თებერვალს დაბა ხაშურში გაიმართა კრება იმ პირთა, რომელთაც სურდათ იქ დაეარსებინათ ბიბლიოთეკა და სამკითხველო. მათ ასევე აირჩიეს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრებად გიორგი იოსელიანი, ტრიფონ ჯაფარიძე, ალექსანდრე ნაიტაკი, იოსებ ძნელაძე და ივანე ტატიშვილი, რომლებიც მთავარმა გამგეობამ დაამტკიცა აღნიშნულ პოზიციაზე. ასევე ბიბლიოთეკის გამგეობამ საზოგადოებას სთხოვა თითო ცალი წიგნი მიეწოდებინათ თავისი გამოცემიდან, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ლუარსაბ ბოცვაძემ, რომ გაჭირვების გამო დახმარებოდნენ საზოგადოების სტიპენდიატ დავით ჩხეიძეს 15 მანეთით. გამგეობამ უსახსრობის გამო ვერ დააკმაყოფილა ლ. ბოცვაძის თხოვნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ გამგეობას სალიტერატურო ფონდიდან 1912 წლისათვის გაცემული ჰქონდა სულ 30 მანეთი, რომელიც 5 იანვრის დადგენილებით გაუგზავნეს იროდიონ ევდოშვილს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე მგელაძე, შალვა მიქელაძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ლუარსაბ ბოცვაძემ ბუნდოვანი სურათებისა და ფანრის შეძენის შესახებ, რომლებიც გამგეობის დავალებით დაათვალიერეს და შეაფასეს გიორგი ყაზბეგმა და ლუარსაბ ბოცვაძემ. გამგეობამ მას მოხსენებულ სურათებში 254.07 მანეთი გადასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ფილიპე მგელაძემ წარმოადგინა კალისტრატე გოგუას მიერ შემოწირული სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის ხელნაწერი. გამგეობამ შემოწირულობა მიიღო და მადლობა გამოუცხადა მას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობამ იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძეს ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ გაგრძელებული მისი სახელმძღვანელო წიგნების უკანონოდ ბეჭდვის საკითხთან დაკავშირებით თავის გასასამართლებელი საბუთი არაერთხელ მოსთხოვა, თუმცა მან არც ერთხელ არ წარმოადგინა იგი. მერკვილაძემ კი განმარტა, რომ საბუთების დაკარგვის შიშის გამო არ წარუდგინა საბუთები გამგეობას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს 2 დეკემბრის კრებაზე მიღებული რეზოლუცია სტიპენდიების შესახებ. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.