ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50844

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ კომიტეტმა გასულ წლის 3 სექტემბერს შერჩეულ 95 მოსწავლეს კენჭი უყარა და პანსიონში სასწავლებლად მხოლოდ ისინი მიიღო, ვინც კენჭისყრის შედეგად შეირჩა. თელავის მაზრიდან ერთმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა გამოცდა შესაფერის კლასში მოსახვედრად და მის ნაცვლად პანსიონში ღარიბი მოსწავლე მიიღეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს სკოლის კომიტეტის მიერ შერჩეული 75 მოსწავლიდან, რომლებსაც კენჭისყრის გავლის შემდეგ უნდა ესწავლათ სათავადაზნაურო საზოგადოების სრულ ხარჯზე, 7 იყო სიღნაღის მაზრიდან, 8 – თელავის, 16 – თბილისისა და დუშეთის, 4 – გორის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასული წლის 1-ლ სექტემბრამდე სკოლაში სწავლების მსურველი 149 მოსწავლის განცხადება შევიდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ ამავე სკოლის არსებობის უმთავრესი წყარო იყო სათავადაზნაურო ბანკი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გამგე-კომიტეტმა თბილისის მაზრას უფლება მისცა 2 მოსწავლე შემოეყვანათ პანსიონში სასწავლებლად. აქედან, 1 თავადაზნაურთა საზოგადოების სრულ ხარჯზე, 1 კი – ნახევარ ხარჯზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გამგე-კომიტეტმა დუშეთის მაზრას უფლება მისცა 2 მოსწავლე შემოეყვანათ პანსიონში სასწავლებლად. აქედან, 1 თავადაზნაურთა საზოგადოების სრულ ხარჯზე, 1 კი – ნახევარ ხარჯზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გამგე-კომიტეტმა გორის მაზრას უფლება მისცა 3 მოსწავლე შემოეყვანათ პანსიონში სასწავლებლად. აქედან, 2 თავადაზნაურთა საზოგადოების სრულ ხარჯზე, 1 კი – ნახევარ ხარჯზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გამგე-კომიტეტმა თელავის მაზრას უფლება მისცა 3 მოსწავლე შემოეყვანათ პანსიონში სასწავლებლად. აქედან, 2 თავადაზნაურთა საზოგადოების სრულ ხარჯზე, 1 კი – ნახევარ ხარჯზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გამგე-კომიტეტმა სიღნაღის მაზრას უფლება მისცა 5 მოსწავლე შემოეყვანათ პანსიონში სასწავლებლად. აქედან, 3 თავადაზნაურთა საზოგადოების სრულ ხარჯზე, 2 კი – ნახევარ ხარჯზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გამგე-კომიტეტის გადაწყვეტილებით პანსიონში მოსწავლეების ვაკანსია განაწილდა იმ მაზრების მიხედვით, რომლებსაც ბანკის დაარსებაში ჰქონდა წვლილი შეტანილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, სათავადაზნაურო საზოგადოების ზოგიერთი წევრი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ პანსიონში უმეტესად იზრდებოდნენ იმ მაზრის თავადაზნაურთა შვილები, რომლებიც რკინიგზასთან ახლოს ცხოვრობდნენ და უფრო მცირერიცხოვანი იყო ქალაქიდან მოშორებით მცხოვრები მოსწავლეები, მაგალითად სიღნაღის ან თელავის თავადაზნაურების შვილები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს მაისის დასასრულსა და სექტემბრის დასაწყისში მეოთხე განყოფილებიდან საზოგადოების სრულ ხარჯზე მყოფი 8 მოსწავლე და ნახევარ-ხარჯზე მყოფი – 5 გავიდა გამოცდაზე პირველ კლასში გადასასვლელად. მათ გამოცდა ვერ ჩააბარეს და წესისამებრ შეუწყდათ დაფინანსება, რის შემდეგაც პანსიონში 13 მოსწავლის ადგილი გათავისუფლდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონის მოსწავლეები, რომლებიც თავადაზნაურობის საზოგადოების ხარჯზე სწავლობდნენ იხდიდნენ მხოლოდ 10-10 თუმანს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონის 51 მოსწავლიდან 18 მოსწავლე საკუთარი ხარჯით სწავლობდა და იხდიდა სწავლის საფასურს ოც-ოც თუმანს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონის მოსწავლეების რიცხვი სულ 51-ს შეადგენდა, საიდანაც 20-ს სათავადაზნაურო საზოგადოება სრულად აფინანსებდა, 13-ს – ნაწილობრივ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მანამდე გამოუქვეყნებელი ლექსი „განდეგილი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე მარტვილელის წერილი „აბრეშუმის მოსალოდნელი მონოპოლიის შემოღების გამო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ფელეტონი „სალამი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კასრაძემ შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო უცხოელთათვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ქადაგიძე, რომელმაც განაცხადა, რომ თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამამდე სკოლაში ნორმალურად არასდროს ტარდება მეცადინეობა, ამ მხარეში არ არსებობს თანამედროვე კულტურის ნასახიც და საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს მასო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე გაზეთ „იურიდიჩესკოე ობოზრენიეში“ კანონებს ბეჭდავდა რუსულად და შენიშვნებს ურთავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 სექტემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასი წარმოადგენდა ივანე გიორგის ძე მაჩაბლის მიერ იტალიურიდან ნათარგმნ პიესას „როგორც ჰქუხს, ისე არა წვიმსს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „საყურადღებო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით ნიკოლოზ გოგოლის პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე აკაკი წერეთელმა წაიკითხა ლექსი, რომელმაც დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ მეათე თავი.