ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51939

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი სექციის მოხსენება ეკატერინე გაბაშვილის თხზულებების გამოცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და შალვა ანტონის ძე მიქელაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის მუშაობის ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე განაგებდა საზოგადოების უძრავ-მოძრავ ქონებას – საგურამოს მამულს.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 15 ივლისს სიმონ სიმონის ძე საყვარელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლას სტეფანე ვასილის ძე კლუჩარევის სანოტარო ბიუროში დამტკიცებული ცნობით 40 თუმანი და ხუთპროცენტიანი სარგებლის ბილეთი, ხოლო თბილისის სასულიერო სემინარიას 500 თუმანი დაუტოვა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გ. კორინთელს ფოტოგრაფიის სახელოსნო ოთახის გარემონტებისთვის გადასცა 18.10 მან., ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში – 27 მან., ნიკოლოზ ავალიშვილს – 12 მან., ზაქარია ჭიჭინაძეს – 10 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სანამ ფოტოგრაფიის თანამშრომლებს შეცვლიდნენ, მანამდე მათთვის უნდა გადაეხადათ კუთვნილი ხელფასები. გამგეობამ თანხმობის დასტურად აბრამ ნორდშტეინს გადასცა – 75 მან., ზაქარია ლაბაურს – 25 მან., მბეჭდავ ხუნდაძეს – 30.50 მან., ეკატერინე გძელიშვილს – 20 მან., ნიკა ფიცხელაურს – 10 მან., ბეგოიძეს – 5 მან., ხოლო ვასილ როინაშვილმა უარი განაცხადა ჯამაგირზე, რადგან პასუხს ელოდებოდა ფოტოგრაფიის შესყიდვის თაობაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ბარნოვის თხოვნა 30 000 მანეთი მიეცათ თავისი წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით ბარნოვის თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე წერეთლის თხოვნა, რამდენიმე დღით მუზეუმიდან მიეცათ 1911 წლის „სახალხო“ გაზეთის კომპლექტი. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის განცხადება დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის დატოვებული მამულის შეძენის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 3 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზაქარია ლუკაშვილის თხოვნა დუშეთში საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ხონის განყოფილებამ აუწყა, რომ საქმიანობა არასოდეს შეუწყვეტია, ისევ განაგრძობდა. 1921 წლის 1-ლი თებერვლის განჩინების თანახმად, ეს საკითხი ცნობად მიიღეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ თევდორე კიკვაძის მოხსენება საზოგადოების საქმეთა შესახებ, რომელიც გადაიდო შემდეგი სხდომისთვის.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას თხოვნა თავისი წიგნის, „ბედის ტრიალის“, ჰონორარიდან მიეცათ იმდენი თანხა, რამდენსაც გამგეობა შესაძლებლად ჩათვლიდა. განჩინების თანახმად, ერისთავ-ხოშტარიასთვის 10 000 მანეთი გამოყვეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე გველესიანის თხოვნა გამგეობისადმი, დაებეჭდათ მისი თარგმანი პროფ. კორელინის წიგნისა „უმთავრესი მომენტები საშუალო საუკუნეების პაპობის ისტორიიდან“. განჩინების თანახმად, ტექსტი სარეცენზიოდ გაგზავნეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ მადლობა გამოუცხადა პეტრე ფრიდონოვს 250 მანეთის შემოწირულობისთვის, რომლითაც ილიას ფონდიდან აღებული ვალის დაფარვა შეძლეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბესარაბიის მეღვინეობისა და მევენახეობის საშუალო სასწავლებლის დირექტორმა, რომ იაკობ ორჯონიკიძის ნაცვლად, რომელმაც სასწავლებელი დაასრულა და ყოველთვიურად 12.50 მანეთის ოდენობის სტიპენდიას იღებდა 1911 წლის 1-ელ ივლისამდე, სტიპენდია ზუგდიდის მოქალაქე თეოფილე კვარაცხელიასთვის დაენიშნათ. გამგეობამ განაცხადა, რომ საკითხს სტიპენდიების განაწილების დროს განიხილავდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე მგელაძემ და ლიუდმილა ცინცაძემ წარმოადგინეს სასკოლო ფონდისთვის შეგროვებული 25.30 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე მდივანი, წარმოადგინეს ხარჯთაღრიცხვა იმ მასალისა, რომლის დაბეჭდვაც განზრახული ჰქონდა გამგეობას ჟურნალ „განათლებაში“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მცხეთის სახალხო ბიბლიოთეკის გამგეობამ, რომ მათთვის გაეგზავნათ წიგნები. გამგეობამ მცხეთის ბიბლიოთეკის შესახებ ცნობების შეგროვება და მოხსენების გაკეთება შიო დედაბრიშვილს დაავალა, რის საფუძველზეც გაუწევდნენ მათ დახმარებას.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქუთაისის სასოფლო სკოლის მასწავლებელ პარმენ კალაძეს გადასცა სასკოლო ნივთები, იარაღები და წიგნები სკოლის ბიბლიოთეკისათვის: ორბელიანის ლექსები, წმინდა ნინოსა და კაკო ჭავჭავაძის ცხოვრება.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 8 მარტს ნიკოლოზ სამხარაძემ ზაქარია ჭიჭინაძის მეშვეობით წერილი გაუგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. სამხარაძე საზოგადოებისაგან ითხოვდა ფულად დახმარებას, 120 მანეთს, მის მიერ გახსნილი სკოლისათვის მერხების საყიდლად.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა არტურ ლაისტმა, რომ დახმარება დაენიშნათ ახალგაზრდა პოეტ ალექსანდრე შანშიაშვილისთვის, რომელიც ცხოვრობდა ბერნში და სწავლობდა გერმანულ ენას. მისივე გადმოცემით, შანშიაშვილს სურდა გერმანულ ენაზე დაწერილი პოეზიის თარგმნა ქართულად. გამგეობამ განაცხადა, რომ ამ საკითხს სტიპენდიების განაწილების დროს განიხილავდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს განცხადება, რომ ივანე გომელაურმა საზოგადოებას შესწირა 1 ძველი წიგნი და ხელნაწერი.