ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46103

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ თბილისის თავადაზნაურობის სკოლა თავის საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებდა და მას თავადაზნაურობის საზოგადოებისაგან დახმარება სჭირდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ თბილისის თავადაზნაურობის სკოლას საარსებოდ ფინანსური სახსრები თუკი ექნებოდა მთავარმართებელს სთხოვდნენ იგივე უფლებები ჰქონოდა მას, რაც სხვა გიმნაზიებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე მარტვილელის წერილი „აღდგომა“, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მიხეილ ხელთუფლიშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „ოთარაანთ ქვრივის“ განხილვა და შენიშვნები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს პროგიმნაზიის ინსპექტორ მარტინოვსკის ჩანაწერი, რომელშიც აღწერილი იყო მთელი 1887 წლის მოქმედება და მოღვაწეობა თბილისის პროგიმნაზიულ საბჭოსი. ივერიაში დაიბეჭდა ის მონაკვეთი, რომელიც ეხებოდა მოსწავლის „დაქანცვას“ სწავლების მეთოდებითა და ა. შ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ჟირარდენის სამმოქმედებიან დრამას, ფრანგულიდან ივანე გიორგის ძე მაჩაბლის თარგმანს, „ორ ცეცხლშუა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის ფელეტონი „ოცი წლის წინად“, II ნაწილი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოსო მაჭავარიანის მიერ ქსნის ხეობაში გაგონილი და ჩაწერილი ხალხური „ვეფხისტყაოსანი“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეშვიდე ნომერში დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „ყვავილს“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეოთხე ნომერში დაიბეჭდა მამიკონის, მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილის ლექსი „ტეატრი“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეორე ნომერში დაიბეჭდა სიმონ მაჩაბლის სატირა „დედა და ქალი“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები: „ეკატერინე ჭავჭავაძეს“, „N“, „გამოსალმება“, ალექსანდრე ჭავჭავაძის „გოგჩის ტბა“, „ლოდინი“, „ოცნება“ (პუშკინის თარგმანი).

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წელს გამოსულ „Кавказский календарь на 1869 год“-ში დაიბეჭდა ნიკოლოზ გიორგის ძე ბერძენოვის სტატია, რომელშიც ავტორი მიმოიხილავდა ქართულ პერიოდულ გამოცემებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს გურიაში, სოფელ ჩიბათში, უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის შენობაში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრმა პართენ გოთუამ წაიკითხა მოხსენება იმჟამინდელ მდგომარეობასა და ეკონომიკურ საკითხებზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მიხეილ თაქთაქიშვილის წერილი „სპეციალური სკოლა“, II ნაწილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ახლო მომავალში ქართული სამუსიკო საზოგადოება გამოსცემდა ფილიმონ ქორიძის შრომას „მუსიკის ელემენტარული თეორია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ახლო მომავალში ქართული სამუსიკო საზოგადოება გამოსცემს კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის შრომას „ქართული ხალხური სიმღერა და ქართველების კულტურა“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის (ლექსი პროზით) „ფანტაზია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილი „საქართველოს ახალგაზრდობას“, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვის სტატია „შარდენი საქართველოში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბესარიონ ნიჟარაძის ფელეტონი „ოთხი დღე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში სწავლების მსურველებს საბუთები – ასაკისა და აზნაურობის მოწმობა – სასწავლებლის მმართველის სახელზე უნდა შეეტანათ 15 აგვისტოდან და თვის ბოლომდე გადაწყდებოდა მოსწავლეების მიღების საკითხი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მესამე პროგიმნაზიულ კლასში იყო ხუთი თავისუფალი ადგილი, სადაც შეეძლოთ თოთხმეტი წლის მოსწავლეებს ესწავლათ თუკი შესაფერისად მოემზადებოდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის პირველი განყოფილების მოსწავლეებს აგვისტოში ჩაუტარდებოდათ გამოცდები და თუ ისინი მეორე განყოფილებაში გადავიდოდნენ, ჯამში 1-ში 30-ზე მეტი თავისუფალი ადგილი იქნებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის პირველ განყოფილებაში უგამოცდოდ მიიღებდნენ შვიდი წლის მოსწავლეებს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის განცხადება, რომ სექტემბრიდან ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის პირველ განყოფილებაში 30 თავისუფალი ადგილი იყო.