ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49380

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს: იაკობ გოგებაშვილმა, ნიკო მთვარელიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის კლასებისათვის განკუთვნილი მოსამზადებელი პროგრამების და ამავე სკოლის პედაგოგების არჩევის პროტოკოლის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ დაამტკიცა როგორც მოსამზადებელი პროგრამები, ასევე პედაგოგების არჩევის პროტოკოლი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ხელთუბნის სკოლის მზრუნველმა ანასტასია წერეთელმა, რომ დროებით ან ყოველთვიურად დახმარებოდნენ სკოლის ყოფილ პედაგოგ ილურიძეს, რომელიც ჭკუაზე შეიშალა და არანაირი საარსებო წყარო არ გააჩნდა. გამგეობამ პედაგოგ ილურიძეს 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად დაუნიშნა სამ-სამი მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ივანე აბაშიძემ და ივანე ზურაბიშვილმა, რომ როცა გამგეობამ სენაკის სკოლის საქმე განიხილა, ისინი არ ესწრებოდნენ აღნიშნული საქმის განხილვას და სურდათ მათი აზრი შეეტანათ ოქმში. ისინი აცხადებდნენ, რომ სამსონ ყიფიანი უნდა გადაეყვანათ ჩვეულებრივი მასწავლებლის პოზიციაზე, რადგან მისი არასწორი ქმედება სკოლის საქმეების განხილვის შემდეგ ნათლად გამოჩნდა. გამგეობამ ხსენებული პირების მოხსენება ჩაწერა 15 ივნისით დათარიღებულ ოქმში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის სკოლის პროტოკოლები სკოლის პედაგოგების არჩევის შესახებ და ასევე ინსპექტორის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის განხილვა გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობასთან ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა გამოაგზავნა პიროვნება, რომელიც გარკვეული იყო პედაგოგების არჩევის პროტოკოლის საკითხში და ასევე გამოაგზავნა სასწავლო გეგმა, რომლის განხილვა საზოგადოებამ დაავალა დავით კარიჭაშვილს, იაკობ გოგებაშვილს და ნიკო მთვარელიშვილს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე გამგეობამ თანხმობა განუცხადა თომა მთავრიშვილს შეესყიდა წიგნები ქუთაისში მოვაჭრე ვასილ ბეჟანეიშვილისგან საზოგადოების სახელით სოფლებში დასარიგებლად და ასევე სთხოვა, რომ გამგეობისთვის გამოეგზავნა მის მიერ შეგროვებული თანხა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე მარიამ ორჯონიკიძემ და ეკატერინე ტატიშვილმა წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები, საიდანაც გამგეობამ ჯამში ამოიღო 11.2 მანეთი და 3 აბაზი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას ამცნო სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა, რომ ის თანახმა იყო სკოლაში აღმზრდელად დაენიშნა გამგეობის მიერ შერჩეული პიროვნება გიორგი ბოკერია, რომელსაც შეეძლო გალობისა და ასევე სამეურნეო საქმეების სწავლება ბაშვებისათვის. გამგეობამ განაცხადა, რომ გიორგი ბოკერია დროებით აეყვანათ აღმზრდელის პოზიციაზე სამუშაოდ და თუ დროთა განმავლობაში თავს გამოიჩენდა კარგი ცოდნით, იმ შემთხვევაში მას დაამტკიცებდნენ მუდმივ მასწავლებლად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ივანე რატიშვილმა და დავით ქადაგიძემ დასაბეჭდად წარმოდგენილი ხელნაწერ „ხე და მისი ცხოვრების“ შესახებ, რომლის განხილვა საზოგადოებამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე მარიამ იოსების ასულმა ჯავახიშვილმა და აბელ იაშვილმა წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ ფულის მოსაგროვებლად წაღებული ყულაბები. გამგეობამ გახსნა ყულაბები, რომლებშიც სულ 13.66 მანეთი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, კიტა აბაშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს წინარეხის სკოლის პედაგოგის თხოვნა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ 12 მაგიდა, რათა სკოლას მიეღო შესაბამისი რაოდენობის მოსწავლეები. საკითხი განსახილველად გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა ნიკოლოზ ცხვედაძემ, რომ სვანეთში ევტიხი მამინაიშვილის სახელზე გაეგზავნათ წიგნები წერა-კითხვის გასავრცელებლად, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა და სვანეთში 50 ცალი „დედა ენა“ გააგზავნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე მიიღეს სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანის წერილი, რომლითაც გამგეობას მიმართა თხოვნით, რომ ნება დაერთოთ ჩასულიყო ქალაქში სკოლის საქმეების მოსაგვარებლად. პასუხად გამგეობამ სამსონ ყიფიანის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა. სხდომაზე მიხეილ საბინინმა გამგეობას წერილით შეატყობინა, რომ საზოგადოებას გამოუგზავნა „საქართველოს სამოთხის“ კლიშეები, რომელთა შემოწმება დავით კარიჭაშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს და გრიგოლ ყიფშიძეს დაავალეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთხუთმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებდოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ეკატერინე თარხნიშვილი და ანასტასია წერეთელი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი მაისიდან 11 მაისამდე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დააკმაყოფილა აპოლონ წულაძის თხოვნა, ბიძინა წულაძისთვის დაენიშნათ სტიპენდია წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში. გამგეობამ მოსწავლე წულაძეს გადასცა სტიპენდია 5 თუმანი, თან გადაწყვიტა, რომ საქმე ხელახლა განეხილათ აგვისტოში სტიპენდიების განაწილების დროს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბორჯომის განყოფილების გამგეობამ წარმოადგინა ახსნა-განმარტება ვლადიმერ ყიფიანის განცხადების შესახებ, ასევე წლიურ ანგარიშთან ერთად შეადგინა საზოგადო კრების ოქმი და მოითხოვა მისი დამტკიცება.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საგურამოს სკოლის მასწავლებელ არისტოფანე რამინიშვილის მოხსენება სკოლის ვითარების შესახებ. გამგეობამ საკითხის გამოძიება და მომდევნო სხდომაზე მოხსენების გაკეთება ალექსანდრე ყიფშიძესა და ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების სასწავლებლისთვის ქართული ენის მასწავლებლის არჩევის შესახებ. გამგეობის განცხადებით ორი პიროვნება: ყიასაშვილი და ევგენია ეგაძე ითხოვდნენ დაენიშნათ მასწავლებლის პოზიციაზე. მათი გადაწყვეტილებით კი ქართული ენის მასწავლებლად პირველ ივნისამდე დანიშნეს ევგენია ეგაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წიგნების მაღაზიის გამგემ, ნება დაერთოთ ცხინვალის სკოლის მასწავლებელ მარიამ დავითაშვილისთვის ნისიად მიეცა 60 მანეთის წიგნები, რომლის თავდებობასაც თავად კისრულობდა. გამგეობამ მაღაზიის გამგის თხოვნა დააკმაყოფილა და 6 თვის ვადა დაუნიშნა თანხის დასაფარად.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვასილ კარბელაშვილმა გამგეობას მიმართა თხოვნით, რომ მისგან შეეძინათ მის მიერ წარმოდგენილი წიგნები. გამგეობამ წიგნების არჩევა დავით კარიჭაშვილსა და სერგი გორგაძეს დაავალა, რის შემდეგ მათ არჩეულ წიგნებში ვ. კარბელაშვილს 3 თუმანი მისცეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე განცხადება გააკეთა სენაკის სკოლის ახალმა მასწავლებელმა მელაქია სირაძემ, რომ მას აღარ შეეძლო სკოლაში სწავლება, რადგან სკოლის მზრუნველმა ის დანიშნა ქუთაისის საქალაქო სკოლის მასწავლებლად. გამგეობამ სენაკის სკოლის მასწავლებლად მელაქია სირაძის ნავცლად დანიშნა ივანე გომელაური.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 12 იანვრამდე. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის პირველ დეკემბერს გამგეობამ განიხილა თბილისის მეორე სკოლის გამგის თხოვნა, რომ გამგეობას გამოეყო მათთვის თანხა, რათა სკოლაში ყოველ თვიურად მოეწვიათ ქართული ენის მასწავლებელი. საკითხის განხილვა და სკოლის შესახებ მოხსენების გაკეთება გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა.