რეგისტრირებული ფაქტები50367
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების თანახმად იმისათვის, რომ საგანგებო თანხებისთვის ერთი დანიშნულება მიეცათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გადაწყვიტა: 1) ყველა ფონდი, გარდა რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდისა გაერთიანებულიყო მუზეუმის ასაშენებლად, 2) გაერთიანებული ფონდებიდან ბაქრაძის საფლავის ძეგლისთვის გადაედოთ თანხა და ასევე სტუდენტთა დასახმარებლად გარკვეული თანხა გადაეცათ თავადაზნაურთა სკოლის კომიტეტისთვის. ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე გარსევანიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაიანგარიშა ნოემბრის თვის ხარჯი, რამაც სულ შეადგინა 254.96 მანეთი. აქედან 2 მანეთი გაიღეს როინაშვილის ქონების დასამტკიცებლად მარკისა და კანცელარიისთვის, ასევე გადაიხადეს ილარიონ ჭეიშვილთან გასაგზავნი წიგნების 99 კაპ. და ვასილ ბეჟანეიშვილთან – 1 მან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ საზოგადოების განყოფილებათა წარმომადგენლები: ბათუმიდან – ივლიანე გოგოლაშვილი, ბაქოდან – მ. ა. ნასიძე, ბორჯომიდან – გიორგი ვაშაკიძე, თელავიდან – ვასილ კახიძე, კავკავიდან – ვ. ბურჯანაძე, სენაკიდან – პოლიკარპე ლორთქიფანიძე, სოხუმიდან – ნიკოლოზ ჯანაშია, ფოთიდან – იასონ ალექსიშვილი, ქუთაისიდან – იასონ ბაქრაძე და სამსონ ყიფიანი, ყვარლიდან – ვარლამ გარდავაძე, ჭიათურიდან – კიტა აბაშიძე და ხონიდან – მათე ბახტაძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი აგვისტოდან 22 აგვისტომდე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი და გრიგოლ ყიფშიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე ზურაბიშვილი, დავით კარიჭაშვილი და კიტა აბაშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ივნისიდან 11 ივნისამდე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე გამგეობამ ივანე რატიშვილს გადასცა 7 მან. წინარეხში წასასვლელად გრიგოლ ტატიშვილს – 7,04 მან., ზაქარია გრიქუროვს – 156 მან., ასევე წინარეხის სკოლისთვის იყიდეს საათი 5 მანეთად.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე გამგეობამ თედო სახოკიას წიგნების ანგარიშში გადასცა 5 მან., გრიგოლ ყიფშიძეს – 4.48 მან., ალექსანდრე თარხნიშვილს ბიუსტების ანგარიშში – 90 კაპ., ნიკოლოზ ბადრიძეს – 8 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში გადასცა 200 მან., მიხეილ ნასიძეს – 23.20 მან., თომა კევლიშვილს – 5 მან. სულ გამგეობამ გასცა 228.20 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს უმაღლესი კურსის მსმენელმა: სოფიო ჩიჯავაძემ, ელენე ქიქოძემ და სტუდენტებმა: კორინთელმა და მღებრიშვილმა სწავლის საფასურის გადახდის თაობაზე. გამგეობამ ს. ჩიჯავაძესა და ე. ქიქოძეს ხუთ-ხუთი თუმანი გადაუხადა, ხოლო სტუდენტებს უარი განუცხადა სწავლის საფასურის გადახდაზე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა უარი განაცხადა ლავრენტი აგლაძის თონეთის სკოლაში გადაყვანის თაობაზე, რადგან მისი თქმით, ლ. აგლაძეს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის სენაკის სკოლის განვითარებაში. სწორედ ამიტომ ექვთიმე თაყაიშვილი ურჩევს გამგეობას, რომ ლავრენტი აგლაძე გადაიყვანონ ქუთაისში, მეორე აღმზრდელის პოზიციაზე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ნათანაელ ჰერცენშტეინმა ქართველთა შორის წერა-კითხვის განავრცელებელი საზოგადოების წევრებს ალექსანდრე როინაშვილის ფოტოგრაფიის შესახებ განცხადების დაბეჭდვის ნებართვა სთხოვა. მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის პირველდაწყებითი ქართული სასწავლებელი საგნების სწავლების დროს ხელმძღვანელობდა კავკავის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის რჩევის მიხედვით გამოცემული და 1881 წლის 13 იანვარს კავკასიაში ხელმწიფის მიერ დამტკიცებული სამოსწავლო გეგმის მიხედვით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კავკავში ქართველი ბავშვებისთვის მთავრობის ნებართვით ოფიციალურად დააარსა პირველდაწყებითი სასწავლებელი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნაძალადევის სამკითხველოს კეთილმოწყობისთვის 60 მანეთი გაიღეს. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ ალისუბნის სკოლის ბიბლიოთეკაში ქართულენოვანი წიგნების გაგზავნის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს კონსტანტინე გვარამაძის განცხადება საზოგადოების ახალციხის განყოფილების დაარსების შესახებ და გადაწყვიტეს, ეს საკითხი თამარ ვაჩნაძისთვის მიენდოთ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ივლისს გიორგი პავლეს ძე ჯაკობიამ ახალი სენაკის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდიის დასანიშნად მთავარ გამგეობასთან შუამდგომლობა სთხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი, თუ როგორ დაეფარათ ბანკის ვალი, რომელიც აიღეს ქართული მუზეუმისთვის ადგილის შესასყიდად. გამგეობამ დაადგინა, რომ ბანკის ვალს გადაიხდიდნენ იმ ფულით, რომელსაც ა. ფრიდონოვი გადასცემდა საზოგადოებას დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ნაანდერძევი თანხიდან. თავდაპირველად გამგეობა მისგან 1913 წლის 1-ლ იანვარს მიიღებდა 12875.84 მანეთს და შემდეგ 1913 წლის პირველ ივლისს მიიღებდა იმავე ოდენობის თანხას. გამგეობამ ამ საქმის სისრულეში მოყვანა ალექსანდრე ყიფშიძესა და ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ მოსკოვში ნიკოლოზ გოგოლის ძეგლის გახსნაზე საზოგადოების წარმომადგენლებად გაეგზავნათ ალექსანდრე სუმბათაშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი.
1890
ტიპი: ღონისძიება
1889-1890 სასწავლო წელს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდებს სამჯერ დაესწრო ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი ფილიპე ლევიცკი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ გამართა ქართული საღამო, საიდანაც 2327 მანეთის შემოსავალი მიიღო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილება 257 წევრისაგან შედგებოდა. წლის მანძილზე საზოგადოების განყოფილებამ ჩაატარა 8 სხდომა და განიხილა 30 საქმე.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ 1912 წლის 20 მაისს გამართულ ლიტერატურულ ღონისძიებაში (სააკაძის გასამართლება) 175 მანეთისა და 84 კაპიკის შემოსავალი მიიღო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1-ლი სხდომა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 19 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე.