ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50844

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის სახალხო სკოლაში 30-40 მოსწავლე იყო და საწყის საფეხურზე სამი წელი სწავლობდნენ. ისინი კარგად იყვნენ მომზადებულები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის სახალხო სკოლის მასწავლებელი ბევრს შრომობდა და სწავლების საქმეს ძალიან ჭკვიანურად უძღვებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის ნიადაგი საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რადგან თუკი ადამიანი იმუშავებდა სამი წლის სამყოფ მოსავალს აიღებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის სამამასახლისო შედგებოდა ხუთი პატარა და დიდი სოფლებისაგან, სულ 300 კომლი ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სამასწავლებლო მმართველებსა და მაზრის უფროსებს სოფელ ჭყვიშის სახალხო სკოლა სამაგალითოდ მიაჩნდათ სოფლის პირველდაწყებით სკოლებს შორის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის სახალხო სკოლა გახსნის დღიდან პირნათლად ასრულებდა თავის ფუნქცია-მოვალეობას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშში 1871 წელს გახსნეს სახალხო სასწავლებელი. მაშინ, მთელ რაჭ-ლეჩხუმში ერთი სკოლაც კი არ არსებობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის სახალხო სკოლას, როგორც ლეჩხუმის ყველა ღარიბ სკოლას, სახალხო განათლების მინისტრმა საჭირო სახელმძღვანელოები და სურათები გაუგზავნა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის სახალხო სკოლის წარმატებით გახსნის დღიდან სკოლის საქმიანობით კმაყოფილები იყვნენ სამასწავლებლო მმართველები და მაზრის უფროსებიც.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის სახალხო სკოლას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ყოველ წელს უსასყიდლოდ უგზავნიდა წიგნებსა და სხვადასხვა საჭირო სასწავლო მასალებს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის სახალხო სკოლის მასწავლებელს ანაზღაურება 1500 მანეთი დაუნიშნეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე წერდა, რომ სოფელ ჭყვიშის ადგილობრივი მოსახლეობა მდიდარი არ იყო, თუმცა არც ისეთი ხელმოკლეები იყვნენ, რომ მცირე სკოლის შენახვა გასჭირვებოდათ, მით უფრო მათ, ვინც თავიდანვე მკვიდრი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობის „უცნაური მუხუდო“  პირველი თავი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ თბილისის თავადაზნაურობის სკოლა შედგებოდა ოთხი მოსამზადებელი განყოფილებისაგან და ხუთი გიმნაზიის კლასისაგან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ თბილისის თავადაზნაურობის სკოლის დახმარება თავადზნაურობის საზოგადოებამ ოთხი წლის წინ გადაწყვიტა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ თბილისის თავადაზნაურობის სკოლა თავის საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებდა და მას თავადაზნაურობის საზოგადოებისაგან დახმარება სჭირდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ თბილისის თავადაზნაურობის სკოლას საარსებოდ ფინანსური სახსრები თუკი ექნებოდა მთავარმართებელს სთხოვდნენ იგივე უფლებები ჰქონოდა მას, რაც სხვა გიმნაზიებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე მარტვილელის წერილი „აღდგომა“, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მიხეილ ხელთუფლიშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „ოთარაანთ ქვრივის“ განხილვა და შენიშვნები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს პროგიმნაზიის ინსპექტორ მარტინოვსკის ჩანაწერი, რომელშიც აღწერილი იყო მთელი 1887 წლის მოქმედება და მოღვაწეობა თბილისის პროგიმნაზიულ საბჭოსი. ივერიაში დაიბეჭდა ის მონაკვეთი, რომელიც ეხებოდა მოსწავლის „დაქანცვას“ სწავლების მეთოდებითა და ა. შ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ჟირარდენის სამმოქმედებიან დრამას, ფრანგულიდან ივანე გიორგის ძე მაჩაბლის თარგმანს, „ორ ცეცხლშუა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის ფელეტონი „ოცი წლის წინად“, II ნაწილი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოსო მაჭავარიანის მიერ ქსნის ხეობაში გაგონილი და ჩაწერილი ხალხური „ვეფხისტყაოსანი“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეშვიდე ნომერში დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „ყვავილს“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეოთხე ნომერში დაიბეჭდა მამიკონის, მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილის ლექსი „ტეატრი“.