რეგისტრირებული ფაქტები48051
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ვასილ პატარაშვილი გორის მაზრიდან, რომელმაც შეადარა ძველი სახელმწიფო ინსპექტორებისა და ერობის ხანის მდგომარეობა. მისი აზრით, ძველ დროს სკოლისთვის არაფერი თვალსაჩინო გაკეთებულა, ხოლო ახლანდელი სასკოლო განყოფილების გამგის მეშვეობით მაზრაში გაიხსნა 47 ახალი სკოლა, მასწავლებლები უზრუნველყოფილნი არიან, თუმცა ძველი ინსპექტორების მიერ გაბნეული დოკუმენტების გამო მასწავლებლებს უფერხდებათ ხუთწლეულების მიღება.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პავლე ღუდუშაური თელავის მაზრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ მაზრაში არის 41 დაწყებითი სასწავლებელი, ქალაქისა და მაზრის 112 მასწავლებელი გაერთიანებულია კავშირში, სამაზრო ერობასთან დაარსებულია სასკოლო საბჭო, რომელიც განაგებს სასკოლო საქმეებს, საბჭომ მოაწყო ხატვა-ძერწვის კურსები.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ვარლამ დავითის ძე ძიძიგური რკინიგზის სკოლიდან, რომელმაც განაცხადა, რომ რკინიგზის სკოლების მდგომარეობა ერობის მასწავლებლებთან შედარებით უკეთესია, დაცულია უფლებრივი და ეკონომიკური ინტერესები, სკოლები გაეროვნებულია, მთელ ხაზზე არის 200-მდე სკოლა, თითოეულ მასწავლებელს ჰყავს არა უმეტეს 40 მოწაფისა, ხელფასებს დროულად იღებენ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა სამსონიძე ფოთის სახელოსნო სასწავლებლიდან, რომელიც შეეხო ფოთის, ბორჯომისა და ხონის სახელოსნო სასწავლებლების მძიმე მდგომარეობას და აღნიშნა, რომ მიუხედავად მთავრობის ყურადღებისა ტექნიკური და პროფესიული განათლების მიმართ, ამ სასწავლებლებში ვითარება არ უმჯობესდება.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა სევერიანე არსენის ძე მჟავანაძე ქ. ფოთიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქში არსებობს 8 დაწყებითი სასწავლებელი და ერთი უმაღლესი სასწავლებელი აგრონომიული განყოფილებით, არსებობს ფილიალი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ყველანაირი პროფილის მასწავლებლები, ქალაქს არ ჰყავს განსაკუთრებული ინსტრუქტორი, კავშირმა დააარსა პედაგოგიური კურსები.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ვასილ მაქსიმეს ძე ქობულია ზუგდიდის მაზრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ მაზრაში არსებობს 100 დაწყებითი სკოლა, 1918 წელს ფილიალები არ იყვნენ შეკავშირებულნი, 1919 წელს გაერთიანდნენ სამაზრო კავშირში, რომლის გამგეობა ცენტრიდან დაბაში გადავიდა, კავშირს ურთიერთობა აქვს სამაზრო ერობასთან.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ჩიქოვანი ბათუმიდან, რომელმაც განაცხადა, რომ ბათუმში არსებობს ორი დაწყებითი და ერთი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, არ არსებობს მასწავლებელთა კავშირი, გიმნაზია ცუდ მდგომარეობაშია, რადგან არც მთავრობა და არც ადგილობრივი საზოგადოება ყურადღებას არ აქცევს. სწავლის მსურველი ბევრია, მაგრამ არაა სათანადო პირობები. გიმნაზიაში სწავლობენ მაჰმადიანებიც.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა თამარა კიკვაძე რაჭის მაზრიდან, რომელმაც განაცხადა, რომ კარგი მასწავლებლები თავს არიდებდნენ რაჭის მაზრაში მუშაობას, ხოლო ახლად დანიშნულები ვერ ასრულებდნენ მოვალეობას, სკოლები მოუწყობელი იყო, მასწავლებლებს უხდებოდათ 2-3 განყოფილებასთან ერთდროულად მუშაობა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსმა მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძემ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელშიც იმედოვნებს, რომ ევროპა არ დააყოვნებს სომხეთის მიღებას და სომხეთიც მალე იდღესასწაულებს დამოუკიდებლობის ცნობას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსმა მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძემ საპასუხო დეპეშა გაუგზავნა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელშიც მადლობას უხდის საქართველოს დამოუკიდებლობის მოლოცვისთვის და ასევე ულოცავს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარებას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ერევანში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მოადგილე ალექსანდრე ყანჩელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ ერევანში დიდი ბრიტანეთის მისიის მეთაური გურსი მილოცვას უგზავნიდა საქართველოს მთავრობას დამოუკიდებლობის ცნობის გამო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ერევანში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მოადგილე ალექსანდრე ყანჩელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ ერევანში დიდი ბრიტანეთის მისიის მეთაურმა გურსიმ აცნობა საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარება.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის კრებაზე განცხადებული მოსაზრება, რომ რამდენიმე წლის გამოცდილებით სკოლაში სწავლის პროცესის უკეთ წარმართვისათვის უმჯობესი იყო მუდმივი მასწავლებლის დანიშვნა პროგიმნაზიულ კლასებშიც კი და თუ ყველა საგნებისთვის არა ზოგიერთისთვის მაინც.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის მიერ კრებაზე განცხადებული მოსაზრება, რომ ამავე წელს პროგიმნაზიულ მეოთხე კლასში სწავლობდა 10-მდე მოსწავლე, რომელთაგან 7 მაინც მეხუთე კლასში უნდა გადასულიყო, რადგან თავისუფლად შეეძლოთ მაღალი კლასის პროგრამის ათვისება.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მღვდელმა დიმიტრი ჯანაშვილმა, რომელიც ქალაქ ნუხაში (შაქი) მოღვაწეობდა შეადგინა ვრცელი წერილი ქრისტიანობის მდგომარეობის შესახებ საინგილოში და დაბეჭდვის ნებართვის ასაღებად წარუდგინა ეგზარქოსს, რომელმაც ნება დართო მას ზოგიერთი ადგილების გამოკლებით დაებეჭდა ეს წერილი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის განცხადება, რომ სკოლაში ინსპექტორს პროგიმნაზიული და მოსამზადებელი კლასების გარდა სამეთვალყურეოდ ჩაბარებული ჰქონდა პანსიონიც, სადაც 63 მოსწავლე სწავლობდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის განცხადება, რომ სკოლაში ინსპექტორი განაგებდა ოთხ მოსამზადებელ და ოთხ პროგიმნაზიულ კლასს, რომლებსაც სექტემბრიდან შეიძლებოდა მეხუთე კლასიც დამატებოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონში მოსწავლეების ფულადი დახმარების ხარჯი შეადგენდა 305 მანეთს, რომელიც იმ წელს ფინანსების სიმცირის გამო გამგე-კომიტეტმა შეამცირა.