რეგისტრირებული ფაქტები51932
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 დეკემბერს დაბა ონიდან რაჭის სამაზრო საერობო გამგეობის თავმჯდომარე ლობჟანიძე და წევრი მალაქია გობეჯიშვილი სამინისტროს უგზავნიან ნიკორწმინდის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგის, გიორგი ჭანტურაიას ნამსახურობის ფურცელს და სთხოვენ, დაამტკიცონ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის შტატის პედაგოგად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი სავანე პანთეონის მოაჯირის შეკეთების შესახებ. მოაჯირის შეკეთებაში თხოულობდნენ 300 მანეთს. გამგეობამ დაადგინა, მოაჯირის შესაკეთებლად გადაიდოს პანთეონის თანხიდან 300 მანეთი. დაენიშნოს ადგილობრივი ეკლესიის მცველს (დარაჯს) ყოველთვიურად გასამრჯელო, რომლის რაოდენობის გამორკვევა მიენდოს პანთეონის გამგე გ. ნ. ყაზბეგს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს აკაკი წერეთლის ნაანდერძევი მამულის მიღების საკითხი. აკაკის ნების აღმსრულებელი კოტე აბდუშელიშვილი გამგეობას სთხოვდა, ეცნობებინა, იღებდა თუ არა საზოგადოება პოეტის ანდერძის თანახმად ნაანდერძევ სხვიტორის მამულს. გამგეობამ მიიღო მამული, რის შესახებაც უნდა მოხსენებოდა რწმუნებულთა საზოგადო კრებას და საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების საბჭოს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის აღსრულების ადგილზე ჯვრის დადგმის საკითხი. ვარლამ ბურჯანაძის მოხსენების თანახმად, ახალი ჯვრის დამზადება და დადგმა ჯდებოდა სულ 250 მანეთი. ჯვარი შეკვეთილი ჰქონდა წინამძღვარიანთკარის სკოლის დურგალს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „ქაჯანას“ და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების გამოცემის შესახებ. წიგნების გამომცემელმა სექციამ დაადგინა, რომ დაბეჭდილიყო „ქაჯანა“ 2000 ცალი და ბარათაშვილის ლექსები – 2000 ცალი თავის კომენტარებით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაფიელ ერისთავის ნაწერების შეძენის საკითხი და დაადგინეს, შეეძინათ. მოლაპარაკება მიანდეს შიო დედაბრიშვილს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ლიტერატურულ ნაწარმოებთა გადათვალიერება ძველ გამოცემაში და იქიდან სიის შედგენა ქრონოლოგიურად. სექციამ დაადგინა, გამონახოს შესაფერი პირი და მიანდოს ამ ნაწარმოებთა ქრონოლოგიურად სიის შედგენა, ჰონორარად მიეცეს 2000 მანეთი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი გრ. ორბელიანის ლექსების შეძენის შესახებ. სექციამ დაადგინა, შეეძინათ გრ. ორბელიანის ლექსები და ამის შესახებ მოლაპარაკების გამართვა მემკვიდრეებთან მიენდოს შ. დედაბრიშვილს. გამგეობამ აღნიშნა, რომ ორბელიანის ნაწერების გამოცემის უფლება უკვე აქვს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას და სექციის დადგინება უყურადღებოდ დარჩეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ქარვასლის მართვა-გამგებლობის შესახებ. ითხოვდნენ 1-ლი იანვრიდან ქ. შ. წ. კ. გ. ს. გამგეობის საჭიროებისთვის დაჭერილი ოთახების ქირად თვეში 720 მანეთის ნაცვლად 344 მან. და 50 კაპ. გადაეხადათ. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს იოსებ ივანეს ძე ოცხელის გარდაცვალებაზე. იგი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე იყო. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გადაწყვიტა, განსვენებულის ძმებისთვის სამძიმრის დეპეშა გაეგზავნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პანთეონის სავანეს გამგე კომისიის არჩევა და გ. ნ. ყაზბეგის მიერ წარმოდგენილი ინსტრუქციის დამტკიცება. გამგეობამ სავანეს მართვა-გამგებლობის ინსტრუქციით პროექტი დაამტკიცა და სავანეს გამგე კომისიის წევრებად აირჩია ვ. ბურჯანაძე და ი. გიორგობიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაში მონაწილეობდნენ: თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, იპ. ვართაგავა, ი. გიორგობიანი, კ. ქავთარაძე, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა თ. კიკვაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნავთლუღის სკოლის მასწავლებლების მარიამ ჯარიაშვილისა და სოფიო ჩიტაძის თხოვნა, ტრამვაის ტარიფის გადიდების გამო (დღეში 8 მანეთი ეხარჯებათ) მიეცეთ მათ დამატებითი ჯამაგირი საგზაო ხარჯების დასაფარად, თითოს თვეში 192 მანეთი. სასკოლო სექციამ დაადგინა, დაკმაყოფილებულიყო მათი მოთხოვნა. გამგეობამ მხედველობაში მიიღო სიძვირის პირობები და მასწავლებლებს დახმარებად მისცა 384 მანეთი, ორივეს თანასწორად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ქართველიშვილის თხოვნა ჩუმლაყის სახალხო ბიბლიოთეკის წიგნებით დახმარების შესახებ. სექციამ და გამგეობამ დაადგინა, ჩუმლაყის ბიბლიოთეკისთვის 60 მანეთის წიგნები გადაეცათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ლუარსაბ ბოცვაძის და თევდორე კიკვაძის მოხსენებები „ბუნების კარის“ შესწორების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ამ საქმის მოგვარება სასკოლო კომისიას მიენდო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ნიკოლოზ იოსელიანის თხოვნა, აღიძრას შუამდგომლობა, რათა ავადმყოფი საზოგადო მოღვაწე გიორგი იოსელიანი (წყალტუბელი) მოეთავსებინათ მიხეილის საავადმყოფოში. გამგეობა დაეთანხმა ამ თხოვნას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოს ტერიტორიაზე გამუდმებით ქმნიდნენ პრობლემებს. უორდროპი ცდილობდა, დავა მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად მოეგვარებინა.
1945
ტიპი: ღონისძიება
ქრისტინე შარაშიძის 1929-45 წლების ჩანაწერების მიხედვით, მან საქართველოს სსრ აკადემიის ისტორიული ინსტიტუტის დირექციის წარმომადგენელს, ნიკოლოზ ბერძენიშვილს, დასაბეჭდად გადასცა კვლევა „ვახუშტის ნათარგმნი შრომები".
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობას კანცელარიის შენობის ქირის, 18 600 მანეთის შენახვა დაავალეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაჭის მაზრის ერობის რწმუნებულის თხოვნა, ნისიად გადაეცათ ქ.ონის წიგნის მაღაზიისთვის სხვადასხვა სასწავლო ნივთები: 300 ცალი დედა ენის პირველი ნაწილი, 2000 ცალი – მეორე ნაწილი, 500 ცალი სხვადასხვა რვეული და 50 კომპლექტი ყველა მათ მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები მასწავლებელთათვის. გამგეობამ გადაწყვიტა ასი ათასი (100.000) მანეთის წიგნების ნისიად გადაცემა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ნავთლუღის ბიბლიოთეკა და მასთან არსებული სამკითხველო ბოლო ოთხი თვე დაკეტილი იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 აგვისტოს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 აგვისტოს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის სატყეო განყოფილებამ გამგეობას აკაკი წერეთლის ნაანდერძევი სახლი სთხოვა. გამგეობამ მიწათმოქმედების კომისარიატს აკაკის სახლში მისივე სახელობის სამეურნეო სკოლის დაარსების ნება მისცა და პოეტის კაბინეტში მოთავსებული ნივთების მოვლა-პატრონობა დაავალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს ქ შ წ კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ნ. ნაკაშიძე, შ. დედაბრიშვილი, იპ. ვართაგავა, თ. კიკვაძე, ვ. წულაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლიხაურის თემის გამგეობის მოხსენება 1919 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე თემის საბჭოს მიერ საზოგადოების განყოფილების ლიკვიდაციის შესახებ. თემის საბჭომ განყოფილების მიერ გახსნილი სამკითხველო თემის სამკითხველოდ აქცია, რომლის ხარჯებიც სამზარო ერობის მიერ დამტკიცებულ თემის ხარჯთაღრიცხვის ანგარიშში შეიტანეს. სამკითხველოს საქმეს განაგებდა საბჭოს მიერ არჩეული სექცია, რომელშიც საბჭოს წევრებიდან სამი წევრი შედიოდა. მათი ცნობით, განყოფილებას ოსმალეთის შემოსევის შემდეგ მხოლოდ ხუთი ქართველი მწერლის სურათი დარჩა. განყიფილებამ საბჭოს დადგენილება მათ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოახსენეს ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელ საზოგადოებას, მაგრამ როგორც ჩანს მათ ეს არ მიუვიდათ. 1921 წლის პირველ თებერვალს კარიჭაშვილის ხელმოწერით ეს საკითხი ცნობად მიიღეს.