ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50844

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს თავისი შედგენილი ქართული წერის პალეოგრაფიული რუკა უნდა გაეგზავნა მოსკოვში, რათა იქ ლიტოგრაფიით დაებეჭდათ მოსკოვის არქეოლოგიურ გამოცემაში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკში კრედიტის გასაიაფებლად უნდა დაეკლოთ პროცენტი ორი ტიპის შენატანზე: სარგებელ სამატსა და ბანკის სარგებელზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის მიერ შედგენილ ქართული წერის პალეოგრაფიულ რუკაში მოცემული იყო უძველესი, მეათე საუკუნეში გამოყენებული მხედრული ანბანი, რომელიც რთულად იკითხებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის მიერ შედგენილ ქართული წერის პალეოგრაფიულ რუკაში მოცემული იყო სხვადასხვა საუკუნეში გამოყენებული ანბანი, რისთვისაც ისტორიული საბუთები და იადგრები ჰქონდა ავტორს გამოყენებული.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძემ რუსებისთვის შექმნა ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დაიბეჭდა და უახლოეს დღეებში გამოვიდოდა გასაყიდად ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის მიერ შედგენილი რუსული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გოგოლის შესახებ“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილის ფელეტონი „უცხოთა შორის“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „მკვდრების ქურდები“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის მოსაზრება, რომ სკოლის საქმის უკეთ წარსამართად უმჯობესი იყო ინსპექტორისთვის მხოლოდ პანსიონის ზოგადი მეთვალყურეობა ჩაებარებინათ, ხოლო საფუძვლიანი გაკონტროლება სხვა პირისთვის გადაებარებინათ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს დაიბეჭდა ალექსანრე ფრონელის „მთიულეთი 1804 წელს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ სპექტაკლს ძალიან უშლიდნენ ხელს და ამახინჯებდნენ მოუმზადებელი მონაწილეები. სპექტაკლამდე რეპეტიციის გავლა აუცილებელი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდო“, მე-6 თავი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ არტისტის ხელოვნება იყო მის მიერ შესრულებული როლის ვნება, აზრი და ხასიათი, რასაც დრამატურგი დაავალებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ნატალია მერაბის ასულ გაბუნიას მსგავსი დიდი არტისტი კიდევ დიდხანს არ გამოჩნდებოდა სცენაზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ნატალია მერაბის ასული გაბუნია ნამდვილი არტისტი ქალი და დიდი ნიჭის პატრონი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კინტოებს მოსწონდათ სიტყვამოსწრებულობა, მაგრამ ისეთი არა, როგორიც ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის კომედიებში იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ნაკლი სწორედ მისი გადაჭარბებული ოხუნჯობა იყო. მას წერის სტილი უნდა შეეცვალა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის კომედიების ყველა მოქმედი პირი – დიდი, პატარა, ქალი თუ კაცი ყველა გადაჭარბებულად ოხუნჯობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი თავის ტექსტებში ოხუნჯობის ზომიერებას ვერ იცავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის კომედიების ხარისხს ასუსტებდა გადაჭარბებული ოხუნჯობის სტილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელს ოხუნჯობაში ბადალი არ ჰყავდა და სწორედ ეს იყო მისი ძალა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი თავის ტექსტებში მუდმივად ყმაწვილივით ცელქობდა და ოხუნჯობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის მწერლობაში არ ჩანდა მისი ნიჭის ღირსება და ნაკლი. მისი ტექსტები მხოლოდ ოხუნჯობის ხასიათს ატარებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ მიმბაძველობა ადამიანის ბუნების ნაწილი იყო.